იაპონიას ტაიფუნი "მინდულა" უახლოვდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021 13:54

გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნი "მინდულა", რომელიც წყნარ ოკეანეში წარმოიშვა და ინტენსივობის გაზრდით განაგრძობს გზას, იაპონიისკენ მიიწევს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) მოსახლეობა გააფრთხილა ტაიფუნი "მინდულას" გამო, რომელიც ფილიპინების ზღვაში მძვინვარებს და მიემართება იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონებისკენ.

ამავე ინფორმაციით, ტაიფუნი "მინდულა" ისეთი მასშტაბისაა, რომ წითელი სიგნალი განისაზღვრა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ტოკიო, კანაგავა, საიტამა და სხვები. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ტაიფუნი ამ ქალაქებთან მიახლოებას 1 ოქტომბრისთვის შეძლებს.

 ე.წ. მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელსაც ძლიერი წვიმები და ქარიც თან ახლავს, საათში 180 კილომეტრამდე აღწევს.

 

წაკითხულია 159 ჯერ

Related items

  • 2022 წ. იაპონიის საელჩო საქართველოში იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს აღნიშნავს

    2022 წელს იაპონიის საელჩო საქართველოში საზეიმოდ აღნიშნავს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ იაპონიის საელჩოში განუცხადეს.

    მათი თქმით, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საელჩო სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებას გეგმავს მთელი წლის განმავლობაში. უკვე ჩატარდა რამოდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საელჩოს ვებ-გვერდსა (https://www.ge.emb-japan.go.jp/itprtop_ka/index.html) და ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/EmbassyofJapaninGeorgia).

    შემდეგი ღონისძიება, ფოტო-გამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიმართება სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 18.05-30.06 ჩათვლით გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის საელჩოს პირველი მდივანის ბატონი იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში. წელს, მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში იაპონიაში საკურას  უამრავი, ულამაზესი ყვავილი გაიშალა. ზუსტად ამ დროს ბატონი იმანიში ტაკაო იაპონიაში იმყოფებოდა ხანმოკლე ვადით, და გადაიღო ფოტოები სხვადასხვა ადგილას რათა ქართველებისთვის გაეცნო იაპონიის ეს ულამაზესი პერიოდი.

    იაპონიის სიმბოლო, საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის; აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება. ამ ყველაფერში კი ამ სამყაროს წარმავალობას განასახოვანებს. თუმცა გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის ზენიტში, იაპონიის არქიპელაგი თვალწარმტაცია. იაპონელები ტკბებიან საკურას ცქერით; ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებენ დროს აყვავებული საკურას ხეებ ქვეშ და სამახსოვროდ ფოტოებს იღებენ.

     

  • საქართველოს საელჩო იაპონიაში უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

    იაპონიაში საქართველოს  ელჩის თეიმურაზ ლეჟავას ინიციატივით,  სხვა თანამოაზრე ქვეყნების ელჩებთან ერთად უკრაინის მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა. სრული დიპლომატიური კორპუსი იაპონიაში ერთხმად გმობს რუსეთის ძალადობას უკრაინაში და  ამერიკის,  კანადის,  ბრიტანეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მოლდოვას,  ნორვეგიის,  ისლანდიის, სან მარინოს, ბულგარეთის,  უკრაინისა და  საქართველოს ელჩები   უკრაინას თანადგომას უცხადებენ.  

    „დიპლომატიური კორპუსის სახელით ამ რთულ მომენტში მინდა გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით და გვესმის რუსული აგრესიის შედეგები. რაც მოხდა 2008 წელს არ უნდა განმეორდეს - მსოფლიო ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას” - ამის შესახებ განცხადება იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ გააკეთა. 

  • იაპონიაში სიბერის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

    იაპონიაში ექსპერტებმა მრავალი დაავადებების მიზეზად აღიარებული, „ზომბი უჯრედების“ საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში ჩნდებიან. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ჯუნტენდოს უნივერსიტეტიდან პროფესორმა, ტორუ მინამინომ და მისმა ჯგუფმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინის წყალობით, რომლის ტესტის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ, „Nature Aging“-ში, მიღწეული იქნა ზომბის უჯრედების შემცირება, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც სიბერის უჯრედები.

    მათივე განცხადებით, დასკვნები მიუთითებს ვაქცინის ეფექტურობაზე, რომელიც ებრძვის ათეროსკლეროზის, დიაბეტის და ასაკით გამოწვეული სხვა დაავადებების პრევენციებს.

  • იაპონიამ Pfizer-ის დამხმარე დოზას „გამოყენების ნებართვა“ გასცა

    იაპონიაში, ვაქცინის მწარმოებლის Pfizer-ის Covid-19-ის წინააღმდეგ გამაძლიერებელი დოზის მისაღებად განაცხადი დამტკიცდა.  ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას. 

    მათი თქმით, ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს Covid-19-ის ექსპერტთა კომიტეტმა Pfizer-ის დამხმარე დოზას „გამოყენების ნებართვა“ მისცა.

    კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ სუბიექტებმა, რომლებმაც მიიღეს Pfizer ვაქცინის მე-3 დოზა საზღვარგარეთულ კლინიკურ ტესტებში, აწარმოეს 3-ჯერ მეტი ანტისხეულები, ვიდრე მე-2 დოზის შემდგომ პერიოდში.

    აღინიშნა, რომ დამატებითი დოზის მიღება ჯანდაცვის მუშაკების თაოსნობით 18 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის დეკემბრიდან დაიწყება.

    კომიტეტის წევრები ასევე აცხადებენ, რომ ასაკობრივი ზღვარის შემცირებისთვის Pfizer-ის დამხმარე დოზაზე, ისინი 18 წლამდე ასაკის ადამიანებზე ტესტირების შედეგებს დაელოდებიან.

  • იაპონია და ისრაელი მიზნად ისახავენ მთვარეზე ჟანგბადის წარმოებას

    იაპონური და ისრაელის კომპანიები ითანამშრომლებენ ექსპერიმენტულ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ჟანგბადის წარმოებას მთვარეზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“-ს ცნობით, იაპონიიდან Ispace-ი და ისრაელიდან Helios-ი ითანამშრომლებენ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მთვარეზე ჟანგბადის წარმოებას.

    შესაბამისად, კომპანიები შეეცდებიან ჟანგბადის გამომუშავებას მთვარედან მიღებული ნიადაგის მაღალ ტემპერატურაზე დნობის და ელექტროლიზების გზით.

    პროექტზე საუბრისას Ispace–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკამადა ტაკეშიმ თქვა: ”პროექტი წაახალისებს მეტ მოთამაშეს ამ ბაზარზე შესასვლელად”.

    Helios-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან გეიფმანმა განაცხადა, რომ მთვარის ნიადაგიდან ჟანგბადის გამომუშავება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მომავალში მთვარის საკითხზე საქმიანობისთვის.

    პროექტის ფარგლებში ისრაელის კომპანია მიზნად ისახავს 250 კილოგრამ ჟანგბადის მიღებას 1 ტონა მთვარის ნიადაგიდან.

    Ispace-ი კი 2023-25 წლებში ორ სხვადასხვა პერიოდში ტექნიკურ აღჭურვილობას მიაწვდის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური