მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში შეიძლება 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 სექტემბერი 2021 10:21

უეფა-ს ადმინისტრაციის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის ოთხწლიანი ციკლის ნაცვლად ორწლიან ციკლში ჩატარების წინადადება, მათში შეშფოთებას იწვევს და რომ ეს საკითხი მოითხოვს ფართო კონსულტაციებს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ უეფამ და მისმა 55 წევრმა, 14 სექტემბერს ჩატარებულ სხდომაზე მოითხოვეს, სპეციალური შეხვედრა დაგეგმონ, რომელზედაც თავიანთ შეშფოთებას დააფიქსირებენ ამ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით უეფა-ს დღემდე ფიფა-სგან რაიმე პასუხი არ მიუღია.

გლობალური ფეხბურთის განვითარების დირექტორის არსენ ვენგერის მიერ მამაკაცთა და ქალთა შორის ფეხბურთში დასახული საერთაშორისო მატჩების განრიგის შესაბამისობის განხილვის მიზნით, ფიფა მომავალ ხუთშაბათს, 30 სექტემბერს, სპეციალურ შეკრებას გამართავს.

როგორც ცნობილია, 1930 წლიდან დაწყებული მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ (მხოლოდ 1942 და 1946 წლებში მეორე მსოფლიო ომის გამო გაუქმდა), ხოლო ქალებს შორის კი 1991 წლიდან იმართება.

 

წაკითხულია 317 ჯერ

Related items

  • კოტე მახარაძის მემორიალური მე-3 საერთაშორისო მედიატურნირის გამარჯვებული ყაზახეთის ნაკრები გახდა
    27-30 ოქტომბერს თბილისმა უმასპინძლა კოტე მახარაძის მემორიალურ მე-3 საერთაშორისო მედიატურნირს ფეხბურთში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 8 მედიანაკრებმა იასპარეზა. ტურნირი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, "ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, "საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის" და "სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის" პარტნიორობით იყო ორგანიზებული და "ინტერაკადემია Georgia" - ს მოედნებზე გაიმართა.
    საქართველოს მედიანაკრებმა ქვეჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო(ყაზახეთი 2-თან 3:1, რუმინეთთან 5:0, აზერბაიჯანთან 4:1), ნახევარფინალში სომხეთის მედინაკრებს სძლია 1: 0 და ფინალში გავიდა.
    გადამწყვეტი შეხვედრა "ყაზახეთი 1" - თან გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი იღბალი სტუმართა მხარეზე იყო და კოტე მახარაძის მე-3 მემორიალური საერთაშორისო მედიატურნირის გამარჯვებული ყაზახეთის ჟურნალისტთა ნაკრები გახდა. წინასწარ შეთანხმებული რეგლამენტით, მატჩი მესამე ადგილისთვის იმ გასაგები მოტივით არ გათამაშდა, რომ მასში მონაწილეობის უფლება სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდებმა მოიპოვეს. ორივე ეს გუდი მესამეადგილოსნად გამოცხადდა. ტურნირის 2021 წლის გამარჯვებულმა, მოლდოვამ წელს არადამაჯერებლად იასპარეზა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. 
    გამარჯვებულები, პრიზიორები და ინდივიდუალური პრიზების მფლობელები დააჯილდოვეს "ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის რექტორმა დავით კერესელიძემ, საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა, საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის ხელმძღვანელმა ზურაბ ბოქოლიშვილმა, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტარმა დავით ლორთქიფანიძემ და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი ბოლოთაშვილმა.
    2023 წელს ტურნირი გაფართოებული გეოგრაფიით, მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობით და ახალი ფორმატით ჩატარდება.
  • 23-წლამდელთა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

    პონტევედრაში (ესპანეთი), 23 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

    ჩემპიონობასთან ახლოს იყო სოლომონ მანაშვილი. ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 10-0 დაამარცხა იაპონელი კაი შუტო, 16-4 მოუგო ამერიკელ ენტონი კასიოპის, შემდეგ ასევე აშკარა უპირატესობით (10-0) გაიმარჯვა უკრაინელ იური იძინსკისთან, მაგრამ საჩემპიონო შეხვედრაში 2-13 დამარცხდა ირანელ ამირეზა ფარდინ მასუმი ვალადისთან.

    ბრინჯაოს მედლით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი მირიან მაისურაძემ (92 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი დენის საჰალიუკი 5-3 დაამარცხა.

    ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვეს გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ).

    ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

  • ბუქარესტში 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა!

    ბუქარესტში 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ფინალურ სტადიაზე გასული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. 

    საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. 

    ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის წილისყრის შედეგები

    A ჯგუფი: საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები

    B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია

    C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი

    D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია

    წილისყრის დაწყებამდე გუნდებსა და გულშემატკივარებს სიტყვით უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშილმა და რუმინეთის ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდეტნმა რაზვან ბურლეანუნ მიმართეს. წილისყრაში მონაწილეობა მიიღებს ტურნირის ელჩებმა, რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელმა იანის ჰაჯიმ და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ალექსნადრე იაშვილმა. 

     

    21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.  

    საქართველო

    ბათუმიბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

    ქუთაისიშენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

    თბილისიმესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

    თბილისიპაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით

    რუმინეთი

    ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

    ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი

    კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი

    კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

    გიორგი ოთინაშვილი

  • ფუტსალი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის ემზადება

    საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ჯგუფის პირველ მატჩს თბილისში გამართავს.

    ბელგიასთან შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობს. გუნდს უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.

    დღეს, ჩვენმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრას 8 ოქტომბერს, 19 საათზე, არენა თბილისი უმასპინძლებს. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

    მეინ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრა ავსტრიასა და საქართველოს შორის 12 ოქტომბერს შედგება. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.  

    2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს: JLIB_HTML_CLOAKING

  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა

    ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2023 წლის იანვრამდე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა. 

    საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, IJF ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციებიდან ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, რომელიც სრულიად არ იზიარებდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებს, რაც თავის მხრივ, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, აგრესორი ქვეყნის ათლეტების მოკვეთას ითვალისწინებს.

    ძიუდოს მმართველი ორგანო, ნაცვლად სრული აკრძალვისა, რუს ძიუდოისტებს ნეიტრალური - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით ასპარეზობის საშუალებას აძლევდა.

    "IJF -ის აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით და ძიუდოში ყველა ათლეტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვიტა, რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ღონისძიებებზე 2023 წლის იანვრამდე მონაწილეობის უფლება არ მისცეს," - ნათქვამია  IJF-ის განცხადებაში.

    აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სანქციების გათვალისწინებით, რაც რუსულ სპორტში დოპინგ-სინჯებით მანიპულაციის ფაქტებით იყო გამოწვეული, რუსეთს ქვეყნის სახელით, დროშით და ჰიმნით გამოსვლა ჰქონდა აკრძალული 2021 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე.

    ეს სანქციები 17 დეკემბრამდე კვლავაც ძალაშია, მათ შორის - მსოფლიო ჩემპიონატზე.

    სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოვიდოდნენ, თუ მასში რუსეთის ნაკრებიც მიიღებდა მონაწილეობას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური