SOCAR Racing Team Georgian Drift Series 2021-ის გამარჯვებულია!
გამოქვეყნებულია
სპორტი
ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021 11:23
SOCAR Racing Team Georgian Drift Series 2021-ის გამარჯვებულია! ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ნავთობკომპანია "სოკარის" ადმინისტრაციში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ნოდო კოდუა საქართველოს ჩემპიონი უკვე მესამედ გახდა!
ასევე ვულოცავთ Drive • Energy Drink-ის მრბოლელს - ალექსანდრე ხეროდინაშვილს, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში ღირსეული მეტოქეობა გაუწია ნოდოს და საბოლოო ჯამში ვერცხლის მედალს დაეუფლა; და ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს, ქართული ავტორბოლის ლეგენდას - მევლუდ მელაძეს, რომელიც ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა.

დიდი მადლობა ყველა მეტოქეს. შევხვდებით მომავალ წელს, აცხადებენ "სოკარის" ადმინისტრაციში.
შეგახსენებთ, რომ სოკარი მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოკარის ავტოგასამართ სადგურთა ქსელში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე და გამორჩეული ობიექტები, როგორიცაა ურბნისის მრავალფუნქციური კომპლექსი, თბილისის შემოვლით გზაზე არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი და სოკარისა და მაკდონალდსის ერთობლივი პროექტი ბათუმში.
Tagged under