თავდაცვის სამინისტრომ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021 15:27

საქართველო ნატოს პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან ფორმალური თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრს ესტუმრა, სადაც მან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხედრო-სამედიცინო წვრთნებისა და სწავლებების გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივად განისაზღვრა. ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან.

წაკითხულია 249 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: „ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს“

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    არის თუ არა ომის საშიშროება საქართველოში?!

    1989 წლიდან საქართველოში პერმანენტული ომი გვაქვს. როდესაც გვყავს ისეთი აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია, გამორიცხული არასდროს არაფერია! ამიტომაც გვინდა ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ერის განვითარებისთვის.

    ვის უნდოდა და უნდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში?!

    არასდროს და მათ შორის არც ახლა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს. ქართველები მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტული ერი ვართ და რომც გვინდოდეს ომი, ამისთვის საჭირო სამხედრო-ეკონომიკური რესურსი არც გაგვაჩნდა და არც გაგვაჩნია.

    მაშინ, უკვე წლებია, რატომ საუბრობს „ქართული ოცნება“ ომის საშიშროებაზე?! ეს ყველაფერი ემსახურება „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას. რა არის „ოცნების“ პოლიტიკა: როგორც მასობრივი, ისე ინდივიდუალური  შიშის დანერგვა, ყოფითი, ეკონომიკური და სხვა პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ომის შიშზე - მარტივად რომ  ვთქვათ, მათ სურთ, მოსახლეობა ამ შიშში აცხოვრონ, რომ სხვა რამეზე ფიქრი ვერ შეძლონ.

    ჩვენ, ქართველებს, არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს. მოსახლეობაში ახლა მიმდინარეობს კონსოლიდაციის პროცესი და შედეგად,  არჩევნების გზით, მალე შევცვლით ხელისუფლებას!  

  • DIBS-ში თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამა გაიხსნა

    პირველად საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) თავდაცვისა და უსაფრთხოების გრძელვადიან, სტრატეგიული დონის პროგრამას მასპინძლობს. პროგრამა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ოფიციალურად გახსნეს. მათ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. 

    სწავლება ექვს მოდულს მოიცავს: სტრატეგიული ლიდერობა, უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიული განვითარება, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურა, თავდაცვის დაგეგმარება და მენეჯმენტი, სტრატეგიული ოპერაცია და დაგეგმარება.

    ექვსთვიანი პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ექსპერტების ლექციები, ასევე ვიზიტები პარტნიორ ქვეყნებში. სწავლებაში მონაწილეობენ თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო წოდების მოსამსახურეები, სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს უწყებების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები.

    2023 წლიდან დაგეგმილია პროგრამის განხორციელება თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. კერძოდ, სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის შეთანხმების საფუძველზე წარიმართება. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ გააგრძელონ სწავლა თსუ-ს აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვონ ერთწლიანი სამაგისტრო ხარისხი. პროგრამა DIBS-ის მიერ განხორციელებული უწყებათაშორისი ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

  • სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

    სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

    სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის დღე აღინიშნა

    19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქართული ავიაციის გაძლიერებისა და ავიაციის პარკის განახლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. სამხედრო ავიაციის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

    საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა. ქართული ავიაციის დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა მათ უწყებრივი მედლები - “გენერალი კვინიტაძე” და “სამშობლოსთვის თავდადებული” გადასცეს.

    ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების განახლებული ავიაციის პარკის გამოფენა მოეწყო. სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი იყო სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ განახლებული და სრულად მოდერნიზებული მი-24, სუ-25, იროკეზი (UH-1H) და ან-2 ტიპის საფრენი აპარატები.

    საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე 19 სექტემბერს აღინიშნება. 1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

  • ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმაპინძლა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

    აღინიშნა, რომ ერევანი საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

ბიზნეს ნიუსი

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს ...

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

„PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფ...

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური