ლიბერთის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps-ის კონკურსი ჩატარდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021 16:04

ლიბერთის მხარდაჭერით საქართველომ NASA Space Apps-ს უმასპინძლა. COVID-19-ის პანდემიის გამო, NASA-ს Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთობლივი გადაწყვეტილებით NASA Space Apps Challenge 2021 ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ლიბერთი წელს პირველად ჩაერთო პროექტის განხორციელებაში, ჰყავდა წარმომადგენელი ჟიურიში და ახალგაზრდების ნამუშევრებს გაეცნო.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდის წევრები არიან კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები
დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე.
მათ 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგეს ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების
დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.

„ლიბერთი ყოველთვის სიამოვნებით უჭერს მხარს ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას, მათ ინოვაციურ იდეებს და პროექტებს, ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანების წარმოჩენას, როგორიც მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონის NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს გამარჯვებული მოსწავლეები არიან.
განათლებული ახალი თაობა, მათი განვითარების ხელშეწყობა, მუდმივად ახლის ძიება, ინოვაციები და ნებისმიერი ასაკის ადამიანის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების გამოცდილების დაფასება, ჩვენი, ლიბერთის ახალი გუნდის ახალი სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსი საქართველოში ტარდება და ჩვენი ახალი თაობა მასში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა თორნიკე ბენიძემ.

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელ Space Apps-ის ვირტუალურ ღონიძიებას - 28,286 მონაწილე ჰყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის კონკურსის მიერ გამოვლენილი საუკეთესო გუნდის პროექტის გამარჯვების შემთხვევაში მას Global Awards–ზე წარადგენენ.

წაკითხულია 94 ჯერ

Related items

  • ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

    ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ წევრებთან აქტუალურ საკითხებზე შეხვედრები გრძელდება.
    ქუთაისის 60+ კლუბის წარმომადგენლებისთვის, ლიბერთის მიერ მოწყობილ ახალ სამზარეულო სივრცეში, კულინარიული მასტერკლასი ჩაატარა ცნობილმა შეფმა და რესტორატორმა ქეთი ბაქრაძემ.
    60+ კლუბის წევრებს, კოვიდ-19 პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა მაია რუხაძე.
    შეხვედრას შეუერთდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიერქტორის მოადგილე პაატა იმნაძე და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.
    უფროსი თაობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ლიბერთი არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივა „60+ კლუბები“ , რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
    „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ არის მუნიციპალური სერვისი, წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი ასაკის ადამინებისთვის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
    ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ზრუნვა, მათთან მარტივი ურთიერთობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა.

  • ახალი მენეჯმენტის მიზანია, ლიბერთი უნივერსალურ ბანკად გარდავქმნათ - ვასილ ხოდელი

    „ლიბერთის ახალი მენეჯმენტის მიზანი ბანკის უნივერსალიზაციაა, ხოლო სტრატეგიული მიმართულება კი საცალო სეგმენტზე იქნებ ორიენტირებული“, - ამის შესახებ გადაცემაში „საქმე“  სტუმრობისას „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა განაცხადა.

    მან განმარტა, რომ არსებული სტრატეგიის მიხედვით, აქცენტი ბიზნეს (მცირე და საშუალო) მიმართულების განვითარებაზე გაკეთდება, აც ბანკისთვის შედარებით ახალ ხაზს წარმოადგენს.

    „ჩვენი მიზანია ბანკის უნივერსალიზაცია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბანკის სტრატეგიული მიმართულება საცალო დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული, რაც მოქალაქეების ყველა სეგმენტისთვის მათზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. ასევე, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, ბიზნეს მიმართულება წარმოადგენს. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა „ლიბერთის“ სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ხაზია. უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნესის მიმართულება ბანკისთვის შედარებით ახალია. შესაბამისად, ამ სეგმენტის განვითარებასთან ერთად, „ლიბერთი“ გაცილებით უნივერსალური ბანკი გახდება.  ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება“, - აღნიშნა ვასილ ხოდელმა.

  • ლიბერთის ახალმა გუნდმა ახალი ბარათი წარადგინა
    ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი „ახალი“ წარადგინა, რომელიც განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.
    ,,ახალი" ბარათი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურს სწორად მართოს თავისი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთოს შენაძენი ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური ‘ქეშბექი’ დაიბრუნოს.
    ყოველი თვის დასაწყისში მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს  სასურველი კატეგორია: ჯანმრთელობა და სილამაზე, სურსათი, კვება, ავტო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გართობა. არჩეულ კატეგორიაში ისინი მიიღებენ მუდმივ 5%-მდე ქეშბექს. ხოლო, თუ არჩეულ კატეგორიის ფარგლებში ლიბერთის პარტნიორი 400-ზე მეტი კომპანიაც მოხვდება, მაშინ კატეგორიის ქეშბექს პარტნიორის ქეშბექიც დაემატება და ბარათის მფლობელი, ჯამში, უპრეცედენტოდ მაღალ სარგებელს მომენტალურად მიიღებს.
    ახალი ბარათიდან ლიმიტის გამოყენებისას მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ ათვისებული თანხის დაბრუნება 55 დღეში არ სურს, მომხმარებელი მხოლოდ ერთი სახის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის ყოველთვიურად, მის მიერვე არჩეულ სასურველ რიცხვში. ფიქსირებული გადასახადი, ფიქსირებულ რიცხვში ძალიან მარტივს ხდის ბარათის მოხმარებას.
    „ახალი“ ბარათის უფასოდ მიღება უკვე დღეიდანაა შესაძლებელი ლიბერთის ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტ ბანკით - ლიბერთის მომხმარებლისთვის.
    „ჩვენი  გუნდის მიზანია, შევქმნათ მარტივი და გასაგები საბანკო მომსახურებები, ვიზრუნოთ ადამიანებზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და, ამ გზით, გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის ცხოვრება.
    ახალ ბარათს მთელს რეგიონში  არ აქვს ანალოგი - სრულიად განსხვავებული საბანკო პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს, სწორად მოხმარების შემთხვევაში, მაღალ სარგებელს  დაუბრუნებს.  რაც მთავარია, ბარათი არის უპროცენტო, მას აქვს ერთადერთი და უცვლელი ყოველთვიური გადასახადი - შესაბამისად ჩვენს მომხმარებელს არასოდეს ექნება გაუთვალისწინებელი ხარჯი.
    მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ახალი ბარათი არის ლიბერთის ახალი პროდუქტების სერიის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და დღეიდან,  მუდმივად გვექნება სიახლეები ჩვენი მომხმარებლისთვის.’- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.
    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2.3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 5 000-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 647 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. 
     
    დამატებითი ინფორმაციისთვის ახალი ბარათის შესახებ გთხოვთ ეწვიოთ: www.libertybank.ge
  • ლიბერთიმ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დააჯილდოვა

    ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2021 წლის საუკეთესო ათეულს ჯილდოები გადასცა. მათ შორის არიან პედაგოგები მარნეულიდან, პანკისიდან, თელავიდან, მესტიიდან და თბილისიდან.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა.

    “ჩემთვის და ლიბერთისთვის, დიდი პატივია, განათლების კოალიციასთან ერთად, ვიყოთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო მასწავლებლებს და აღვნიშნო, რომ ლიბერთის ახალი გუნდი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მომავალშიც განაგრძობს ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანების- მასწავლებლების მიმართ ზრუნვას. ამ პროფესიის პოპულარიზაცია, მასწავლებელთა დაფასება და მხარდაჭერა ახალი ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია.

    გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო მასწავლებლებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად, ჩვენ წელს გავაოთხმაგეთ საპრიზო ფონდი. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ყველასთვის ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული პროფესიული კონკურსია.

    ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

    ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მეხუთე წელია მხარს უჭერს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს.

    მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით, ლიბერთიმ წელს განათლების კოალიციასთან ხუთწლიანი მემორანდუმი გააფორმა და ღონისძიების ოქროს სპონსორად დასახელდა.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

     

  • ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებურად“

    „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“. ამის შესახებ ლიბერთის ადმინისტრაცია იუწყება.
    მათი ინფორმაციით, ახალი პლატფორმის საშუალებით, ლიბერთი, საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, განსაკუთრებულ შეხვედრებს მოუწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს.
    „ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ - ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია.
    ინტერაქციული შეხვედრები, კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით, 19 სექტემბერს მესტიიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
    „ლიბერთისთვის ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის გამორჩეული შეხვედრების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენ ვქმნით კიდევ ერთ ახალ პლატფორმას ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რადგან ჩვენთვის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ამ გზით ვცდილობთ უფრო ახლოს მივიდეთ მოსახლეობასთან, გავეცნოთ მათთვის საინტერესო თემებს, ერთმანეთს გავაცნოთ საინტერესო ადამიანები, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, სურვილები, რასაც ვითვალისწინებთ ჩვენს მომავალ გეგმებში. ჩვენი „ახლებური შეხვედრები“ დარწმუნებული ვარ, სრულიად ახალი ტიპის ინტერაქციულ შეხვედრებს ჩაუყრის საფუძველს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო დავხვეწთ და განვავითარებთ.“ - განაცხადა ლიბერთის CSR და კომუნიკაციების მენეჯერმა ნინი ბუკიამ.
    ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს რომ ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური