ჩინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართული ღონისძიება "საქართველო ღვინის სამშობლო"

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021 14:33
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პეკინის ინოვაციების ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით "საქართველო - ღვინის სამშობლო", რომელსაც ესწრებოდნენ პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ასევე, წამყვანი მედია საშუალებები.
ღონისძიების დროს საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ გააცნო დამსწრე საზოგადოებას, ქართული ღვინის უნიკალური კულტურის შესახებ და ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, ქვევრის ღვინის წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას.
ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩეველმა, პროფესორმა ადამ ჰუანგმა ისაუბრა ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე და ჩინეთის ბაზარზე ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.
მიღების დროს, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ. ასევე, გაიმართა ქართველი მოქანდაკის ალექსანდრე გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ 20-მდე ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის, მათ შორის ქვევრის ღვინოები.
 
წაკითხულია 278 ჯერ

Related items

  • ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში აღმოჩენილია 2000 წლის წინანდელი ბრინჯაოს მონეტები

    სიანი, 3 ოქტომბერი (სინხუა) -- ჩინეთის შანსის პროვინციის ქ. სიანში (ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთი) არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი რელიქვიების ახალი პარტია, მათ შორის ათასობით ბრინჯაოს მონეტა.

    წინასწარი მონაცემებით, ზარაფხანა 2000 წელზე მეტს ითვლის. სხვადასხვა ნომინალისა და ფორმის მონეტების გარდა, ასევე ნაპოვნია სამი სახლის ნანგრევები, 11 ღუმელი, 18 ჭა და სამი დნობისა და ჩამოსასხმელ დანადგარის ნანგრევები.

    მათი ფორმისა და სტრუქტურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველა აღმოჩენა თარიღდება დასავლეთ ჰანის დინასტიის დროით /ძვ.წ. 202 წ. - 25 წ. ჩვ. წ./. ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარის, ჟან ჯიანფენგის თქმით, ზოგიერთი რელიქვია ვანგ მანგის ხანმოკლე მეფობის ხანით თარიღდება /9 - 23 წ. ჩ. წ./, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სინის დინასტია.

    ეს იყო ეროვნული დონის ზარაფხანა, თქვა ჟანგ ჯიანფენგმა. ოდესღაც, დასავლეთ ხანის დინასტიის დროს, სიანი იყო დედაქალაქი და მას ჩანჰანი ეწოდებოდა.

    2015 წლის დეკემბერში არქეოლოგებმა ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტიდან და სიანის კულტურული რელიქვიების დაცვისა და არქეოლოგიის ინსტიტუტიდან ერთობლივად დაიწყეს გათხრების წარმოება. არქეოლოგიური გათხრების ბოლო რაუნდი 2021 წლის მარტში დაიწყო.

    ამ აღმოჩენებს დიდი მნიშვნელობა აქვს მონეტების მოჭრის ტექნოლოგიის შესასწავლად და იმდროინდელი ფულად-საკრედიტო და ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებების შესასწავლად, განაცხადა ჟანგ ჯიანფენგმა.

  • ჩინეთში „დასავლეთ-აღმოსავლეთის“ გაზსადენის მე-4 ხაზის მშენებლობა დაიწყო

    ხამი, 28 სექტემბერი (სინჰუა) - ოთხშაბათს ოფიციალურად დაიწყო მილსადენის მე-4 განშტოების მშენებლობა, რომელიც ხორციელდება ბუნებრივი გაზის დასავლეთიდან ჩინეთის აღმოსავლეთში გადატანის პროექტის ფარგლებში.

    ახალი ხაზი, საერთო სიგრძით 3,340 კმ, სათავეს იღებს ვუჩიას ოლქში სინძიან უიგურის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მთავრდება ქალაქ ჟონგვეიში, ნინსია ჰუის ავტონომიური რესპუბლიკაში.

     

  • ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის მიმართვის ტექსტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ონლაინ ღონისძიებაზე

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 73 წლისთავთან დაკავშირებით, 29 სექტემბერს, თბილისის დროით 10:00-ზე საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გაიმართა საზეიმო მიღება. "ნიუს დეი საქართველო" გთავაზობთ საქართველოში ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის მიმართვის ტექსტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ონლაინ ღონისძიებაზე:

    მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ შალვა პაპუაშვილს,

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ ალექსანდრე ხვთისიაშვილს,

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ქ-ნ ნინო თანდილაშვილს,

    ქართველ მეგობრებსა და ძვირფას თანამემამულეებს:

    მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ონლაინ რეჟიმში აღვნიშნავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 73-ე წლისთავს. პირველ რიგში, საქართველოში ჩინეთის საელჩოს სახელით, მადლობას გიხდით წლების მანძილზე ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობისა და მასში მონაწილეობისათვის!

    2022 წელს, პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მისი ბირთვის - ამხანაგი სი ძინფინგის მტკიცე ხელმძღვანელობით, ჩინელი ხალხი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის მეხუთედს წარმოადგენს, ქვეყნის ეროვნული პირობების და ერის ფუნდამენტური ინტერესების შესაბამისად ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის გზაზე წინსვლას თავდაჯერებით აგრძელებს და განვითარების მიღწევებით მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა.

    ჩინეთის ხელისუფლება ხალხის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას მუდამ პირველ ადგილზე აყენებს, „დინამიკურად განულების პოლიტიკა“ ეპიდემიის ეფექტური პრევენციისა და კონტროლის და ეკონომიკურ-სოციალური განვითარების საფუძველია. ამით ხელისუფლებამ ეპიდემიის პრევენციის, ეკონომიკის სტაბილიზაციის და უსაფრთხო განვითარების მიზნებს მიაღწია. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ჩინეთის მშპ-მა 56.2642 ტრილიონი იუენი შეადგინა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა; საქონლის ექსპორტ-იმპორტი 9.4%-ით, უცხოური კაპიტალი - 17.4%-ით, ხოლო სამომხმარებლო ფასები მხოლოდ 1.7%-ით გაიზარდა. ჩინეთი წარმატებით უმკლავდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულ არახელსაყრელ ფაქტორებს. მან სტაბილურ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას მიაღწია. იგი წლევანდელ ეროვნულ დღეს შესანიშნავი მიღწევებით ხვდება. ამასთან, მან გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობაც უზრუნველყო, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკის აღსადგენად.

    ჩინეთისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები წარმატებით ჩატარდა. მსოფლიოს „უბრალო, უსაფრთხო და ბრწყინვალე“ ზამთრის ოლიმპიადა ვაჩუქეთ და უფრო თავდაჯერებული, ძლიერი, ღია და ტოლერანტული ჩინეთი დავანახვეთ. გახსნის ცერემონიას 70-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 170-მდე ოფიციალური წარმომადგენელი დაესწრო, რომლებმაც ჩინეთისადმი მხარდაჭერა პრაქტიკული ქმედებებით გამოხატეს. ქართველმა სპორტსმენებმა გარდა იმისა, რომ შედეგები გააუმჯობესეს, ჩინელი მაყურებლის ყურადღება და მოწონებაც დაიმსახურეს.

    მიმდინარე წლის ივნისში,  სამი ჩინელი ასტრონავტი კოსმოსური ხომალდით „შენჭოუ 14“ მშენებარე კოსმოსურ სადგურ „თიენ კუნგზე“ ჩაფრინდა. ისინი ღია კოსმოსში უკვე ორჯერ გავიდნენ, ხოლო კოსმოსურ ხომალდთან ვიდეო ხიდი უამრავჯერ გამართეს. ოქტომბერში კოსმოსური ლაბორატორიის მოდული „მენგთიენის“ ძირითად მოდულთან შეპირაპირებით  ჩინეთის კოსმოსური სადგურის ორბიტაზე მშენებლობა დასრულდება, რაც სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება.

    2022 წელს ჩინეთი დიპლომატიურ საქმიანობას აგრძელებს. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და მსოფლიოში ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანა, ჩინეთი სოლიდარობის, თანამშრომლობის, დროის მსვლელობისა და ქვეყნების დიდი უმრავლესობის საერთო ინტერესების მხარეს დგას. ჩინეთი ყოველთვის იყო მსოფლიო მშვიდობის დამცველი, გლობალური განვითარების ხელშემწყობი, საერთაშორისო წესრიგის დამცველი და საჯარო სიკეთის მიმწოდებელი. ჩვენ გავაგრძელებთ კაცობრიობის განვითარების პრობლემების გადასაჭრელად ჩინური იდეების და ახალი ფორმის ცივილიზაციის შესაქმნელად ჩინური წვლილის გაღებას.

    ოქტომბერში პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა გაიხსნება. ეს ყრილობა სრულიად ჩინელი ხალხის ნების გამოხატულება იქნება. მასზე შემდეგი 5 წლის და კიდევ უფრო ხანგრძლივ პერიოდში ქვეყნის განვითარების მიზნები და ამოცანები მეცნიერულად ჩამოყალიბდება და ჩინეთის სამომავლო განვითარების დიდი გეგმა განისაზღვრება. ისტორიის ახალ საწყის წერტილზე მდგომი ჩინეთი ჩინური სტილის მოდერნიზაციის გზით მიაღწევს „ჩინელი ერის დიად აღორძინებას“. იგი საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი განვითარებისთვის, ერთობლივი პროგრესის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს, სხვა ქვეყნებთან იმუშავებს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოებისა“ და უკეთესი სამყაროს ერთად შესაქმნელად.

    მეგობრებო, 2022 წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის ბევრი წარმატების წელია. 9 ივნისს, ჩვენმა ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე საიუბილეო წელი აღნიშნეს. პრეზიდენტებმა სი ძინფინგმა და სალომე ზურაბიშვილმა მისალოცი ტელეგრამები გაცვალეს, რითაც მაღალ დონეზე დადასტურდა 30 წლიან პერიოდში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიღწევები. ამ თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ნიუ იორკში ერთმანეთს შეხვდნენ. ივლისში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილეს გიორგი ვოლსკიმ და სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვანგ ჩენმა ვიდეო შეხვედრა გამართეს, რა დროსაც მხარეები მაღალი დონის გაცვლისა და საქმიანი თანმშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ.

    ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორების სამეულში პოზიციას. ამასთან, იგი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა. 2022 წლის პირველ ნახევარში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 41.3%-ით გაიზარდა და 920 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სსიჩუანის პროვინციასა და თბილისს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. პროვინცია კანსუდან ჩინეთ-ევროპის ექსპრეს მატარებლით „თიენმა“ უვეი-თბილისის პირველი რეისი წარმატებით შესრულდა. ჩვენ მზად ვართ ქართულ მხარესთან ერთად გავაგრძელოთ სტრატეგიული, გრძელვადიანი და კომპლექსური გეგმების დასახვა, რათა კოორდინირებულად შევუწყოთ ხელი ორმხრივი ურთიერთობების წინსვლას, „სარტყლისა და გზის“ მშენებლობას, საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჯანსაღად, სტაბილურად და მდგრადად განვითარებას.

    დასასრულს, ჩინეთს ვუსურვებ მუდმივ განახლებასა და კეთილდღეობას, ხოლო საქართველოსა და ჩინეთს მარადიულ მეგობრობას!

  • ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 73 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 73 წლისთავთან დაკავშირებით, 29 სექტემბერს, თბილისის დროით 10:00-ზე საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გაიმართა საზეიმო მიღება.

    ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი, საქართველოს მთავრობის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანიების წარმომადგენლები.

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთი არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ყველგან და ყოველთვის იგრძნობა ჩინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერა.

     

  • ჰუბეის პროვინციის მუზეუმში სუნ-ის დინასტიის ცნობილი კალიგრაფების თემატური გამოფენა გაიხსნა

    უჰანი, 28 სექტემბერი (სინხუა) -- სუნ-ის დინასტიის (960-1279) ცნობილი კალიგრაფების თემატური გამოფენა გაიხსნა სამშაბათს ცენტრალურ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მუზეუმში.

    გამოფენაზე წარმოდგენილია სუნ-ის დინასტიის დროინდელი ცნობილი კალიგრაფების თემატური ნამუშევრები.

    ღონისძიება 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

     

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური