ყოველწლიურად 500 000 ყაზახი ტურისტი საქართველოში - ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების გამოწვევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 30 სექტემბერი 2021 15:46

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“ გაიამართა. შეხვედრის მიზანს, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტოების, ასევე, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარება, მათ შორის, კერძო ტურისტული სექტორის გამოცდილება ყაზახ ტურისტებთან მიმართებაში, ტურისტული პროცესების ჯაჭვის მნიშვნელობა საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას და თითოეული რგოლის შესაძლებლობები. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მათი მხრიდან განხორციელებულ ძალისხმევაზე, რომლის წყალობითაც საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა.
„ღონისძიების მთავარ მიზანს საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა წარმოადგენს. ჩვენი ამჟამინდელი მიზანია ნახევარი მილიონი ტურისტი მოვიზიდოთ ყაზახეთიდან და მათ შევუქმნათ ისეთი მომსახურება, რომ არა მხოლოდ ერთჯერადად ჩამოვიდნენ ჩვენთან, არამედ გავხადოთ ისინი ლოიალურები, რათა ყოველწლიურად გვესტუმრონ.“- აღნიშნა ყაზახურ-ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა და მოწვეულ სტუმრებს უფრო მეტი ინფორმაციისთვის ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ 2006-2020 წლების ერთობლივი კვლევის შედეგები გააცნო, რაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო ქმედებების ეფექტიანად განსაზღვრისა და დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. 
ჯახუტაშვილის თქმით, 2011-დან 2019 წლის ჩათვლით, ყაზახეთიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობამ, წელიწადში, საშუალოდ 25,9%-იან ზრდას მიაღწია, მაშინ, როცა დსთ-ს ქვეყნებიდან ზრდის მაჩვენებელი 15,8%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან - 19,8% იყო. 2020 წლის ჩათვლით საქართველოში ყაზახეთიდან ტურისტებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანიით, Air Astana-თი შეეძლოთ ჩამოსვლა, 2021 წელს კი დაემატა დაბალბიუჯეტური Fly Arystan, რომლითაც ყაზახ ტურისტებს საქართველოში ფრენა შედარებით დაბალ ფასად უკვე 4 ქალაქიდან შეუძლიათ.
შეხვედრაზე ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა კამილა ჟაილაუბაევამ საქართველოს ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Fly Arystan-ის შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც საგრძნობლად შეუწყო ხელი ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას.
„Fly Arystan-მა წელს დაიწყო საერთაშორისო ფრენები და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ავიაკომპანიამ პირველი საერთაშორისო რეისი შეასრულა. რა თქმა უნდა, ეს განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩვენ გვაქვს ფრენა ყაზახეთის 4 ქალაქის მიმართულებით. ბოლო პერიოდში, შეიმჩნეოდა დასავლეთ ყაზახეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა, რის გამოც მომავალ წელს ჩვენ განვიხილავთ რეისების რაოდენობის გაზრდას კონკრეტულად დასავლეთ ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით“, - აღნიშნა კამილა ჟაილაუბაევამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამარ ყორიაულმა, საქართველოში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენ ყოველწლიურად ვიღებდით მონაწილეობას ყაზახეთში არსებულ მნიშვნელოვან გამოფენებში, გვქონდა ბევრი B2B ღონისძიება, ასევე საკმაოდ საინტერესო პრეს-ტური, როგორც ტუროპერატორებისთვის, ასევე, ცნობილი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის. წელსაც, ავიაკომპანიასთან ერთად ვგეგმავთ გავმართოთ ასეთი ტიპის ღონისძიებები. მომავალი წლისთვის ყაზახეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული, რომ ჩავატაროთ სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება, რადგან ვხედავთ ზრდას, გვაქვს უფრო მეტი პირდაპირი ფრენა, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას. ვიაზრებთ, რომ ცნობადობა დიდია, ამიტომ გვინდა აქცენტი გავაკეთოთ არსებულ და ახალ სერვისებზე, რომელიც იქნება აქტუალური მათთვის და ვეცდებით მაქსიმალურად მოვერგოთ მათ მოთხოვნებს“ - განმარტა თამარ ყორიაულმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა Spend 4 Seasons in Georgia-ს წარმომადგენელი, ქეთა გოლეთიანი, რომელმაც სოციალური მედიის საკუთარი რესურსით საქართველოს პოპულარიზაციის კამპანიაში აქტიურად ჩართვის მზაობა გამოთქვა.
„მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის განსხვავებული ნიშის პოვნა, ყაზახი ტურისტებისთვის გამორჩეული სერვისების შეთავაზება, რომელთა მიწოდებაც რეგიონში კონკრეტულად საქართველოს შეუძლია ვიზიტორებისთვის. ასეთი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, აგროტურიზმი და ასევე სათავგადასავლო ტურიზმი, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება“, - განაცხადა ქეთა გოლეთიანმა
ღონისძიების მონაწილეებმა მათი მხრიდან განხორციელებულ ძალისხმევაზეც ისაუბრეს, რომლის წყალობითაც საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ ნაკადის ზრდის მიმართულებით, სერვისის გაუმჯობესების გარდა, სხვა ერთობლივი ღონისძიებებია გასატარებელი.
შეხვედრის დასასრულს, როგორც კომპანია PMCG-ის კერძო სექტორის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა და შეხვედრის მოდერატორმა, ოთარ ანთიამ აღნიშნა, მრგვალი მაგიდის რეჟიმი, ე.წ. მინი კვლევის ტოლფასი შედეგის მომტანია, რადგან კარგად ჩნდება, სად როგორი ძალისხმევით მოუწევთ ორგანიზაციის წევრებს მუშაობა. „კონსულტანტის პოზიციიდან შემიძლია ვთქვა, რომ ფასდაუდებელი პროდუქტი შეიქმნა, ფაქტობრივად, ჩატარდა მინი კვლევა - სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სტეიკჰოლდერებმა, ერთი და იმავე საკითხის მიმართ საკუთარი ხედვები და პოზიციები წარმოადგინეს იმ გამოცდილებიდან, რაც მათ დააგროვეს,“ - განმარტა ოთარ ანთიამ.

წაკითხულია 88 ჯერ

Related items

  • „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ტრასპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციას გამართავს

    24 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში (მის: თელავის #20) „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართება.
    ღონისძიების ფარგლებში მოხდება კომიტეტის საქმიანობისა წარდგენა და საქართველო-ყაზახეთს შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ჭრილში აქტუალური თემების განხილვა.
    ღონისძიებას გახსნის ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ბაურჟან მუხამეჯანოვი.
    „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი მოწვეულ სტუმრებს გააცნობს ინფორმაციას გაერთიანების საქმიანობის შესახებ და ისაუბრებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლებზე. გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის გეგმებზე კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე ისაუბრებს.

    ღონისძიების სპიკერები არიან:
    • „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშილი - გაერთიანების საქმიანობის პრეზენტაცია და საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლების მიმოხილვა;
    • „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯრომარე, ლევან სულაბერიძე - კომიტეტის საქმიანობის პრეზენტაცია;
    • საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი - „საქართველოს მიმდინარე სატრანსპორტო პროექტები ქართულ-ყაზახური სავაჭრო ურთიერთობების ჭრილში”;
    • საქართველოს „ლოგისტიკის ასოციაციის“ თავმჯდომარე, გოგა დობორჯგინიძე - „ლოგისტიკური ცენტრების განვითარების გავლენა ყაზახურ-ქართულ სავაჭრო ურთიერთობებზე”;
    • საქართველოს „ექსპედიტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზვიად ჩხარტიშვილი - „საქართველოს ნავსადგურების განვითარების პერსპექტივა”.
    ღონისძიების დასასრულს, გაიმართება დისკუსია და შეხვედრას შეაჯამებს გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე.

    ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“
    „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გამგეობის გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ.
    ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

  • მრგვალი მაგიდა - „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“

    29 სექტემბერს, 13:00 საათზე ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით, გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“. მედიის წარმომადგენლების დასწრება თავისუფალია (სასტუმრო „რუმს თბილისი“, მის: ჭოველიძის #10).

    შეხვედრის  მიზანია თემის ირგვლივ სამუშაო ფორმატში მსჯელობა, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა. ღონისძიებაზე ასევე მოხდება ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ 2006-2020 წლების ერთობლივი კვლევის შედეგების განხილვა, რაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო ქმედებების ეფექტიანად განსაზღვრისა და დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.

    ადგილზე ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. არსებული კოვიდრეგულციებიდან გამომდინარე შეხვედრის პანელი შედგება წინასწარ განსაზღვრული სტუმრებისგან.

    ღონისძიების პანელისტები არიან:

    Policy and Management Consulting Group - PMCG, ოთარ ანთია,

    Policy and Management Consulting Group - PMCG  ვანო ვაშაყმაძე

    Kazakh-Georgian Economic Union, გიორგი ჯახუტაშვილი

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration, თამარ კორიაული

    Air Astana, კამილა ჟაილაუბაევა

    Silk Road Group, გიორგი მარრი

    საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance, შალვა ხეცურიანი

    Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე, ბაჩანა შელია

    Check-in Travel, ია გედევანიშვილი

    Spend 4 Seasons in Georgia, ქეთა გოლეთიანი

    WeHost, ნიკა ანჯაფარიძე

    ონლაინ მონაწილეობის მიღება შეუძლია აღნიშნული ბაზრის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.  ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს

    https://bit.ly/3AL659M

    Webinar ID: 861 9422 2167

    ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით მარტში დაფუძნდა.  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების  დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური ინვესტიციების მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და  GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას ასევე შეუერთნდნენ ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“.  მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით ჯამში 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

    ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ამოცანაა: იზრუნოს კონკრეტული ინდუსტრიული ჯგუფების სპეციალურ საჭიროებებზე, უზრუნველყოს მათი ინტერესების ადვოკატირება სახელმწიფოსთან, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას, დააკავშიროს წევრები ლოკალურ და საერთაშორისო კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს, სამოქალაქო საზოგადოებას და მთავრობას, დაეხმაროს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაში.

     

  • ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების ხელმძღვანელი სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კონკურსის წესით შეირჩა

    ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გენერალურ დირექტორად ნატა ფედესევა დაინიშნა, რომელიც გაერთიანების გუნდთან ერთად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაზე იზრუნებს. მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანების ხელმძღვანელი სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსის წესით და ხმათა სრული უმრავლესობით შეირჩა. გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ფორმით ხელმძღვანელის დანიშვნა საზოგადოებაში ნდობის მოპოვების ერთ-ერთი წინაპირობაა.

    შეგახსენებთ, რომ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით მარტში დაფუძნდა.  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების  დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური ინვესტიციების მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და  GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას ასევე შეუერთნდნენ გახლავთ ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გამგეობის გადაწყვეტილებით „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია. 

    გაერთიანების მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, კულტურული ურთიერთობის გააქტიურება და ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანებას გააჩნია ერთგვარი მედიატორის და კომუნიკატორის როლი, როგორც ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის, ასევე მათი საჯარო სტრუქტურებთან შუამდგომლობისას. მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით ჯამში 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება. 

    საწყის ეტაპზე, დაგეგმილია  შეხვედრების სერია, რომელიც ე.წ. მრგვალი მაგიდის ქუდის ქვეშ წარიმართება, კერძოდ, მრგვალი მაგიდა - ინვესტიციები, მრგვალი მაგიდა - ვაჭრობა და ა.შ. პროექტების სერია „მრგვალი მაგიდა“ სექტემბრის ბოლოს დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ. მოგვიანებით, ანალოგიური შეხვედრები ყაზახეთშიც იგეგმება,“ - აღნიშნავს გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი ნატა ფედოსეევა.

  • ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ყავს

    ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაზე გაერთიანების გუნდთან ერთად ნატა ფედოსეევა იზრუნებს.

    ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით  მარტში დაფუძნდა.  გაერთიანების მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, კულტურული ურთიერთობის გააქტიურება და ინვესტიციების ზრდა წარმოადგენს.

    ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებლები არიან: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია და GK Logistics. საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით ჯამში 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება. 

    ორგანიზაციის  მისიაა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს არსებობის ხელშეწყობაა. გაერთიანებას აქვს ერთგვარი მედიატორის/კომუნიკატორის როლი როგორც ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის, ასევე მათი საჯარო სტრუქტურებთან შუამდგომლობისას.

    საწყის ეტაპზე, დაგეგმილია  შეხვედრების სერია, რომელიც ე.წ. მრგვალი მაგიდის ქუდის ქვეშ წარიმართება, კერძოდ, მრგვალი მაგიდა - ინვესტიციები, მრგვალი მაგიდა - ვაჭრობა და ა.შ. პროექტების სერია „მრგვალი მაგიდა“ სექტემბრის ბოლოს დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ. მოგვიანებით, ანალოგიური შეხვედრები ყაზახეთშიც იგეგმება,“ - აღნიშნავს გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი ნატა ფედოსეევა.

  • ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიების ინიციატივით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა

    საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. გაერთიანების მთავარ მისიას ორ ქვეყანას შორის  ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და  ერთობლივი ღონისძიებების შექმნა წარმოადგენს, რომელიც სწორედ  ინვესტიციებზეტურიზმსა და ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე ქნება ორიენტირებული.

    მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო  მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

    „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მთავარი მისიაა ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. განსაკუთრებით დღევანდელი კრიზისის ფონზე, ნამდვილად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პარამეტრებზე ფოკუსირება და მის ზრდაზე ორიენტირება. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევასა და პასუხიმგებლობას ვიზრუნოთ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე,“ -  ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი. 

    „ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია დაარსდა, რომლის დამფუძნებლები არიან ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც უკვე წლებია წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ როგორც ქართულ, ისე ყაზახურ კომპანიებს, რადგან ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც გააჩნია ამ ორ ქვეყანას, იქნეს მაქსიმალურად გამოყენებული, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველო საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი  ქვეყნაა ყაზახეთისთვის.“ - აღნიშნა „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების დირექტორმა გიორგი მარრიმ.

    „საკმაოდ კარგი ურთიერთობა არსებობს ყაზახეთსა და საქართველოს შორის, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. გაერთიანება კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ხალხებს შორის კულტურულ-მეგობრულიურთიერთობების გაძლიერებასა და ქვეყანაში ინვესტიციების ზრდას,“ -  განმარტავს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძე. 

    „გაერთიანება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული  ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობასა და გამოყენებას, ჩვენი კომპანია  ცდილობს  გამოიყენოს  აღნიშნული პოტენციალი, სწორედ ამ მიზნით განახლდა ავიამიმოსვლა ამ ორ ქვეყანას შორის კვირაში სამჯერ, სამომავლოდ ვგეგმავთ რეისების რაოდენობის გაზრდასაც,  რაც კიდევ მეტად ხელს შეუწყობს ტურისტებისა და საქმიანი ადამიანების მიმოსვლას ქვეყანებში,“ –  „ეარ ასტანას“ გენერალური მენეჯერი კამილა ჟაილაუბაევა.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლები, გაერთიანების  დამფუძნებელი ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები. დასასრულს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელთა პირველი კრება გაიმართა.

    ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების პრეს-რელიზი 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური