შინაგან საქმეთა მინისტრი: საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 2 ადამიანია ამოყვანილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 09 ოქტომბერი 2021 07:59

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 2 ადამიანია ამოყვანილი და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ნანგრევებში მოყოლილია დაახლოებით 10 მოქალაქე. ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"გიდასტურებთ, ორი ადამიანია, ორივე ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, თუმცა კონტაქტურები, ორივე გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, დამიზუსტებენ ახლა. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 7-8 კაცი, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. ვმუშაობთ მთელი ღამე და გაგრძელდება მუშაობა თუნდაც ხვალამდე, სანამ არ დასრულდება და ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს.
ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, იქიდან გამომდინარე, რომ გადარჩენილი ადამიანი ჩვენ არ დავაზიანოთ. მძიმე სამუშაოა, კიდევ ხაზს ვუსვამ, იქედან გამომდინარე, რომ ორ კორპუსს შუა დგას ეს ჩამონგრეული კორპუსი. ორივე მხრიდან მუშაობენ, ხედავთ, რომ აქტიურად მუშაობენ, როგორც ტექნიკა, ასევე, ტრაქტორები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის - ამ ბეტონების და ე.წ. სინკარების გადმოლაგება, რომ ადამიანი, თუ ცოცხალი გადარჩა, სწრაფად ვუშველოთ, გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
რაც შეეხება ბავშვებს, ინფორმაციით, უნდა იყოს 2 ან 3 ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ოღონდ ჯერ ვერაფერს ვერ გიდასტურებთ.
ორი ადამიანი იქნა ამოყვანილი, მძიმედ არიან, მაგრამ ცოცხლები, კონტაქტური და გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. როგორც მომახსენეს ახლა მაშველებმა, ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, ვერ გიდასტურებთ 100 პროცენტით. რასაც ახლა ვაზუსტებ, დაახლოებით 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს მოყოლილი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
 

წაკითხულია 204 ჯერ

Related items

  • „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ - რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მადლობის გზავნილი აჭარის მთავრობას

    13 მაისს, 19:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ (მის: ე.ნინოშვილისა და ს. ჟღენტის ქუჩების კვეთა) რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტთა კავშირის ეგიდით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება რევმატოიდული ართრიტის საინფორმაციო კამპანიის “ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ეწყობა და მიზნად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მადლიერების გამოხატვას ისახავს.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან აჭარის რეგიონში რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა და ბიოლოგიური პრეპარატებით ადეკვატური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. 

    ღონისძიებას დაესწრებიან გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის წარმომადგენლები, ექიმი-რევმატოლოგები, პაციენტები, მხარდამჭერები, სამინისტროსა და მედიის წარმომადგენლები.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში.

    ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. გლობალური სტატისტიკის მიხედვით რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 2/3 აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ქმედუუნარობა, ხოლო 10%-ს - მძიმე ქმედუუნარობა.

    რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების  პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, შესაბამისად საარსებო წყაროს და სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სისტემიდან დამატებით რესურსებს მოითხოვს.

  • ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის

    ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში

    ლიბერთი განაგრძობს ინფრასტუქტურის განახლებას და ახალი ფილიალების გახსნას. ამჯერად ლიბერთის ახალი ფილიალი ბათუმში, ( ჭავჭავაძის 103 ნომერში) გაიხსნა, სადაც მომხმარებელი სრულ საბანკო მომსახურებას მიიღებს.

    ,,ახალი ლიბერთის სტრატეგიის მთავარი მიზანი ადამიანებზე ზრუნვა და მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ და ვაგრძელებთ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი ფილიალების გახსნის პროცესს. ლიბერთი, მესამე სისტემური ბანკია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში გვაქვს 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრი და 640-მდე ბანკომატი. სერვის ცენტრების გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. აქტიურად ვთანამშრომლობთ მეწარმეებთან და ფერმერებთან. დღეისათვის 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიას ვემსახურებით. მომავალშიც გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თანამედროვე საბანკო პროდუქტების მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებას“, - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

    შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იუწყება.
    მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და მთავრობის მეთაურების შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
    პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ქმედებები.
    ქვეყნებს შორის არსებულ  მეგობრულ ურთიერთობებზე  საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სომხეთის პრემიერი მიესალმნენ დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.

  • 25 აპრილიდან "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 25 აპრილიდან "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
    მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში შეძლებენ.

    რაც შეეხება ზუგდიდის სამსახურს, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დასრულებისთანავე.
    ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება.
    სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია:
    - უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით;
    - ვებგვერდის მეშვეობით;
    - მობილური აპლიკაციის საშუალებით.
    მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა.
    365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.
     
    შსს-ს მომსახურების სააგენტო
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირსა და ნატო-ში შეხვედრებს გამართავს

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6 -8 აპრილს ევროკავშირსა და ნატო-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ამის თაობაზე საგარეოს ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას.
    ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს.
    ამასთან საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით.
    მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური