აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 ნოემბერი 2021 18:49

დღეს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ნავთობკომპანია "სოკარის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი დაესწრო. მიღებას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლი დაიბრუნა და „სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტს, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში სერიოზულ სამხედრო საფრთხეს ქმნიდა ბოლო მოუღო".
აზერბაიჯანის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს 44-დღიან ომში აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, როგორც განსაკუთრებულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის მომგებიანი პარტნიორობა ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთპატივისცემა და სოლიდარობა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ ფორმატს, ჩვენს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ხაზი გაუსვა ფაიგ გულიევმა.
ღონისძიების ოფიციალური განყოფილების დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც ქართველმა და აზერბაიჯანელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.
აზერბაიჯანის საელჩოში გამართული მიღება საზეიმო ფეირვერკით დასრულდა, რომელმაც მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებაში მოიყვანა.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 140 ჯერ

Related items

  • SOCAR-მა ოფშორული პლატფორმებიდან 82 თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელა

    SOCAR-მა ამინდის პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, ყველა ღია საწარმოო ობიექტზე, კერძოდ, ოფშორულ პლატფორმებზე მუშაობა შეზღუდა და უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმედოვმა განაცხადა.

    მისი თქმით, ზღვაზე მომუშავე 82 თანამშრომელი ევაკუირებულია და ამინდის გაუმჯობესების შემდეგ ისინი სამუშაოს დაუბრუნდებიან.

    ჰაერის ტემპერატურა ბაქოსა და აბშერონის ნახევარკუნძულზე ღამით და დღისით 1-3°C იქნება. ატმოსფერული წნევა 758 მმ Hg-დან 761 mmHg-მდე გაიზრდება.

    აზერბაიჯანის რაიონებში მოსალოდნელია წვიმა და დიდთოვლობა. 

    წყარო: https://report.az/ru/energetika/socar-evakuiroval-82-sotrudnikov-s-morskih-platform/

  • 30 წლის წინ აშშ-მ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემბერს ამერიკელი ხალხისადმი სადღესასწაულო მიმართვისას ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ამის შემდგომი 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოსა და მთელი ევროპის სახელით.

    აშშ-ს საელჩო საქართველოში

  • აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" განაგრძობს სოციალურ პროექტებში მონაწილეობას

    აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" განაგრძობს სოციალურ პროექტებში აქტიურად ჩართულობას და მონაწილეობას. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კომპანია "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ამჯერად სოციალური მეწარმეობის ფორუმზე გვინდა გიამბოთ, რომელიც სოციალურ საწარმოთა ალიანსი - Social Enterprise Alliance Georgia-ს ორგანიზებით საქართველოში უკვე მეათედ ჩატარდა და რომლის უნიკალური პარტნიორიც კომპანია "სოკარია".
    აღნიშნული საერთაშორისო ფორუმი, საქართველოში, 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანი - სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და მისი განვითარებისათვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირებაა.
    წლევანდელი ფორუმის გამარჯვებული კომპანია "დადარი" გახდა. კომპანია, რომელიც სათამაშოებს აწარმოებს და სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები არიან დასაქმებული. გამარჯვებულებს "სოკარისგან" ფულადი ჯილდო გადაეცათ, თუმცა შშმ პირთა უფლელებების რეალიზების გარდა, ქალთა გაძლიერება და ახალგაზრდების მხარდაჭერაც ნავთობკომპანია "სოკარის" სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ პრიზების გარეშე, არც სხვა მონაწილეები დარჩენილან.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. კომპანია სოციალურად აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. კომპანია მხარს უჭერს ეკონომიკას, ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

     

  • 15 წელი შესრულდა რაც კომპანია „SOCAR"-ი საქართველოში საქმიანობს (ვიდეო)

    აზერბაიჯანული კომპანია „SOCAR"-ი საქართველოში 2006 წელს, რუსეთ-საქართველოს ენერგოკრიზისის დროს შემოვიდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    „ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც გაზსადენზე მომხდარი 2 აფეთქების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა მეზობლის მეგობრული ხელი“, - აცხადებენ კომპანიაში.
    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს. საქართველოში, კომპანია „SOCAR"-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" და სს „საქორგგაზი" არიან, შემდგომში ერთობლივად წოდებული - „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
    ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობა;
    მოსახლეობის გაზმომარაგებით უზრუნველყოფა;
    ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფი დღეისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი გაზის მომარაგებით 715 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს. მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ემსახურება 45 სერვისცენტრი და თანამედროვე სატელეფონო მომსახურების ცენტრი - 16 114.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, მის ჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებში დასაქმებულია არანაკლებ 2200 თანამშრომლისა.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" „სოკარ ენერჯი ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანიაა.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" 2007 წელს შეიქმნა ბუნებრივი გაზის (როგორც საბითუმო, ისე საცალო) ბაზარზე დამკვიდრების მიზნით.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ეწევა გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას, ამასთან კომპანია ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფს პირდაპირ მომხმარებლებს და მიმწოდებლებს.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების უმსხვილესი პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, რაც მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. გაზიფიკაციის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი 2017 წელს დასრულდა და ბუნებრივი გაზით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 75%.
    შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა" 2008-2018 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში მოახდინა გაზიფიცირება, აშენდა 5364 კმ სიგრძის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამ პერიოდში 209 ათასზე მეტ პოტენციურ აბონენტს მიეცა საშუალება ქსელში ჩართულიყო. დღეისათვის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 715 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.
    საქართველოში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს მიერ, 2018 წლის ჩათვლით განხორციელდა 290 (ორას ოთხმოცდაათი) მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია.
    შპს „სოკარ ჯორჯია გაზ"-ის მიერ 2019 წლის ნოემბრამდე ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა 703 მლნ ლარს გადააჭარბა.
    2010 წლიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ფლობს ხარისხის მართვის სერტიფიკატს ISO 9001:2008, 2016 წელს კი კომპანიამ გაიარა რესერტიფიკაცია ახალი სტანდარტით და "სოკარ ჯორჯია გაზი" გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებულია.

    ვიდეო: https://www.facebook.com/SOCARGeorgiaGas/videos/479799440139673

  • SOCAR Energy Georgia–ს მხარდაჭერით კახეთში გრძელდება საბავშვო ბაღების შენება

    ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა საბავშვო ბაღი. საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ნავთობკომპანია "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საძირკვლის ჩაყრას ესწრებოდნენ SOCAR Energy Georgia– ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა. „სოკარ ენერჯი ჯორჯია“  მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

    აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ სოციალურად აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. კომპანია მხარს უჭერს ეკონომიკას, ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური