გაიცანი შენი საყვარელი ჩინელი "პანდა პაპა" - პროფესორი ჰუ ჯინჩუ! (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ჩინეთი
პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021 17:03

გაიცანით თქვენი საყვარელი ჩინელი "პანდა პაპა" - პროფესორი ჰუ ჯინჩუ! 92 წლის პენსიონერი, მსოფლიოში წამყვანი ექსპერტია გიგანტური პანდების შესწავლის საქმეში.

ჰუ ჯინჩუ ხელმძღვანელობდა სპეციალურ ჯგუფს, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანი იყო სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში აღმოჩენილი იშვიათი სახეობების, ჯიშების კვლევა და შესწავლა. 

როგორი იყო ეს გამოცდილება? როგორ შეასრულა ამ ჯგუფმა თავისი მისია? და რა არის მისი ერთად-ერთი სინანული? მიაო სიაოჯუანი სააგენტო "სინხუადან" და ბრიტანელი მკვლევარი ალის ჰიუზი მას სახლში ესაუბრებოდნენ.

"სინხუას" გლობალური სერვისის პროდუქცია

 

 

წაკითხულია 79 ჯერ

Related items

  • ბოვალის ფრანგული ზოოპარკის ბინადრებს, გიგანტური პანდას შვილებს ჩინური სახელები დაარქვეს (ვიდეო)

    ბოვალის ზოოპარკი / საფრანგეთი /, 19 ნოემბერი / Xinhua / - საფრანგეთის ბოვალის ზოოპარკში, 3 თვის წინ დაბადებულ გიგანტური პანდას ტყუპ შვილებს ჩინური სახელები დაარქვეს - ჰუანგ ლილი და იუან დუდუ, რაც არის ჩინურ-ფრანგული მეგობრული ურთიერთობების ჯანსაღი განვითარების სიმბოლო.

    პანდების დაბადების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობდა საფრანგეთის ნაკრების ცნობილი ფეხბურთელი კილიან მბაპე.

    ფოტო: Xinhua / Gao Jing

    ვიდეო გადაღებულია Xinhua Global Service-ის მიერ

     

  • მკვლევარებმა აღმოაჩინეს პატარა კიბორჩხალა, რომელიც სავარაუდოდ დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდა

    უცხოელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს პატარა კიბორჩხალა, რომელიც სავარაუდოდ დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჩინელმა, ამერიკელმა და კანადელმა მეცნიერებმა მიანმარის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს, პატარა კიბორჩხალა, რომლის ასაკიც 100 მილიონი წლისაა. მეცნიერებმა პატარა კიბორჩხალას, რომელიც, როგორც ამბობენ, დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდა, „კრეტაფსარა ათანატა“ (Cretapsara athanata) დაარქვეს. ისინი ფიქრობენ, რომ კრეტაფსარა შესაძლოა ტყის ფსკერზე მტკნარ წყალში ცხოვრობდა.

    ჰარვარდის უნივერსიტეტის ორგანიზმისა და ევოლუციური ბიოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი, ხავიერ ლუკი აცხადებს, რომ ნიმუში არის ბრწყინვალე, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილია და არც ერთი საცეცი არ აკლია მის სხეულს.

  • ჩინეთი მწვანე მომავლის შესახვედრად ემზადება

    2021 წლის 7 ივლისს გადაღებულ აეროფოტოზე ჩანს ცაოჰაის ეროვნული ნაკრძალი ი-ჰუი-მიაო-უეინინის ავტონომიურ ოლქში, ჩინეთის სამხრეთით, გუიჯოუს პროვინციაში (სინჰუა/დაო ლიანი) 

     

    ჩინეთმა განაცხადა, რომ დაასრულა ეკოლოგიის დაცვის მიზნით „წითელი ხაზების“ გავლება მთელი ქვეყნის მასშტაბით; ამ ხაზებში გარემოს დაცვითი საქმიანობისთვის სახელმწიფოს თითქმის 25 პროცენტი ტერიტორიაა მოქცეული.

    დასაცავად გამოყოფილი არეალი მოიცავს ეკოლოგიურად ფუნქციურ, მგრძნობიარე ზონებსა და მოწყვლად ტერიტორიებს, ასევე ბიომრავალფეროვნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონებს.

    გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ჩინეთის ერთ-ერთი ინსტიტუციური ხასიათის ინოვაცია, ეროვნული მასშტაბის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპის სტრატეგია 2017 წელს იქნა წარმოდგენილი, რომელიც ეკოლოგიური ცივილიზაციის განვითარებას ისახავს მიზნად.

     

    ეკოუსაფრთხოების სამაშველო რგოლი

    სახელმძღვანელო პრინციპის მიხედვით, დამცავ წითელ ხაზში მოქცეული ზონა იმ არეალს მიეკუთვნება, რომელსაც ეკოლოგიურად სასიცოცხლო ფუნქციები აკისრია და საიმედოდ უნდა იყოს დაცული.

    სახელმძღვანელო პრინციპში ხაზგასმულია, რომ ამ წითელ ხაზებს „არსებითად, სამაშველო რგოლის ფუნქცია აკისრია“ ჩინეთის ეკოუსაფრთხოებისთვის.

    ხაზგასმულია, რომ წითელი ხაზებით შემოსაზღვრული ზონები მოიაზრებს წყალსაცავებს, დაცულ ბიომრავალფეროვნებას, წყლისა და მიწის დაცვას, უდაბნოს ქვიშის გამყარებას და სანაპირო ეკოლოგიის სტაბილიზაციას. ასევე მოიცავს ეკოლოგიურად მგრძნობიარე და მყიფე რეგიონებს, სადაც ნიადაგის ეროზია და გაუდაბნოება მიმდინარეობს.

    ჩინეთი წითელი ხაზების სხვადასხვა სტრატეგიას ხშირად აღნიშნავს და ეს სტრატეგია მას ჩართული აქვს ერთიანი ხუთწლედის საერთო გეგმაში.

    განვითარების გეგმის თანახმად, წითელი ხაზების გავლება ქვეყანაში ეკოუსაფრთხოების ბარიერების ქსელის გაუმჯობესების ნაწილია. გეგმა ასევე მოიაზრებს ეროვნული მასშტაბის გატყიანების კამპანიის დაწყებასა და „სატყეო მეურნეობის უფროსის“ სქემის დანერგვას.  

     

    2021 წლის 27 ივნისს გადაღებულ აეროფოტოზე ჩანს საიჰანბას ეროვნული ტყე-პარკი ჩენდეში, ჩრდილოეთ ჩინეთის ხებეის პროვინციაში. (სინჰუა/იან შიივაო)

     

    უფლებები და ვალდებულებები

    სახელმძღვანელო პრინციპი წითელი ხაზების მართვისა და რეგულაციის წესების მკაცრად დაცვისკენ მოგვიწოდებს. ის ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს გარემოს დაცვასა და აღდგენას ადგილობრივი ეკოპირობების გათვალისწინებით და ამ წესების დანერგვისას მნიშვნელოვანი სახეობებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

    სახელმძღვანელო პრინციპის თანახმად, წითელ ხაზებში სამშენებლო და სამრეწველო საქმიანობა აკრძალულია, თუკი ამით ადგილობრივ ეკოლოგიას ზიანი მიადგება. ის ასევე კრძალავს მიწის გამოყენების წესში თვითნებურ ცვლილებებს.

    წითელი ხაზები კონცენტრირებულია ჩინეთის ეკომგრძნობიარე და მოწყვლად რეგიონებში, მათ შორის, ცინხაი-ტიბეტის მთიანეთში, ცინლინის მთებში, მდინარეების იანძისა და ხუანხეს აუზებში.

    ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე უდიდესმა ეკოფუნქციურმა მხარემ, შიდა მონღოლეთის ავტონომიურმა რეგიონმა, თავისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი ეკოდაცვით ზონად გამოაცხადა და წითელ ხაზებში მოაქცია.   

    ეს 596,900 კმ² ზონა, რეგიონის ეროვნული რესურსების მართვის ბიუროს  ცნობით, სათიბ-საძოვრებს, ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს უჭირავს.

    ბუნებრივი რესურსებით მდიდარმა შიდა მონღოლეთმა 182 სხვადასხვა დონის ბუნებრივი ნაკრძალი შექმნა და კიდევ მიწისა და გარემოს აღდგენის 24 გეგმა შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც, ნახშირბადის შთანთქმა უნდა გაძლიერდეს და რესურსების ეკოლოგიური ღირებულება გაიზარდოს.   

     

    ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესება

    ეკოსისტემისა და საფრთხის წინაშე მდგარი ცხოველების დასაცავად, სახელმწიფომ ეროვნული პარკების სისტემის მოწყობა დაიწყო. შესაბამისად, უკვე მოწყობილია ათი საპილოტე ეროვნული პარკი გიგანტური პანდებისა და ციმბირული ვეფხვებისთვის. პარკებისთვის, საერთო ჯამში, 220,000 კმ² გამოიყო.

     

    2021 წლის 28 მაისს გადაღებულ ფოტოზე ჩანს გიგანტური პანდა გარეული ცხოველების დასაცავად შექმნილ, ახალგახსნილ სამეცნიერო პარკში. ჩჟოუჩჟის მხარე, სიანი, შენსის პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. (სინჰუა/ლი იბო)

     

    ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის დამლევს ჩინეთში უკვე 11 800 სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი ნაკრძალი იყო მოწყობილი, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18 პროცენტს მოიცავს და, ბიომრავალფეროვნების კონვენციის თანახმად, ხმელეთის 17 პროცენტის ნაადრევად დაცვას ისახავს მიზნად.

    ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოს აღდგენის საკითხებში    ქვეყნის მტკიცე ძალისხმევის წყალობით, გაიშვიათებული და გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩენილი პოპულაცია თანდათანობით აღდგა. ციმბირული ვეფხვების, აზიური სპილოებისა და ჩინური ივეოსების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა.

    ისეთი იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობები, როგორებიცაა გარეული გიგანტური პანდა, ორონგო და ირემი მილუ გაუმჯობესებულ გარემოში ბინადრობენ. სამინისტროს ინფორმაციით, გიგანტური პანდა გადაშენების პირას მისული სახეობების სიიდან უკვე ამოღებულია; ამ სახეობის 1800 წარმომადგენელი ველურ ბუნებაში ბინადრობს.

    სტატია მომზადებულია ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ მასალის მიხედვით.

     

     

  • ჩინეთში დაიწყო რუსი და ჩინელი ინჟინრების შექმნილი რეაქტიული სამგზავრო ლაინერის წარმოება

    ჩინეთში დაიწყო რუსი და ჩინელი ინჟინრების მიერ შექმნილი პირველი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავის წარმოება. ამის თაობაზე "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შანხაის კომიტეტის ოფიციალური გაზეთის Jiefang Daily–ს თანახმად, იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავი C929 კონკურენციას გაუწევს Boeing 787 Dreamliner-ს.

    თვითმფრინავის პროტოტიპი 2018 წლის ნოემბერში, ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში, ქვეყნის უდიდესი საავიაციო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე წარმოადგინეს.

    თვითმფრინავის ძირითადი ვერსია, სახელწოდებით CR929-600, განკუთვნილია 12 ათას კილომეტრამდე 280 მგზავრის გადასაყვანად.

     

  • შანსის პროვინციის მთებში კვლავ აღმოაჩინეს ყავისფერი გიგანტური პანდა

    ველური ყავისფერი გიგანტური პანდა ახლახანს ინფრაწითელმა კამერამ გადაიღო ცინლინის მთებში, შანსის პროვინციაში, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. ეს უკვე მე-10 შემთხვევაა, როდესაც ეს ძალიან იშვიათი გიგანტური პანდა ამ რეგიონში შეამჩნიეს. ამის შესახებ ჩინეთის სააგენტო „სინხუა“ აქვეყნებს ინფორმაციას.

    შანსის პროვინციის გიგანტური პანდების ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, 16 აპრილს, ყავისფერი გიგანტური პანდა დააფიქსირა ინფრაწითელმა კამერამ, რომელიც დაყენებულია ზღვის დონიდან 2,088 მ სიმაღლეზე, მდინარე ტაერის პირას, ჩჟოუჩჟის რაიონის ტერიტორიაზე. ასევე 30 აპრილს იმავე კამერამ კიდევ ერთხელ გადაიღო გიგანტური ყავისფერი პანდა მთებში, ზღვის დონიდან 1,958 მ სიმაღლეზე.

    ექსპერტების აზრით, არსებობს მრავალი ვარაუდი ყავისფერი გიგანტური პანდას წარმოშობის შესახებ, როგორიცაა გენების მუტაციები და ატავიზმი. ამ დროისთვის საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის მიღებული და საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება.

    შეგახსენებთ, რომ პირველი ყავისფერი გიგანტური პანდა ცინლინის მთებში აღმოაჩინეს 1985 წელს და ამ ფერის ველური ბამბუკის დათვების თითქმის ყველა ფოტო გადაღებულია სწორედ ამ მხარეში.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური