თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021 11:10

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, ერთდღიანი ვიზიტით ამ ქვეყანაში ჩავიდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

თვითმფრინავი, რომლითაც პრეზიდენტი ერდოღანი გადაადგილდებოდა, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში დამშვები პირველი თვითმფრინავი გახდა, თვითონ პრეზიდენტი ერდოღანი კი ამ აეროპორტში ჩასული პირველი პრეზიდენტი. ამგვარად, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში ექსპლუატაციაში შევიდა.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ ერდოღანმა და ალიევმა აეროპორტის ბინა ერთად დაათვალიერეს და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ვიზიტის ფარგლებში, ალიევთან ერთდ აჰმეთბეილი-ფუზული-შუშა აჰმეთბეილი-ჰორადიზ-მინჯივან-აღბენდის საავტომობილო გზის, ანუ ზანგეზურის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიასაც დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ჩათვლით, რეგიონალურ და სხვა საერთაშორისო მოვლენებსაც განიხილავს.

წაკითხულია 124 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანი საკუთარ სამხედროებს თურქული პროგრამით გაწვრთნის

    აზერბაიჯანის უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას შეესაბამება. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის მინისტრი უფროსი გენერალი ზაქირ ჰასანოვი ბაქოში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის უმაღლეს სამხედრო აკადემიას ეწვია და სტუდენტებსა და განათლების თანამშრომლებს შეხვდა. ჰასანოვმა აქ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძმე თურქეთის მორალურ-პოლიტიკურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე ყარაბაღის ომში (2020 წლის 27 სექტემბერი - 9 ნოემბერი), სომხეთის 30-წლიანი ოკუპაციის წინააღმდეგ გამარჯვებაში.

    მან ასევე სასწავლო პროგრამის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დაამატა: „უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა შეესაბამება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სწავლების პროგრამას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აზერბაიჯანის არმიაში პროფესიონალი ოფიცრების მომზადებისთვის.“

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის და ამ კონტექსტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე ისაუბრა.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებს. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს წარმატებული უწოდა.

  • 15 წელი შესრულდა რაც კომპანია „SOCAR"-ი საქართველოში საქმიანობს (ვიდეო)

    აზერბაიჯანული კომპანია „SOCAR"-ი საქართველოში 2006 წელს, რუსეთ-საქართველოს ენერგოკრიზისის დროს შემოვიდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    „ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც გაზსადენზე მომხდარი 2 აფეთქების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა მეზობლის მეგობრული ხელი“, - აცხადებენ კომპანიაში.
    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს. საქართველოში, კომპანია „SOCAR"-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" და სს „საქორგგაზი" არიან, შემდგომში ერთობლივად წოდებული - „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
    ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობა;
    მოსახლეობის გაზმომარაგებით უზრუნველყოფა;
    ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფი დღეისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი გაზის მომარაგებით 715 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს. მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ემსახურება 45 სერვისცენტრი და თანამედროვე სატელეფონო მომსახურების ცენტრი - 16 114.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, მის ჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებში დასაქმებულია არანაკლებ 2200 თანამშრომლისა.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" „სოკარ ენერჯი ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანიაა.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" 2007 წელს შეიქმნა ბუნებრივი გაზის (როგორც საბითუმო, ისე საცალო) ბაზარზე დამკვიდრების მიზნით.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ეწევა გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას, ამასთან კომპანია ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფს პირდაპირ მომხმარებლებს და მიმწოდებლებს.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების უმსხვილესი პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, რაც მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. გაზიფიკაციის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი 2017 წელს დასრულდა და ბუნებრივი გაზით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 75%.
    შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა" 2008-2018 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში მოახდინა გაზიფიცირება, აშენდა 5364 კმ სიგრძის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამ პერიოდში 209 ათასზე მეტ პოტენციურ აბონენტს მიეცა საშუალება ქსელში ჩართულიყო. დღეისათვის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 715 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.
    საქართველოში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს მიერ, 2018 წლის ჩათვლით განხორციელდა 290 (ორას ოთხმოცდაათი) მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია.
    შპს „სოკარ ჯორჯია გაზ"-ის მიერ 2019 წლის ნოემბრამდე ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა 703 მლნ ლარს გადააჭარბა.
    2010 წლიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ფლობს ხარისხის მართვის სერტიფიკატს ISO 9001:2008, 2016 წელს კი კომპანიამ გაიარა რესერტიფიკაცია ახალი სტანდარტით და "სოკარ ჯორჯია გაზი" გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებულია.

    ვიდეო: https://www.facebook.com/SOCARGeorgiaGas/videos/479799440139673

  • აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

    აზერბაიჯანში, საავიაციო პოლიგონზე სასწავლო ფრენის დროს ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ამავე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებიდან 14 ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

    მეორეს მხრივ თურქეთმა აზერბაიჯანს მომხდართან დაკავშირებით უკვე გამოუცხადა სამძიმარი. ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა, ზაქირ ჰასანოვს და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროს, გენერალ ელჩინ გულიევს ტელეფონით ესაუბრა და მომხდართან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.

    მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგა, ჯეიჰუნ ბაირამოვს ტელეფონით ესაუბრა და სამძიმარი გამოუცხადა.

    წყარო: "TRT-ქართული" 

  • აზერბაიჯანი და სომხეთი დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთთან საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათი კი დაიჭრა. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საზღვარზე სიტუაცია ამჟამად სტაბილურია.

    სომხეთის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი, ხოლო 13 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანეს. კიდევ 24 ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებები 16 ნოემბერს დაიწყო. ამ ფონზე აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

    მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა ევროკავშირმა და ეუთომ. მოგვიანებით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijani-da-somkheti-16-noembris-shetakebebis-shedegad-daghupulebisa-da-dachrilebis-shesakheb-informacias-avrceleben/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური