ამერიკის მთავრობა საგანგებო სიტუაციებისთვის საქართველოს მზადყოფნის მხარდაჭერას განაგრძობს

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021 14:33
ამერიკის მთავრობა საგანგებო სიტუაციებისთვის საქართველოს მზადყოფნის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" ამერიკის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე საპასუხო აღჭურვილობითა და ტრენინგების უზრუნველყოფას.
ახლახან, ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები დიდი ხნის პარტნიორს, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვივნენ, რათა პირადად ენახათ ქბრბ შესაძლებლობების დემონსტრაცია ამერიკის მთავრობის მიერ საჩუქრად გადაცემული აღჭურვილობის გამოყენებით.
წაკითხულია 93 ჯერ

Related items

  • ამერიკა-საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა გრძელდება
    აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს წვრთნებისთვის საჭირო, $200 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა.
    ამ აღჭურვილობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწვრთნელი ბაზა, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფით, უკეთ მოამზადებს მეხანძრეებსა და მაშველებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ და ბუნებრივ კატასტროფებზე საპასუხოდ.
    აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. გადაცემის ცერემონიას ბრიგადის გენერალი ედვარდ ვოგანი, ევროპული სარდლობის J5/8-ის მოადგილე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
     
    წყარო: აშშ-ს საელჩო საქართველოში
  • ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა
    პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
    აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა და მოიცავდა შემდეგს:
    2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
    20 000 შპრიცი სულ 578 000-დან ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
    100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
    130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
    220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)
    ამერიკის საელჩო საქართველოში
  • ამერიკის საელჩოს განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ

    31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი. პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა. დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით.

    შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას. [რეფორმებს] შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის. სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს.

    ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია. ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართული და უცხოური ბიზნესინვესტიციების მოსაზიდად. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას და დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

  • ამერიკაში 15 მილიონი დოზა ვაქცინა ნაგავში გადაიყარა

    აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის დაახლოებით 15 მილიონი დოზა ვაქცინა, მის სხვა კომპონენტებში შერევის გამო გაფუჭდა და ნაგავში გადაიყარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" New York Times– ზე დაყრდნობით ავრცელებს.

    New York Times – ის თანახმად, ბალტიმორის ფარმაცევტულ ქარხანაში, სადაც Johnson & Johnson's და  AstraZeneca-ს ვაქცინებს ამზადებენ, მათი სხვა კომპონენტებში  შერევის გამო, 15 მილიონი დოზა ვაქცინა უვარგისი გახდა და ნაგავში გადაიყარა.

    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გამოძიება დაიწყო.

     

  • ამერიკის ელჩი სახალხო დამცველს შეხვდა

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის გამოსახატად. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" აშშ-ს საელჩოში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია. "ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას. მოვუწოდებთ პარლამენტს, კონქტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად", - აღნიშნეს საელჩოში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური