შს მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 16 სექტემბერი 2021 12:15

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებათნ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, შვედეთის სამეფოსა და სლოვენიის ელჩები, აგრეთვე, ბელგიის სამეფოს, ბულგარეთის, ესპანეთის სამეფოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს 2 ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა, ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
 
 
წაკითხულია 129 ჯერ

Related items

  • ელჩების ყოველწლიური კონფერენცია ვირტუალურ რეჟიმში მიმდიანრეობს

    2021 წლის 22-24 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში იმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2021 – საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელს და დიპლომატიურ კორპუსს ნაყოფიერი საქმიანობისთვის და მიმოიხილა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხები, ის პოზიტიური შედეგები რაც უკავშირდება ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებას, ასევე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას რეგიონში სტაბილურობის და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მან ხაზი გაუსვა საქართველოს როლის და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის მნიშვნელობას და ამ მხრივ დიპლომატიური მისიების ძალისხმევას. ყურადღება გამახვილდა დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო სტრატეგიის შემუშავებასა და მის მნიშვნელობაზე, ასევე დიასპორასთან ურთიერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მათ ჩართულობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გლობალურად და ქვეყნის მასშტაბით არსებული გამოწვევების დაძლევის აუცილებლობას, მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული დიპლომატიის როლზე ქვეყნის პოტენციალის და განვითარების ეფექტიანი წარმოჩენის პროცესში. მან დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილ ქალ ლიდერთა ფორუმზე, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. 

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამ დღიანი კონფერენციის ფარგლებში, შეჯამდება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2021 წელს გაწეული საქმიანობა და ასევე განიხილება 2022 წლის სამოქმედო გეგმა. 
    მისივე თქმით, მიმდინარე წელს, საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. აღსანიშნავია, საქართველოს მონაწილეობა ნატოს, ეუთოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალებში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევი მხარდაჭერის დადასტურება. ამასთან, საყურადღებოა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, პარტნიორების მხრიდან  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გაკეთებული არაერთი განცხადება. გარდა ამისა უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში და მის მიერ გაწეული ძალისხმევა, რათა საქართველოს მოლოდინები მაქსიმალურად ყოფილიყო ასახული საბოლოო დეკლარაციაში. 
    დავით ზალკალიანმა ასევე განმარტა, რომ ელჩების კონფერენციაზე განხილული იქნება 2021 წლის მთავარი გამოწვევები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე აგრესიული პოლიტიკა. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს ნაბიჯებზე.  
    რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხება მომავალი წლის სამოქმედო გეგმას, რომელშიც პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, დეოკუპაციის სტრატეგიაზე მუშაობის დასრულება და რეგიონული პოლიტიკა.

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის და ამ კონტექსტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე ისაუბრა.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებს. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს წარმატებული უწოდა.

  • პრემიერ-მინისტრმა ი. ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატიურ კორპუსს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.
    ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მეგობარი სახელმწიფოებისა და დიპლომატების მხარდაჭერას, მათ შორის პანდემიის პერიოდში.
    „ჩემი მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ“, - მიმართა მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს.
    ოფიციალურ მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

     
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, ასევე, პარტნიორობა ტრანსნაციონალური დანაშაულისა და უსაფრთხოების სხვა გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
    შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზაობა შემდგომი აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
    საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა ხალხთა შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიას და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივებს.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს შეხვდა

    უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ოთხვარსკვლავიან გენერალს რიჩარდ კლარკს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

    უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

„დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - სა...

პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინ...

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ლიბერთის გუნდი მასშტაბური ახალი წლის აქციის შემდეგ...

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური