სამი ადამიანი დაიღუპა მოსკოვთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 ოქტომბერი 2021 16:43

სამი ადამიანი დაიღუპა მოსკოვთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ამის თაობაზე "TRT-ქართული" იუწყება.

მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადების თანახმად, რობინსონ R-44 ტიპის სამოქალაქო ვერტმფრენი მოსკოვის მახლობლად, ქალაქ ლიტკარინოს მიმდებარედ ტყეში ჩამოვარდა.

ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფა მოხდა ტექნიკური გაუმართაობის და პილოტაჟის შეცდომის გამო და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

წაკითხულია 132 ჯერ

Related items

  • აშშ-ის მერილენდის საავადმყოფოში, ღორის გულის ადამიანში გადანერგვის ოპერაცია განხორციელდა

    პირველად მთელს მსოფლიოში, 57 წლის მომაკვდავ პაციენტს როგორც ბოლო საშუალება, აშშ-ის მერილენდის საავადმყოფოში, ღორის გული ადამიანს გადაუნერგეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, მერილენდის ჰოსპიტალის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციიდან 3 დღის გასვლის შემდეგ, რომელიც „პირველად და უკიდურესად ექსპერიმენტულად“ ჩატარდა, პაციენტი კარგ მდგომარეობაში იმყოფება. მართალია ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, ეფექტური და სარგებლიანი იქნება თუ არა ეს ოპერაცია, მაგრამ სამაგიეროდ, “ეს იქნება დიდი ნაბიჯი ცხოველების ორგანოების ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამოყენებაში“, აღნიშნულია ამ განცხადებაში.

    მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა აღნიშნეს, რომ ამ ოპერაციამ დაადასტურა, გენმოდიფიცირებული ცხოველისგან აღებულ გულს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ფუნქციონირება. “ვიცი, რომ ეს არის გასროლა სიბნელეში, მაგრამ ეს ჩემი ბოლო შანსი იყო და ამიტომ დავთანმხდი ასეთ ოპერაციას", ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა ოპერაციის წინ მომაკვდავმა დევიდ ბენეტმა.

    გულის გადამნერგავი ჯგუფის ექიმმა მუჰამედ მოჰიუდინმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი წინა მცდელობები წარუმატებელი იყო, ამიტომაც ამჯერად, მერილენდის ქირურგებმა გამოიყენეს გენშეცვლილი ღორის გული და თუ რამდენად ეფექტურია ასეთი გადანერგვები, უახლოესი მომავალი აჩვენებს.

  • მსოფლიოს ყველაზე წლოვანი ადამიანი 119 წლის გახდა

    დედამიწაზე ამჟამად მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, იაპონელი ქალი ტანაკა კეინი, 119 წლის გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, გინესის რეკორდების წიგნის მიერ მინიჭებული "მსოფლიოში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანის" ტიტულის მფლობელი ტანაკა კეინი, გუშინ 119 წლის გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანაკა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ იაპონიის  ფუკუოკას პროვინციაში მოქმედ  მოხუცთა თავშესაფარში  ცხოვრობს, მიმიკებითა და სახის გამომეტყველებით დაუკავშირდა თავშესაფრის თანამშრომლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტანაკას, რომელიც რიცხვებისგან შემდგარ თავსატეხებსაც კი ხსნის, ჯერ კიდევ ძალიან უყვარს შოკოლადები და გაზიანი სასმელები.

    ტანაკამდე მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა ასევე იაპონელი ქალი ჩიიო მიაკო,  რომელიც 2018 წლის ივლისში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მცხოვრები ადამიანის ტიტული ჯერ ჯერობით უჭირავს ფრანგ ქალ ჟანა ლუიზ კალმენტს, რომელიც 1997 წელს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია სამი ადამიანი.

    ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია სამი ადამიანი. დედა-შვილი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, ბულგარეთიდან იყვნენ ჩამოსულები.

    რაც შეეხება მომხდარს არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც მიკროავტობუსი გზიდან ხევში გადავარდა.

    წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, რომლების საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ცნობილია ასევე, რომ მიკროავტობუსში 9 მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. შემთხვევის შედეგად დაიღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.

  • მადაგასკარის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა

    ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ მადაგასკარის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მადაგასკარის საზღვაო და მდინარის პორტების სააგენტოს ადმინისტრაცია იუწყება.

    მადაგასკარის საზღვაო და მდინარის პორტების სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მემი რანდრიანავონიმ განაცხადა, რომ სატვირთო გემი, რომელსაც მგზავრების გადაყვანის უფლება არ ჰქონდა, 20 დეკემბრის ღამეს მგზავრების დიდი რაოდენობის გამო ჩაიძირა.

    მემი რანდრიანავონიმ აღნიშნა, რომ ჩაძირულ გემზე მყოფი მგზავრებიდან 83 დაიღუპა, 50 ადამიანი გადაარჩინეს. დაკარგულად ითვლება 24 ადამიანი.

    მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

  • ავიაკატასტროფა სანტო-დომინგოში

    კარიბის ზღვის აუზის კუნძულოვან ქვეყანა დომინიკელთა რესპუბლიკაში პატარა ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი მონაცემებით, ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი, რომელსაც სურდა ავარიული დაშვება დედაქალაქ სანტო-დომინგოში, ლას ამერიკის აეროპორტში, ჩამოვარდა.

    დაღუპულებს შორის 7 მგზავრია და 2 ეკიპაჟის წევრი. თვითმფრინავი, აშშ-ში, ფლორიდის შტატში მიფრინავდა.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური