ჩინეთის კომუნისტური პარტიის მესამე რეზოლუცია ისტორიის შესახებ და მისი მიმართვები მომავალი პლენუმისადმი

გამოქვეყნებულია ჩინეთი
სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021 16:53

ინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 მოწვევის მე-6 პლენალური სხდომა, რომელიც 2021 წლის 8-დან 11 ნოემბრის ჩათვლით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა. /ფოტო: სინხუა/  

ეს სესია ფოკუსირებული იყო როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე

8-დან 11 ნოემბრის ჩათვლით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (რომელიც ამავე დროს მსოფლიოში ყველაზე დიდი მმართველი პარტიაა), მაღალი რანგის პოლიტიკურმა მოღვაწეებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 მოწვევის მე-6 პლენალური სხდომის მუშაობაში. აღნიშნულ სხდომაზე დელეგატებმა მიიღეს რეზოლუცია, ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის რეზოლუცია ეძღვნება პარტიის 100 წლიანი ბრძოლის მთავარ მიღწევებსა და ისტორიულ გამოცდილებას. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის რეზოლუცია, რომელიც 30 ათასზე მეტი იეროგლიფისგან შედგება, არის მე-3 ასეთი დოკუმენტი 100 წლიანი ისტორიის განმავლობაში. პირველი რეზოლუცია მიღებულ იქნა 1945 წელს, იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში გამარჯვების წინ, ხოლო მეორე - 1981 წელს, რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის პირველ წლებში.
მესამე რეზოლუციის მიღებას განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. 2021 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის არსებობის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, პარტიამ გამოაცხადა, რომ ჩინეთმა შეასრულა დასახული მიზანი საშუალო კეთილდღეობის მქონე საზოგადოების შექმნასთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია აგრძელებს წინსვლას და ჩინელ ხალხს მიუძღვის დასახული მიზნისკენ - მოდერნიზებული სოციალისტური სახელმწიფოს შექმნისაკენ, რომელიც დასრულდება 21-ე საუკუნის შუა წლებში.

წარსული, აწმყო და მომავალი

8 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა გახსნა პლენუმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სახელით მოხსენება წარმოადგინა.
სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ პარტიული კადრები და ოფიციალური პირები, მათ შორის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 300-ზე მეტი წევრი და წევრობის კანდიდატი, ასევე ექსპერტები, მეცნიერები და პარტიის მე-19 ყრილობის ზოგიერთი დელეგატი, რომლებიც მუშაობენ დაბალ დონეზე.
როგორც სი ძინფინგმა აღნიშნა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ, გასული წლის განმავლობაში ყურადღება გაამახვილა სამ ძირითად საკითხზე: ჩინეთის კომუნისტური პარტიის ასი წლისთავის აღნიშვნა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ისტორიის შესახებ სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება და აგრეთვე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მე-19 მოწვევის მე-6 პლენალური სხდომის ორგანიზება.
სამივე ეს საკითხი ერთსა და იმავე თემას - ისტორიას ეძღვნება. როგორც ძველი ჩინური ანდაზა ამბობს: ისტორიის გაკვეთილების მიღებით, შესაძლებელია გაიგოთ აღმავლობისა და დაღმასვლის კანონზომიერება.
სი ძინფინგმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტიის 100 წლიანი ბრძოლის მთავარი მიღწევებისა და ისტორიული გამოცდილების შეჯამებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი პარტიის შემდგომი გაერთიანებისთვის მის იდეოლოგიაში, ნებასა და მოქმედებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს დაეხმარება პარტიას შემდგომ შედუღაბებასა და ქვეყნის მრავალეროვანი ხალხის ნებით ახალი გამარჯვების - ახალი ეპოქის ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის დამყარების დიადი მიზნის მიღწევაში.
„ახალი ისტორიის საწყის წერტილში მყოფნი, ჩვენ ვიხსენებთ წარსულს და ვუყურებთ მომავალს“, - აღნიშნა სი ძინფინგმა, რეზოლუციის პროექტის განმარტებისას.
„პლენუმის ყველა მონაწილე გრძნობს ისტორიული მისიის სიწმინდეს და იმ დიდ ისტორიულ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაწევს მხრებზე“, - განაცხადა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა. „ჩვენ ვგრძნობთ, რომ რეზოლუცია აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას ჩვენს ქვეყნასა და პარტიის მომავალ საქმიანობაზე. „ეს არის რეზოლუცია, რომელიც აკავშირებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს“, - განაცხადა პლენარული სხდომის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 მოწვევის მე-6 პლენალური სხდომა, რომელიც 2021 წლის 8-დან 11 ნოემბრის ჩათვლით პეკინში ჩატარდა. /ფოტო: სინხუა/

სი ძინფინგის როლი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის და მთლიანად პარტიის ძირითად ბირთვში

ორშაბათს შუადღიდან ხუთშაბათ დილამდე პლენარული სხდომის მონაწილეები დაიყვნენ 10 ჯგუფად, რათა განეხილათ დოკუმენტების პროექტი. ხშირად იმართებოდა მწვავე დისკუსიები. მაგრამ ყველა თანხმდებოდა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობის ისტორიული მიღწევები, რომლებიც მოკლედ არის წარმოდგენილი რეზოლუციაში 13 ქვეთავად, ქმნის მყარ ინსტიტუციურ პირობებს, მყარ მატერიალურ საფუძველს და შთაგონების წყაროს აჩენს ჩინელი ერის დიდი აღორძინების საქმის წინსვლისთვის.
ყველამ მათგანმა მკაცრად აღნიშნა რეზოლუციაში კონკრეტული საკითხების შეტანა:
- "სი ძინფინგის იდეები ახალი ეპოქის ჩინური სპეციფიკის სოციალიზმზე" - ეს არის თანამედროვე ჩინეთისა და 21-ე საუკუნის მარქსიზმი. ეს იდეები განასახიერებენ ყველაფერ საუკეთესოს, რაც არის ჩინურ კულტურაში და წარმოადგენს ახალ მიღწევას მარქსიზმის ჩინეთის რეალობასთან ადაპტაციის საკითხში.
- პარტიამ განსაზღვრა ამხანაგ სი ძინფინგის როლი, როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის და მთელი პარტიის ძირითადი ბირთვის და დაამტკიცა სი ძინფინგის იდეების წამყვანი პოზიცია ახალი ეპოქის ჩინური სპეციფიკის სოციალიზმზე. ეს ასახავს პარტიის, შეიარაღებული ძალების და ჩინელი მრავალეროვანი ერის საერთო ძალისხმევას და გადამწყვეტია ახალ ეპოქაში პარტიისა და ქვეყნის საქმის წინსვლისა და ჩინელი ერის დიდი აღორძინების ისტორიული პროცესის წინსვლისათვის.
პლენუმის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს არის პასუხი დროის მოწოდებაზე და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია არა მხოლოდ პარტიის საერთო ნების, არამედ ხალხის საერთო მისწრაფებების საპასუხოდ. ასევე, რეზოლუციაში შეტანილი იქნა ისტორიული მნიშვნელობის 5 საკითხი პარტიის საქმიანობის გასული საუკუნის განმავლობაში და ისტორიული გამოცდილების 10 ეპიზოდი.
რეზოლუციის შინაარსი ასახავს პარტიის წარმატების საიდუმლოს. მაგალითად, პრინციპები - დარჩე დამოუკიდებელი და თვითდაჯერებული, გამოავლინო ნოვატორული პოტენციალი და დაანახო ყველას ბრძოლის სურვილი - ყველაფერი ეს ღრმად და მტკიცედ არის ფესვგადგმული პარტიის ისტორიაში და მას ძველებურად დიდი მნიშვნელობა გააჩნია.

ერთხმად იქნა მიღებული

ხუთშაბათს ნაშუადღევს, სი ძინფინგი ხელმძღვანელობდა სესიის პლენარულ სხდომას, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დამსწრე ყველა წევრმა რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა. სახალხო კრების სააქტო დარბაზში მქუხარე ტაში გაისმა. ამის შემდეგ, შეხვედრაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის მოწვევის შესახებ, რომელიც პეკინში, 2022 წლის მეორე ნახევარში გაიმართება.
ასევე მიღებულ იქნა პლენუმის კომუნიკე. ამის შემდეგ, სი ძინფინგმა პოლიტბიუროს სახელით წარმოთქვა მნიშვნელოვანი სიტყვა პლენუმის სულისკვეთების შესწავლისა და რეალიზაციის შესახებ. „პარტია ხალხმა აირჩია და ისტორიამ განსაზღვრა და ამან გაამართლა მათი არჩევანი“, - განაცხადა სი ძინფინგმა. მან ასევე დაამატა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის გარეშე ჩინელი ერის უდიდესი აღორძინება შეუძლებელია.
რეზოლუციაში განსაკუთრებით ხაზგასმულია პარტიის ცენტრალიზებული, ერთიანი ხელმძღვანელობის გაძლიერების მნიშვნელობა პარტიის მხრიდან, აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, და განმარტა, რომ მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყველა წევრისგან მოითხოვოს ცენტრალურ კომიტეტთან გაერთიანება და შეადუღაბოს პარტია ისე ვით "მტკიცე რკინის ნაჭერი", რათა ვიაროთ წინ უნისონში.
სი ძინფინგმა ასევე გაუსვა ხაზი "დიდი ბრძოლის" აუცილებლობას და კიდევ უფრო და უფრო რთულ ძალისხმევას და აქვე სთხოვა პარტიის წევრებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ყველა სახის "ძირითად რისკებს" და გაატარონ ეფექტური ზომები მათ დასაძლევად და აღმოსაფხვრელად.
„გასული საუკუნის ყველა დიდი მიღწევის წყალობით, ჩვენმა პარტიამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ“, - განაცხადა მან.
"სწორედ ამ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ თვითრეფორმების სულისკვეთება. ჩვენ არ შეგვიძლია დრო დავხარჯოთ აპლოდისმენტებზე", - დასძინა მან.
1945 წელს, როდესაც მიღებულ იქნა პარტიის პირველი რეზოლუცია, მისი ისტორიის შესახებ, მაო ძედუნმა მოუწოდა პარტიის ყველა წევრს ერთიანობისკენ, ისევე როგორც ოჯახის წევრების ერთიანობისკენ. 1981 წელს, როდესაც მეორე ასეთი რეზოლუცია მიიღეს, დენ სიაოპინმა ხაზი გაუსვა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მნიშვნელობას, პარტიის შიგნით იდეების გაერთიანებისთვის.
2021 წელს, მესამე რეზოლუციის მიღების შემდეგ, სი ძინფინგმა მოუწოდა პარტიის ყველა წევრს შეინარჩუნონ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ფოკუსირება მოახდინონ სტრატეგიულ მიზნებზე და გაითვალისწინონ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესები.
„დღეს, როგორც არასდროს ქვეყნის ისტორიის განმავლობაში, ჩვენ ახლოს ვართ ჩვენი მიზნის მიღწევასთან - ჩინელი ერის ხელახალ დაბადებასთან და როგორც არასდროს დარწმუნებულები ვართ საკუთარ შესაძლებლობებში, განვახორციელოთ ეს მიზანი“, - დასძინა სი ძინფინგმა. "ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი თაობის ძირითადი მოვალეობა და განვახორციელოთ სანუკვარი მიზანი - ჩინელი ერის უდიდესი აღორძინება".

წაკითხულია 220 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური