ფაიზერმა კოვიდ-19 საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა დაიწყო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021 14:39

აშშ-ში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer–მა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მათი მონაცემებით, Pfizer–ის მხრიდან წარმოებული ეს ანტივირუსული პრეპარატის კლინიკური კვლევები ჩატარდება 18 წელზე უფროსი ასაკის 2,660 ჯანმრთელ მოზარდზე, რომლებიც ცხოვრობენ იმავე ოჯახში იმ ადამიანებთან, რომლებიც ინფიცირებულნი არიან COVID-19-ით, ანდა, ავლენენ მის სიმპტომებს.

ფაიზერის გლობალური კვლევის, განვითარების და მედიცინის ხელმძღვანელმა მიქაელ დოლსტენმა თქვა, რომ თუკი პრეპარატი გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, მაშინ, ჯერ ერთი ის  ვირუსს გამრავლებამდე შეაჩერებს და მეორეც, ინფიცირებულებში თავიდან ააცილებინებს სიმპტომების განვითარებას.

ამავე განცხადებით, ახალი პრეპარატი, რომლის მიზანია კოვიდ-19 ვირუსის გამრავლების ფერმენტის წარმოების შეჩერება, რიტონავირთან ერთად იქნება გამოყენებული. ამ დროს, ამერიკულმა ფირმა Merck–მა და შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Roche–მაც განაცხადეს, რომ კოვიდ–19 ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, ისინიც ავითარებენ წამლებს აბების ფორმატში.

წაკითხულია 160 ჯერ

Related items

  • კოვიდ-19 საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინის 500,000 დოზა უკვე თბილისშია

    კოვიდ-19 საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინის 500,000 დოზა უკვე თბილისშია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას. "ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის და ნაწილი ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ძალისხმევისა გლობალური პანდემიის დასამარცხებლად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. „ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისიდან 12:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება. „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

    COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 15 22-ს. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ.

    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

    „ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. 

    "ფაიზერით" ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge

     

     

     

  • 24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ დოზას მიიღებს
    24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ (500 000) დოზას მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
    ფაიზერის ვაქცინა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან დონაციის სახით გადმოეცა. 
    23 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 391 781 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 136 734 ადამიანი.
    ახალი კორონავირუსით (SARS-n-CoV2) გამოწვეული პანდემია, რომელიც კაცობრიობის მიმდინარე გლობალური გამოწვევაა, მსოფლიოზე უპრეცენდენტო გავლენა მოახდინა და ბევრ სფეროში მკვეთრად შეცვალა პანდემიამდე არსებული რეალობა. COVID-19-ის პანდემიის შედეგებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მრავალ სფეროზე და რადიკალურად შეცვალა მოსახლეობის ცხოვრების ჩვეული რიტმი.
    მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, სამეცნიერო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უპრეცენდენტო თანამშრომლობით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები პანდემიის დაწყებიდან მოკლე პერიოდში შეიქმნა. აღნიშნული ვაქცინები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა დაინფიცირების შემთხვევაში მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის წინააღმდეგ და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით. ვაქცინაცია ამ დროისათვის წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ იარაღს, რომლის სარგებელიც ბევრად აჭარბებს შესაძლო რისკს.
    საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. მიმდინარე დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყანაში ვაქცინაციის 4 თვის ანგარიშს, მომზადებულს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ევროკავშირის პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობის ინიციატივებისათვის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ერთობლივი პროექტის „საქართველოში COVID-19-ის გავლენის შერბილება სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის ზრდისთვის“ ხელშეწყობით.
  • PSP ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს დაჯილდოვების - „ოქროს ბრენდი 2020“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის გამრჯვებულია

    26 ივნისს „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს.

    29 ივნისს „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის დაჯილდოვებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი ქსელი საქართველოში, საზოგადოებრივი იმიჯი, მაღალი კორპორატიული სტანდარტი“ PSP წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის მიხედვით საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოვების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით უკვე 21-ედ ჩატარდა და 2020-2021 წლების საუკეთესო კომპანიები გამოავლინა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღით პანდემიასთან წარმატებით ბრძოლაში.

    Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონიალი „შატო მუხრანში“ გაიმართა. „ოქროს ბრენდს“ ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები საქართველოში განხორცილებული წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის. დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება, PSP მეთექვსმეტედ დასახელდა N1  კომპანიად ფარმაცეტულ სფეროში.

    „თითოეული ჯილდო, ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება ჩვენთვის უდიდესი პატივი და ამასთან ერთად პასუხისმგებლობაა, ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. ნდობას, რომელიც საზოგადოებამ გამოგვიცხადა, ვაფასებთ და მის გასამყარებლად მუდმივად საინტერესო, მათ ინტერესზე ორიენტირებულ პროექტებს შევთავაზებთ“ -აცხადებენ PSP-ში.  

  • აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ვაქცინების შესანახად საჭირო მინუს 80-გრადუსიანი სამი მაცივარი საჩუქრად გადასცა

    ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს მინუს 80 გრადუსის ტემპერატურული რეჟიმის სამი საყინულე საჩუქრად გადასცა. ვაქცინის შესანახად საჭირო მაცივრები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.

    დასაწყობებული მაცივრები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და საქართველოში ამერიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, რაიან ჰარკერ ჰარისმა დაათვალიერეს. ჰარისმა საქართველოს პირველ არხთან საკითხზე კომენტარი ქართულ ენაზე გააკეთა.

    „მოხარული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადავცე სამი საყინულე. ეს საქართველოს დაეხმარება ვაქცინის მზადყოფნისა და ადმინისტრირების პროცესში. საყინულეები გააუმჯობესებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის  სისტემას ვაქცინის შენახვის, ცივი ჯაჭვის მართვისა და იმუნიზაციის მიმართულებით.

    ეს დონაცია არის ამერიკის ევროპული სარდლობის მილიონ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი საქართველოსთვის კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ამერიკის საელჩო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში და ეხმარება ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა რაიან ჰარკერ ჰარისმა.

    პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა საქართველოს შეუძლია, „ფაიზერის“ ვაქცინების მილიონობით დოზის შენახვა უზრუნველყოს.

    „ეს არის საჩუქარი. ამერიკის საელჩომ, ევროპაში ამერიკის სარდლობის დახმარებით, ჩვენთვის ახალი, -80-გრადუსიანი მაცივრები შეიძინა, რომლებიც განკუთვნილია ულტრადაბალ ტემეპერატურზე შესანახი ვაქცინებისათვის. ეს სამი მაცივარი გადმოგვცეს საჩუქრად ჩვენს ცენტრს. იქვე არის მეოთხე მაცივარი სხვათა შორის, რომელშიც უკვე ინახება „ფაიზერის“ ვაქცინები და კიდევ ეს სამი მაცივარი დაემატა. ამჟამად, ჩვენ მთლიანად უზრუნველყოფილი ვართ, რომ მილიონობით დოზა მივიღოთ. ახლა მთავარია, მსოფლიო ბაზარზე გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ შევიძინოთ „ფაიზერის“ვაქცინები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

    წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-is-mtavrobam-saqartvelos-vaqcinebis-shesanakhad-sachiro-minus-80-gradusiani-sami-sayinule-sachuqrad-gadasca/

  • Pfizer-ი აცხადებს, რომ შესაძლოა კოვიდ-19-ის მესამე დოზაც გახდეს აუცილებელი

    ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა გამოაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინები გაკეთებული, შეიძლება დასჭირდეთ ვაქცინის მესამე დოზა არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი თქმით, კომპანიის მენეჯერმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა: „შესაძლო სცენარის მიხედვით, მესამე დოზა საჭირო იქნას 6-დან 12 თვემდე და ასევე ადამიანებს ყოველწლიურად  დასჭირდებათ ვაქცინაცია. ახალი ვირუსების გამოჩენა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.“

    ალბერტ ბურლა აცხაადებს, რომ  Pfizer-ის მონაცემები ემყარება 2000-ზე მეტ ვაქცინირებულ ადამიანს, მაგრამ მეტი მონაცემებია საჭირო ამის დასადგენად და ესეც  6 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

    შეგახსენებთ, რომ Pfizer-მა და BioNTech-მა თებერვალში განაცხადეს, რომ ისინი ატარებენ კოვიდ-19 ვაქცინის მესამე დოზის კვლევას, რათა უკეთ გაიგონ იმუნური რეაქცია ვირუსის ახალ ვარიანტებზე.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური