ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალშია

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021 13:38

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის კარიერაში პირველად ითამაშებს „მასტერსის“ სერიის ტურნირის მეოთხედფინალში. მან ინდიან უელსში მიმდინარე „მასტერსზე“ მესამე ბარიერი გაიარა – მერვედფინალში საათსა და 57 წუთში აჯობა რუს კარენ ხაჩანოვს – 6:4, 7:6(6).

ბასილაშვილი პირველ სეტში თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ მეოთხე გეიმში მისცა მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება. ქართველი სტაბილურად იღებდა ბრეიკპოინტებს მეტოქის მოწოდებაზე და მეშვიდე გეიმში ისევ შეასრულა ბრეიკი და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი ბასილაშვილმს შეასრულა – ეს მეხუთე გეიმში მოხდა, ამასთან, ნიკა საკუთარ გეიმებში შანსს არ აძლევდა ხაჩანოვს და თითქოს იოლი გამარჯვებისკენ მიდიოდა, მაგრამ ჩააგდო მეათე გეიმი, რუსს უკუბრეიკი გააკეთებინა და ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, რომელშიც 6:2 დაწინაურდა და ოთხმაგი მატჩბოლი მიიღო. ხაჩანოვმა ოთხივე მატჩბოლი მოიგერია და ანგარიში გააანაბრა, თუმცა, ბასილაშვილმა 6:6-ზე ზედიზედ ორი ქულის აღება შეძლო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ჩოგბურთელებს ოთხ-ოთხი ეისი, ორ-ორი ორმაგი შეცდომა და ექვს-ექვსი ბრეიკპოინტი ჰქონდათ. ბასილაშვილმა სამი ბრეიკი შეასრულა, ხაჩანოვმა – ორი.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი ავსტრალიელ ალექს დე მინორსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის მოგებულს შეხვდება.

წყარო: https://1tv.ge/news/nikoloz-basilashvili-indian-uelsis-mastersis-meotkhedfinalshia-video-1tvsport/ 

წაკითხულია 303 ჯერ

Related items

  • USA OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინელ მეტოქესთან სამ სეტში წააგო
    ნიუ-იორკში სტარტი აიღო წლის დასკვნით დიდი შლემის ტურნირმა USA OPEN, სადაც სამი ქართველი ჩოგბურთელი იღებს მონაწილეობას.
    საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ადმინისტრაციის ცნობით, ერთეულთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი (35), ხოლო წყვილთა თანრიგში ეკატერინე გორგოძე (Doubles Ranking 45) და ოქსანა კალაშნიკოვა (Doubles ranking 70) იასპარეზებენ.
    გუშინ გაიმართა ბასილაშვილისა და საკვალიფიკაციო წრიდან გასული, მსოფლიოს 174-ე ჩოგანის, ჩინელი Yibing Wu-ს სეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველს და ჩინელს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა სარეიტინგო ქულებში, მატჩის ფავორიტი მაინც ჩინელი ჩოგბურთელი იყო, რადგან სამწუხაროდ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმდინარე წელი საკმაოდ ცუდად დაიწყო და ვერცერთ ტურნირზე ვერ გადალახა საწყისი ეტაპი მაშინ, როდესაც ჩინელმა სპორტსმენმა ზედიზედ ჩელენჯერის სამი ტურნირი მოიგო.
    როგორც ვარაუდობდნენ მატჩი ჩინელი ჩოგბურთელის გამარჯვებით 6:3, 6:4, 6:0 დასრულდა.
    აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს და მისი მეწყვილეა მექსიკელი Hans Hach Verdugo-ია. ქართულ-მექსიკური დუეტის პირველი მეტოქე ტურნირზე ველური ბარათით გასული ამერიკული დუეტი იქნება.
    ეკატერინე გორგოძე წყვილში ირინა ბარასთან (Doubles Ranking 59) ერთად ასპარეზობს. როგორც გახსოვთ ქართულ რუმინულ წყვილს ერთად K125 ოთხი ტურნირი აქვს მოგებული. ამერიკის ღია პირველობაზე გოროგძე ბარას პირველი მეტოქეები ბელორუსი Aliaksandra Sasnovich (Doubles Ranking119) და სლოვაკი Tereza Mihalikova (Doubles Ranking 61) იქნებიან.
    ოქსანა კალაშნიკოვას მეწყვილე კი უკრაინელი Nadiia Kichenok (Doubles Ranking 83) იქნება. ქართულ-უკრაინულ წყვილს პირველივე წრიდან ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი დაუპირისპრდება- ჩინელი Shuai Zhang (Doubles Ranking 5) და უკრაინელი Marta Kostyuk (Doubles Ranking 46).
    ტურნირის მიმდინარეობას, განრიგს და შედეგებს გაეცანით შესაბამისი ბმულის მეშვეობით.
  • ეკატერინე გორგოძე Wimbledon 2022 წლის ძირითად ბადეშია!

    27 ივნისს ლონდონში სტარტს აიღებს ჩოგბურთში უიმბლდონის 2022 წლის გათამაშება. რა თქმა უნდა, საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ინგლისში ვიხილავთ, თუმცა ამის პარალელურად საკმაოდ კარგი ინფორმაციაც გავრცელდა.

    უიმბლდონის წესების მიხედვით, ძირითად ბადეში რეიტინგის პირველი 128 ჩოგბურთელი ხვდება. ამ მომენტისთვის, ეკატერინე გორგოძე 580 ქულით 113-ე ადგილს იკავებს. აქედან გამომდინარე, ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში იასპარეზებს და მას კვალიფიკაციის გავლა არ მოუწევს.

    ცნობისთვის, უიმბლდონზე ზოგადად ერთეულთა თანრიგში 144 მოთამაშე იღებს მონაწილეობას. დარჩენილ 16 ადგილს კი კვალიფიკაციიდან გადმოსული ჩოგბურთელები შეავსებენ, რისთვისაც კიდევ ერთი ქართველი მარიამ ბოლქვაძე იბრძოლებს. ცნობისთვის, ბოლქვაძე 358 ქულით 185-ე WTA-ს ოფიციალურ რეიტინგში185-ე ადგილს იკავებს.

    შეგახსენებთ, რომ ეკატერინე გორგოძეს "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში ერთხელ აქვს ნათამაშები. ქართველი ჩოგბურთელი გასულ წელს „როლან გაროსზე“ გავიდა, თუმცა პირველივე წრეში დანიელ კლარასთან წააგო.

    წყარო: https://www.crystalsport.ge/news/44933

  • ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე "როლან გაროსის" ძირითად ბადეში ითამაშებს

    ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებით დაძლია საფრანგეთის "როლან გაროსის" კვალიფიკაციის ეტაპი და ძირითად ბადეში ითამაშებს.

    ე. გორგოძემ პირველ ტურში მექსიკელი რენატა ზარაზუა დაამარცხა, შემდეგ ბულგარელი ელიცა კოსტოვა, შემდეგ კი ესპანელ ნურია პარისას-დიასს აჯობა.

    ნურისთან ეკატერინეს ორი სეტიც ეყო: პირველი 6:3 მოიგო, მეორე – 6:4.

    ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 28 მაისს წილისყრის შემდეგ გაირკვევა. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ქართული ჩოგბურთის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა შემთხვევა "დიდი სლემის" ტურნირებზე, ძირითად ბადეში ორ ქართველს ერთდროულად ეთამაშოს. "როლან გაროსზე" ამჯერად ეკატერინე გორგოძესთან ერთად ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს.

  • ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია

    ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი გუშინ სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.

    პირველ სეტში ბასილაშვილს მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – სამი ერთის წინააღმდეგ, მაგრამ პარტია შვეიცარიელს დარჩა, რადგან მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ქართველმა კი სამივე შანსი გაფლანგა – ერთი პირველ გეიმში და ორი – მეხუთეში.

    29 წლის ქართველი ჩოგბურთელი დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ტეილორ ფრიცს /აშშ/ დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებს. თავის მხრივ ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში დენის შაპოვალოვს /რუსეთი/ მოუგო. 

  • ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა

    საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს /ნიკოლოზ ბასილაშვილი/ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახური იუწყება.
    გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.  
    სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. 
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა  სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

    შეგახსენებთ, რომ პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში იგი 27-ე პოზიციას იკავებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური