საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდში ითამაშებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021 10:24

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, ესტონეთის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა.

შეხვედრა ჩვენი გუნდის საგრძნობი უპირატესობით დაიწყო. 17-წლამდელებმა რამდენიმე რეალური მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს, თუმცა კონტრ-შეტევის ზუსტად გამოყენება, 33-ე წუთზე ნომინალურ მასპინძელთა შემტევმა - დიმიტრი ეპიჰინმა მოახერხა და ანგარიში გახსნა - 1:0.

მიუხედავად ამ მარცხისა, საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდში ითამაშებს. 

19-წლამდელების მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში 17-წლამდე ასაკობრივი ნაკრებიც ითამაშებს. გიორგი ჩიტაურის გუნდს, ელიტ რაუნდი გაზაფხულზე ელის. ჯგუფის მონაწილე გუნდები და მასპინძელი ქვეყანა, დეკემბერში გამართული წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ისრაელი 2022 წლის 16 მაისიდან, 1 ივნისამდე უმასპინძლებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, ისლანდიის ასაკობრივ გუნდთან ფრედ - 1:1 ითამაშა. ხოლო მეორე ტურის შეხვედრაში, მასპინძელი უნგრეთი - 0:1 დაამარცხა და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.

წაკითხულია 162 ჯერ

Related items

  • საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

    ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა ლუკა მაისურაძე, რომელმაც -90კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. აქამდე მაისურაძეს ევროპის ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული და ორივე -81კგ წონით კატეგორიაში. ახალ წონაში მან კონტინენტის პირველობაზე პირველად იასპარეზა და გამარჯვებულიც გახდა.

    გურამ თუშიშვილს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა +100კგ-ში მესამედ გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ნახევარფინალში შეცდომა წაგებად დაუჯდა და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

    ამავე დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა იასპარეზა. ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეჯიბრებაზე პირველად გამოჩნდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც -100კგ-ში განთესილთა შორის იყო და პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ რვა საუკეთესოს შორის მოხვდა, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალში და რეპეშაჟში შეხვედრები წააგო და მეშვიდე ადგილზე დარჩა.

    ილია სულამანიძემ და სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს და მედლებისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელეს.

    საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, მეორე - ნიდერლანდებმა.

  • ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

    საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სოფიის ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა - ექვსი მედალი მოიპოვა, მათ შორის, ორი მედალი გოგონათა ნაკრებზე მოდის. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, გარდა ამისა, ასევე ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა - გორ აივაზიანმა 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეძლო საქართველოს ჰიმნის აჟღერება, დემურ ქაჯაიამ კი - 63,5 კგ წონაში.

    თათია ბუკიამ (75 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, თამარ სამელიამ (48 კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი. ასევე ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს გოჩა გორდულავამ ( 60 კგ) და საბა კვინიკაძემ (75 კგ).

  • საქართველოს ქალთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა

    საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეხუთე მატჩი გამართა. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაცია იტყობინება.

    გიორგი ჩხაიძის გუნდმა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მსოფლიო რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერს, შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და 15:0 დამარცხდა. 

    2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 აპრილს, სტუმრად, ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.

    ნინო პასიკაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ვწუხვართ, ასეთ ანგარიშს არ ველოდით. განსაკუთრებით საკუთარ ქვეყანაში, ორმაგად გულდასაწყვეტია.
    გვსურდა იმაზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება, ვიდრე შვედეთში იყო. როცა მსოფლიოს ნომერ მეორე ნაკრებს და ტოპ კლუბების მოთამაშეებს ეთამაშები, პატარა შეცდომასაც არ გაპატიებენ. 
    სტანდარტულების 100 პროცენტით გამოყენება შეუძლიათ და, სამწუხაროდ, ჩვენ ამასთან გამკლავება ვერ შევძელით. ამ ანგარიშის შემდეგ, ფინეთის ნაკრებისთვის კონცენტრაციის მოკრება რთული იქნება, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. წნეხი უნდა დავძლიოთ და უკეთესი თამაშისთვის მოვემზადოთ".

  • ალბანეთი - საქართველო | ამხანაგური მატჩი ტირანაში

    საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას დღეს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ქალაქ დურესში 28 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მიკროტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.

    ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

    დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე ვილი სანიოლმა, ნიკა კვეკვესკირთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ვიცე კაპიტანმა ალბანეთთან მატჩის შესახებ ისაუბრეს.

    ნაკრების შემადგენლობა:

    მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

    დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

    ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

  • საქართველო vs ესპანეთი - 49:15

    გუშინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები „დინამო არენაზე“ - 49:15 დაამარცხა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

    ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 6 ლელო დაუდეს და ორი მიიღეს, რითაც ბონუს ქულაც მოიპოვეს, თუმცა ეს აღარაფერს წყვეტდა. ისე მოხდა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველო მეორე პოზიციით შეხვდა, თუმცა ფაქტობრივ ფინალში მეტოქეს კითხვის ნიშნების გარეშე სძლია.

    საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მე-14-ედ მოიპოვა. სანდრო თოდუასთვის ეს მე-11 ჩემპიონობაა და ამ მაჩვენებლით იგი დავით კაჭარავას გაუტოლდა, შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ხმალაძემ კი ჯილდო მე-10-ედ შემართეს.

    ესპანელებს ორი ლელო გაუტანა აკა ტაბუცაძემ და 19 თამაშში 18 მოუგროვდა. ამ უნიკალური მაჩვენებლით, ის მახო ურჯიკაშვილს გაუტოლდა და საუკეთესო მელელოვეთა შორის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური