ბოვალის ფრანგული ზოოპარკის ბინადრებს, გიგანტური პანდას შვილებს ჩინური სახელები დაარქვეს (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ჩინეთი
შაბათი, 20 ნოემბერი 2021 14:53

ბოვალის ზოოპარკი / საფრანგეთი /, 19 ნოემბერი / Xinhua / - საფრანგეთის ბოვალის ზოოპარკში, 3 თვის წინ დაბადებულ გიგანტური პანდას ტყუპ შვილებს ჩინური სახელები დაარქვეს - ჰუანგ ლილი და იუან დუდუ, რაც არის ჩინურ-ფრანგული მეგობრული ურთიერთობების ჯანსაღი განვითარების სიმბოლო.

პანდების დაბადების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობდა საფრანგეთის ნაკრების ცნობილი ფეხბურთელი კილიან მბაპე.

ფოტო: Xinhua / Gao Jing

ვიდეო გადაღებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

წაკითხულია 257 ჯერ

Related items

  • ბერლინის ზოოპარკში ტყუპი პანდების დაბადების დღე აღნიშნეს (ვიდეო)

    ბერლინის ზოოპარკში გუშინ, ტყუპ პანდებს (ძმებს) - მენ სიანსა და მენ იუანს დაბადების სამი წლის იუბილე ზოოპარკის ადმინისტრაციამ საზეიმო ვითარებაში აღუნიშნა. ტყუპ პანდებს მათთვის საყვარელი ტორტი მიართვეს, რომელიც პანდებმა დიდი სიამოვნებით მიირთვეს.

    აღსანიშნავია ის რომ ბერლინის ზოოპარკში მცხოვრებ პანდებზე დაკვირვება და განვითარება თავის ჩინელ კოლეგებთან (ჩენდუს განვითარების ცენტრი) მჭიდრო კონსულტაციების პირობებში მიმდინარეობს.

      

  • „ცინცინმა“, მდედრობითი სქესის გიგანტურმა პანდამ, მეშვიდე დაბადების დღე აღნიშნა

    პარასკევს, „ცინცინმა“, მდედრობითი სქესის გიგანტურმა პანდამ, მეშვიდე დაბადების დღე აღნიშნა. ამის შესახებ ჩინეთის სააგენტო "სინხუა“ იტყობინება.

    პანდა „ცინცინი“ ქ. ჩუნცინის /სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი/ პანდების დაცვისა და კვლევის ცენტრში ცხოვრობს და მისი მონახულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მოქალაქეებს ყოველდღიურად შეუძლიათ.

    პანდა „სინსინ“-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩუნცინის პანდების ცენტრში სადღესასწაულო საღამო მოეწყო და ცენტრის ადმინისტრაციამ პანდას დიდი ტორტი და უგემრიელესი კერძი მოუმზადა.

  • პანდების დაცვისა და კვლევის ჩინური ცენტრის ადმინისტრაციამ გიგანტურ პანდებს დიდი ტორტი მიართვა

    იაანი / პროვ.სიჩუანი, 4 აგვისტო (სინხუა) - გიგანტურმა პანდებმა, სახელად იაია და ანანი, ოთხშაბათს აღნიშნეს თავიანთი 3 წლის იუბილე პანდების კვლევისა და გამრავლების ბაზაზე, ქალაქ იაანში, სიჩუანის პროვინციაში, /სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი/.

    პანდები გიგანტური პანდების დაცვისა და კვლევის ჩინურ ცენტრში ცხოვრობენ და მათ ყოველ დღე ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს.

    იუბილეს აღსანიშნავად, პანდების დაცვისა და კვლევის ჩინური ცენტრის ადმინისტრაციამ გიგანტურ პანდებს მათსავით დიდი ტორტი მიართვა, რომელიც პანდებმა მაშინვე მიირთვეს. 

  • პანდას ბელები პირველად გამოჩნდნენ ზოოპარკის დამთვალიერებლების წინაშე (ვიდეო)

    პანდას ტყუპმა ბელებმა, „შაო შაომ“ და მისმა დამ „ლეი ლეიმ“, რომლებიც ივნისში ტოკიოს ზოოპარკში დაიბადნენ, პირველი ნაბიჯები გადადგეს და აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების სმარტფონების წინ პოზირებაც კი გადაწყვიტეს.

    ტოკიოს ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია პანდას ბელები, რომლებიც ერთად სხედან ხეზე და თამაშობენ. ისინი მიირთმევენ ბამბუკს, და ცდილობენ ერთმანეთს დაასწრონ ხეზე ასვლა, რასაც თან ახლავს ხალხის სიმხიარულე და აღფრთოვანება.

    საჯარო დებიუტის მოსამზადებლად პანდას ტყუპები და მათი დედა ზოოპარკის ახალ გარემოში სპეციალურად გადაიყვანეს, სადაც ისინი მიეჩვივნენ ხმაურს და ადამიანის ხმებს.

    შეგახსენებთ, რომ ტყუპი ბელების დაბადება პირველი იყო ტოკიოს უენოს ზოოპარკისთვის, იაპონიის უძველესი ზოოპარკისთვის, მას შემდეგ რაც დაარსდა - 1882 წელს. ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის აღსანიშნავად, ჩინეთმა იაპონიას პანდა პირველად 1972 წელს აჩუქა. 


     

  • იყო თავისუფალი (ვიდეო)

    როგორ დაეხმარნენ UNDP, ბიოფინი და თბილისის ზოოპარკი დაობლებულ დათვის ბელებს

    კოპალა და ჩოფიკა ორი დაობლებული დათვის ბელია, რომლებიც თბილისის ზოოპარკმა შეიფარა. დაუდგრომელი ხასიათისა და სიმამაცის გამო, მათ ქართული მითოლოგიური გმირების სახელები დაარქვეს. მესამე ბელი ზოოპარკში დაზიანებული თათით მოვიდა. დაკოჭლებულ ბელს სახელგანთქმული ბრაზილიელი ფეხბურთელის, გარინჩას, სახელი ერგო.

    კოპალაც, ჩოფიკა და გარინჩაც თავისუფალ დათვებად დაიბადნენ და სიცოცხლის პირველი თვეები ბუნებრივ გარემოში გაატარეს. შემდეგ ადამიანის სისასტიკის გამო დაობლდნენ და ტყვეობაში აღმოჩდნენ.
    „ამ ასაკის დათვის ბელი ადამიანის ხელში მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხვდება ხოლმე. როდესაც მის დედას კლავენ. ადამიანებ, რომელთაც ასეთი ბელები ტყიდან მოჰყავთ, ძალიან მალე მათი მოვლა აღარ უნდათ და ჩვენ მოგვაბარებენ. მერე იწყება ზღაპრების მოყოლა, როგორ მიდიოდნენ ტყეში და როგორ ნახეს უპატრონო ბელი და ჩვენთან წამოიყვანეს“, - ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

    საქართველოში ასეთი რამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. ათწლეულებია უკანონო ნადირობა ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას ანადგურებს და ისეთ უნიკალურ, იშვიათ და გადაშენების პირას მდგომ სახეობებს უქმნის საფრთხეს, როგორიცაა კავკასიური ჯიხვი, ნიამორი, კეთილშობილი ირემი და - მურა დათვი.

    დათვის ბელები, რომლებთაც ადამიანთან ერთად უწევთ ცხოვრება, ბევრ პრობლემას აწყდებიან. პატარა გარინჩას წოვის რეფლექსი დიდხანს გაჰყვა, მომვლელის ხელს წოვდა და ამით, თითქოს, დედასთან განშორების ტკივილის იოკებდა. ასეთი ტრავმირებული ბელის გაზრდა, რეაბილიტაცია და, მითუმეტეს, ბუნებრივ გარემოში დაბრუნება საკმაოდ რთული საქმეა.

    თბილისის ზოოპარკი ამ სირთულეებს არ შეუშინდა და, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის, ბიოფინის, ხელშეწყობით, დათვის ბელებისა და სხვა საფრთხეში მყოფი სახეობების გადარჩენისა და რეაბილიტაციის პროგრამა წამოიწყო.

    „რეაბილიტაციის მთავარი ამოცანა ტყვეობაში შეძენილი ქცევების ჩამოშორება და ბუნებრივი ქცევების დაბრუნებაა. ბელების მომზადება თავისუფლებისთვის პირველი ნაბიჯია. შემდეგ, მათი ბუნებაში გაშვებისთვის, სწორი ადგილი უნდა შევარჩიოთ, რათა ბუნებრივ გარემოში დაბრუნება შეძლონ“, - გვიხსნის ზურაბ გურიელიძე.

    ტყეში დაბრუნებისთვის, დათვის ბელებმა ისეთ გარემოში უნდა იცხოვრონ, რომელიც მათ ბუნებრივ პირობებს მაქსიმალურად უახლოვდება. მათი ურთიერთობა ადამიანებთან უნდა შემცირდეს, რაც მათ თავისუფლებისა და ველურ ბუნებაში არსებობისთვის მოამზადებს.

    ბიოფინისა და UNDP-ის ხელშეწყობით, თბილისის ზოოპარკმა დაობლებული დათვის ბელებისთვის კარგად მოწყობილი ვოლიერები ააშენა, სადაც მათ თავისუფლად გადაადგილება, თამაში, ცურვა და ველური ცხოვრებისთვის საჭირო უნარების შეძენა შეეძლოთ.

    ბიოფინისა და UNDP-ის დახმარებით, ასევე შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობით ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი შემოწირულობით დაეხმაროს დათვის ბელების რეაბილიტაციას.

    მზია შარაშიძე, თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ამბობს, რომ თითქმის ყველა შემოწირულობას კომენტარიც ახლავს, რომელშიც ადამიანები გამოთქვამენ თავის სურვილს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თბილისის ზოოპარკმა მათ მიერ შემოწირული ფული.

    „ისეთი გულისამაჩუყებელი კომენტარებია, ხვდები, რომ ადამიანების დამოკიდებულება ბუნების მიმართ თანდათან აუცილებლად შეიცვლება“, - ამბობს მზია.

    პროგრამა „ბიოფინი“ მთელ მსოფლიოში მოქმედებს და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მართვისთვის დამატებითი სახსრების მოძიებას ისახავს მიზნად. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ გლობალურ ინიციატივას 2016 წელს შეუერთდა.

    ბიოფინთან თანამშრომლობის შედეგად, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. 2019 წლისთვის, ჯამურად, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ასიგნებები ყოველწლიურად 620,000 ლარით მატულობდა, ხოლო ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველწლიური ასიგნებები 100,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაიზარდა.

    გარდა ამისა, მომზადდა გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პირველი სახელმძღვანელო მითითებები და შემუშავდა მონიტორინგისა და ინსპექტირების საკონტროლო სიების გამოყენების ონლაინ ინსტრუმენტი. შემუშავდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ეკოტურიზმის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტო საქართველოს სხვა სატყეო უბნებზეც ახორციელებს.

    საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად ეს საკმარისი როდია. თუმცა ასეთი ნაბიჯები იმის იმედს გვაძლევს, რომ კოპალა, ჩოფიკა და გარინჩა თავის მშობლიურ ტყეს დაუბრუნდებიან და ჩვენს მიერ შენარჩუნებულ ბუნებრივ გარემოში თავისუფალ ცხოვრებას გააგრძელებენ.

     

     

     

ბიზნეს ნიუსი

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს ...

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

„PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფ...

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური