ცესკოს თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021 22:36

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

15-მდე ქვეყნის დელეგატს ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა სიახლეებზე, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირველად განხორციელდება, მათ შორის ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებაზე, კრწანისის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ საპილოტე პროექტსა და საარჩევნო კაბინების განახლებულ დიზაინზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

წაკითხულია 178 ჯერ

Related items

  • გივი მიქანაძე: საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში სრულ წარმოდგენას იძლევა

    „საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ რეზოლუციის პროექტი იძლევა სრულ წარმოდგენას იმ მიღწევების თაობაზე, რასაც ადგილი აქვს საქართველოში - გამოვთქვამთ სრულ მზაობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებასა და ევროპის საბჭოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    გივი მიქანაძე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშს გამოეხმაურა.

    საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს, ტიტუს კორლატეანს და კლოდ კერნს დოკუმენტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა. გივი მიქანაძემ რეზოლუციის პროექტში ასახულ ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და მოცემული რეკომენდაციების შესრულების მიმართ მტკიცე მზადყოფნა დაადასტურა.

    „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარებას ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. რეზოლუციის პროექტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული პროცესის გაძლიერებასა და ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებლობას. ის მოიცავს საქართველოში სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემით პარლამენტის არჩევას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე განხორციელდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტი შეესაბამება ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ არჩევნები ჩატარდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად”, - განაცხადა დეპუტატმა.

    მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2021 წლის თებერვალ-ივლისის პერიოდში, პარლამენტში შეიქმნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. თუმცა, მიუხედავად მმართველი გუნდის მხრიდან არაერთი შეთავაზებისა, ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს.

    „მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ მონაწილეობა მიეღოთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ან წარმოედგინათ მტკიცებულებები მათ მიერ გაყალბებულად შერაცხულ არჩევნებზე, მათი მხრიდან არანაირ გამოხმაურებას ადგილი არ ჰქონია. კომისიამ, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ წევრებისაგან შედგებოდა, ჩაატარა მაქსიმალურად გამჭვირვალე გამოძიება. შედეგად, პარლამენტმა მიიღო დადგენილება და რეზოლუცია, რომლის თანახმად, გამოიკვეთა რიგი ტექნიკური შეცდომებისა, რაც გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე და რომ არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და მისი შედეგები სრულად ასახავდა ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

  • ამერიკა ბულგარეთს 8 ერთეულ F-16-ებს მიყიდის

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ბულგარეთისათვის 8 ერთეული F-16 Block 70 სერიის და სხვა აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც 1,6 მილიარდი დოლარი გახლავთ. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამტკიცდა ბულგარეთისთვის 8 ერთეული F-16 C/D Block 70 სერიის  თვითმფრინავების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარია.

    ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაყიდვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბულგარეთის უსაფრთხოებაში, მაგრამ არ შეცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში.

    შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იარაღის გაყიდვის დამტკიცება უბრალოდ ნიშნავს, რომ გაყიდვა არ არის აშშ-ს ადმინისტრაციის პრობლემა.

    თუ აშშ-ის კონგრესი 30 სამუშაო დღის განმავლობაში არ გააპროტესტებს დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, ადმინისტრაცია იწყებს მოლაპარაკებებს იმ ქვეყანასთან, სადაც ხსენებული იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

     

  • ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარული სესია

    თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.

    სესიის მუშაობაში  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ფრაქცია   "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე  ოთარ გრიგოლია და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე  ლევან ჟორჟოლიანი იღებენ მონაწილეობას.

    ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის  დელეგატებს 42-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით მიმართავს კიევის მერი - ვიტალი კლიჩკო. აქვე, მიღებული იქნება დეკლარაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შესახებ.  დეკლარაციაში  მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია.  კონგრესი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატია, მრავალდონიანი მმართველობა და ადამიანის უფლებები ომზე ძლიერი ღირებულებებია; კონგრესი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და  ევროპისა და არამხოლოდ ევროპის ყველა ადგილობრივი და რეგიონული დონის თემს უკრაინის, მისი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ ურყევი სოლიდარობისკენ და მტკიცე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

    გარდა ამისა, 42-ე პლენარულ სესიაზე კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართავენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი და იტალიის რეგიონებისა და ავტონომიის საქმეთა მინისტრი მარიასტელა ჯელმინი.

    სესიის მეორე დღეს, 23 მარტს, ადგილობრივი ხელისუფლების პალატის შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიღება. კონგრესის სადამკვირვებლო მისია ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები იყო თანმიმდევრული და კარგად ორგანიზებული. დადებითად იქნა შეფასებული საარჩევნო კანონმდებლობაში მიღებული ბოლო ცვლილებები. კონგრესის სადამკვირვებლო მისიამ ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ხელსაყრელ გარემოს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

    აღსანიშნავია, რომ ანგარიშის წინასწარი, საკომიტეტო განხილვის დროს მომხსენებელმა გაითვალისწინა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის მიერ გაზიარებული რიგი შესწორებები.

     

  • აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ვ. პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს

    ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

    როგორც „როიტერი“ წერს, კონგრესმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, რაც კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა.

    „ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, – განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

    რეზოლუცია, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.

  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოწოდებით მიმართა რუსეთს შეწყვიტოს თავდასხმები

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (აუეს) რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს უკრაინაში სამხედრო თავდასხმებისგან მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო დასახლებებზე, სამგზავრო საშუალებებზე, საავადმყოფოებსა და სკოლებზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აუეს-ს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურმა კიევმა გუშინ  მათ სასამართლოს მიმართა, რათა შუალედური ზომები გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დროს მასიურად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მათმა სასამართლომ განიხილა უკრაინის ეს მოთხოვნა და აღინიშნა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული “სამხედრო ოპერაციები“, დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას სიცოცხლის უფლებასთან, წამების აკრძალვასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირადი თუ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან დაკავშირებით. ამიტომაც აუეს რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს “სამხედრო თავდასხმებისგან“ მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო დასახლებებზე, საავადმყოფოებზე და სკოლებზე, ხოლო ამის პარალელურად უზრუნველყოს ჯანდაცვის დაწესებულებებისა და მათი პერსონალის უსაფრთხოება. როგორც ცნობილია ევროპის საბჭომ 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, რუსეთის წარმომადგენლობა მინისტრთა კომიტეტსა და საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერდა, ხოლო ევროპის საბჭოს წევრობა კი ჯერ კიდევ გრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური