უკრაინამ პირველად გამოიყენა თურქული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021 10:10

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, თურქული წარმოების “Bayraktar TB2“ უპილოტო საფრენი აპარატით დონბასში, პრორუსი სეპარატისტების მიერ გამოყენებული ჰაუბიცა გაანადგურა და ამის ამსახველი კადრები გაავრცელეს ინტერნეტში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტა ჰაუბიცების გამოყენებით დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამავე განცხადებით,  ფაქტთან დაკავშირებით სეპარატისტებს ნოტა გაუგზავნეს ეუთოს სპეციალური მისიის მეშვეობით, მაგრამ შედეგი ვერ იქნა მიღებული და ამიტომ უკრაინის არმიამ პირველად გამოიყენა ჰაუბიცის წინააღმდეგ “Bayraktar TB2“ ტიპის უპილოტო და აიძულა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა.“უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტომ არ გადაკვეთა საკონტაქტო ხაზი და მართვადი რაკეტის გამოყენებით გაანადგურა სეპარატისტების კუთვნილი ჰაუბიცა“ - აღნიშნულია ამ განცხადებაში.

როგორც ცნობილია 2014 წელს პრორუსმა სეპარატისტებმა, ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და მას შემდეგ დაწყებულ კონფლიქტს დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

წაკითხულია 140 ჯერ

Related items

  • საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას. დ. ზალკალიანმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნა მიუღებელია და დასძინა:  „ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს ზალკალიანი "ტვიტერზე", რითაც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას #standwithukraine უერთდება.

    შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

    21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს 2022 წლის იანვარში, ან თებერვალში. სააგენტო „ბლუმბერგის“ წყაროების თანახმად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან, ან ანექსირებული ყირიმიდან, რასაც უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ.

     

  • ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და ევროპის უსაფრთხოებას

    იმ დროს, როდესაც ვლადიმერ პუტინი კვლავ თავის აგრესიულ პოზიციაზე დგას უკრაინის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოუწოდებენ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გარკვევით უთხრა ვლადიმერ პუტინს: „როდესაც საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება ევროპის გარეშე; და ეს იქნება არა მხოლოდ ყოველმხრივი თანამშრომლობა და კონსულტაციები, არამედ მონაწილეობაც.” – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 5 იანვარს.
    ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტის და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების, რაც იცავს მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროპაში.
    რუსეთის ცრუ ნარატივთან დაპირისპირება

    ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიული წინააღმდეგია იმის, რომ რუსეთი აგრძელებს
    თავისი ჯარების უკრაინის საზღვრებთან თავმოყრას. ის აგრეთვე კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთის მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო ტელევიზიების გადაცემების უკრაინასა და ნატოზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
    ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთი აგრძელებს მცდარი ნარატივის გავრცელებას, თითქოს უკრაინა იწვევს კონფლიქტის პროვოცირებას. „სინამდვილეში კითხვა ასეთია, სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დიპლომატიას და სერიოზულად ეკიდება თუ არა რუსეთი დეესკალაციას.” თქვა მან.
    ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში 2021 წლის დეკემბერს თქვა, რომ ადმინისტრაცია მზად არის დისკუსიისთვის მოსკოვის მიერ წამოჭრილ საკითხებზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგულია პრინციპის „არაფერი თქვენ შესახებ თქვენ გარეშე” და ეს ეხება ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხს, რომელიც შეეხება ევროპელ მოკავშირეებსა და პარნიორებს.
    უკრაინის კონფლიქტი მოჰყვა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის არაკანონიერად მიტაცებას და აღმოსავლეთ უკრაინაში აჯანყების გამო არაპირდაპირი ომის გაჩაღებას.
    ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მინსკის შეთანხმების შესრულებას, როგორც კონფლიქტის დასრულების საშუალებას. შეთანხმებები, რომელსაც მხარს უჭერს გაერო, მოუწოდებს განიარაღებისა და რუსული ჯარების უკრაინიდან გაყვანისკენ.
    წინასწარი შეფასებით 2022 წელს კონფლიქტის გამო 2.9 მილიონ ადამიანს დასჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. კონფლიქტმა 13000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 1.5 მილიონი ადამიანი იძულებული გახადა სახლებიდან გაქცეულიყო.
    მაშინ, როდესაც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს, რომ შეშფოთებულია ევროპის უსაფრთხოების გამო, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, შეიჭრა უკრაინაში და განალაგა თავისი ჯარები მოლდოვაში ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე. შეეცადა პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობას უცხო ქვეყნებში და დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულებები შეიარაღების კონტროლის შესახებ.
    სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ერთმა სახელმწიფომ ვერ უნდა შეძლოს, ძალით შეცვალოს მეორე სახელმწიფოს საზღვრები, უკარნახოს მეორე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა, ან შექმნას გავლენის სფეროები მეზობელ ქვეყნებში.
    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ გააძლიერეს ტრანსატლანტიკური კავშირი და ურყევი არიან უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიალური მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში.
    დიპლომატია კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო მეთოდია, თუმცა ნატოს ალიანსის წევრები, ევროგაერთიანება და შვიდეულის ჯგუფი მზად არიან, დააკისრონ რუსეთს მძიმე საზღაური, თუკი ის გააგრძელებს სიტუაციის ესკალაციას უკრაინაში. „რუსეთი აღმოჩნდება მძიმე შედეგების წინაშე უკრაინაში განახლებული აგრესიისთვის,” თქვა მან.

     

  • ე.წ. “ოთხეულმა” გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

    ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება - STOCKHOLM “QUADRIGA” STATEMENT: OUR COMMITMENTS, OUR SECURITY, OUR OSCE. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი თქმით, დოკუმენტში ე.წ. “ოთხეულმა” გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო.

    “ოთხეული”, ეუთო-ს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე, ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე - ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პორთა დაბრუნება - პროგრესის საჭიროება.

    დოკუმენტში “ოთხეული” ასევე მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ.

    აღსანიშნავია, რომ “ოთხეულის” განცხადება არის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთო-ს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ.

  • ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხი განიხილეს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობა განიხილეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენ-პუტინის შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. ამავე ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი და ევროპელი პარტნიორები უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო შეშფოთებულები არიან. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ აშშ და პარტნიორები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში.

    მეორეს მხრივ, საკითხთან დაკავშრებით ჯო ბაიდენ-ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კრემლმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეხვედრა იყო „ღია“ და „ბიზნესზე ორიენტირებული“ რა, ორი ქვეყნის ლიდერმა 16 ივნისს ჟენევაში გამართული სამიტის შედეგები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, ლიდერებმა უკრაინის საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ 2015 წელს მინსკში გაფორმებული ხელშეკრულება არ შესრულებულა.

    ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ არ არის „დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“, პუტინმა ბაიდენს შესთავაზა ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების საქმიანობაზე დაწესებული ზომების გადატვირთვა.

     

  • საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ

    ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
    ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.
    შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
    საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.
    ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.
    პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური