„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 16 სექტემბერი 2021 00:18

კიდევ ერთი ამორალური ტყუილი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შესრულებით. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ როგორ მოყვა მან ამბავი, თითქოს „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მისი თანამშრომელი, ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ვციტირებ - მან ასე განაცხადა, რომ თითქოს მისი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს".

რა ხდება სინამდვილეში - ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია, ალბათ არავის გაგიკვირდებათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და გაგრძელებად კითხულობდა “ჩლიქოსანს”, მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომდგენლებს. საუბარია, რომ ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს და მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით, მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც, არის იქ ე.წ. ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე, ანუ ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება, როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, რაიმე სერიოზული დაზიანება საბედნიეროდ ოპერატორს არ აქვს, თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და იმისთვის, რომ დამეზუსტებინა ეს ინფორმაცია, მე პირადად ოთხჯერ ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკურ შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. მთელი პასუხისმგებლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარიამ მოიტყუა, იცრუა - არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, არამედ საერთოდ, ფიზიკური შეხებაც არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა.

სამართალდამცავები ამ თემას დეტალურად გამოიძიებენ. ჩვენი შტაბის წევრებისგან ვიცით, რომ ჩართული იყო ოპერატორის კამერა და გადაღებული იქნება ის მომენტი, როდესაც ის კიბის საფეხურებზე დაეცა. როდესაც მთავარი არხის ეს კადრები გავრცელდება, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რამდენად სწორია ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რამდენად ამორალური ტყუილია ნიკა გვარამიას მოწოდებული ინფორმაცია.

"ეს არის ძალიან ბინძური სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობენ ნებისმიერი მათ მიერ პროვოცირებული ინციდენტიდან, თუ შემთხვევიდან გამოიყვანონ, ამორალური ტყუილი და ეს აკადრონ ჩვენს საზოგადოებას", აცხადებს მ. მდინარაძე.

წაკითხულია 73 ჯერ

Related items

  • "რუსთავი2-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას"- მამუკა მდინარაძე
    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამაკა მდინარაძის თქმით მმართველი გუნდი საქართველოში მედიაპლურალიზმის არსებობას აუცილებლად შეუწყობს ხელს. მდინარაძემ ასევე უპასუხა იმ კრიტიკას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მისამართით გაისმა იმის გამო, რომ მათ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ძალიან მოკლე ვადაში განიხილეს „ამ ტომებს მოსამართლეები არ ეცნობიან იმ დღეს, როცა საქმის განხილვა მიმდინაროებს, ესაა საქმის განხილვის დასკვნითი ეტაპი და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს, და მე ვერ მივაყენებ სასამართლოს შეურაცხყოფას იმით რომ ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება ვუწოდო. რუსთავი2-ის ყველა ჟურნალისტს ვუსურვებ მაქსიმალურ თავისუფლებას. საქართველოში მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედიაპლურალიზმი და ჩვენ ამას აუცილებლად შევუწყობთ ხელს, ამას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
  • "ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით" - დაპირისპირება ნიკა გვარამიას და მამუკა მდინარაძეს შორის

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.

    მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესახებ საუბრობდა, მათ შორის დეპუტატმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.

    "გუშინ გახდა ცნობილი ამბავი, რომ მოსამართლეს, რომელსაც ნიკა გვარამია ესაუბრებოდა და იქ მილიონებზე იყო საუბარი, მართლაც დაუდასტურდა მილიონიანი ქონების თუ აქტივების შეძენის ფაქტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო.

    "თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც თანამშრომლობდა სახელმწიფოსთან მთელი 4 წლის განმავლობაში. ფულს იღებდით ამაში კლინეტებისგან და სახელმწიფოსგან, ჩვეულებრივ სუს-ის აგენტი იყავით", - მიმართა ნიკა გვარამიამ მდინარაძეს და დასძინა, რომ მდინარაძეს ეს დაუფასდა და გახდა "ქართული ოცნების" დეპუტატი.

    ნიკა გვარამიას შეფასებით, მამუკა მდინარაძე, "არც ადვოკატად ვარგა და არც პოლიტიკოსად".

    მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას მიმართა, რომ "ქართველი კაცის თავმოყვარეობასთან ასე შეხება არ შეიძლება".

    "ვცდილობ მაქსიმალურად, რომ მაყურებელს პატივი ვცე და შეურაცხყოფაზე არ გადავიდე. თუ შეიძლება, როცა სიმართლეს მოისმენთ, ასეთ გამოხტომებს თავი დაანებეთ", - მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას.

    "რა უნდა მამხილოთ, თქვენ ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით იურისპრუდენციაში, თქვენ რა უნდა მამხილოთ?" - უთხრა გვარამიამ მდინარაძეს.

    ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მდინარაძეს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ თუ არ მოსწონდა, ეთერი დაეტოვებინა.

    ტელეკომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ჩანაწერებში საუბარი არის დამონტაჟებული და აღნიშნული ჩვენება პროკურატურას მისცა. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანის საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

    როგორც მდინარაძემ განაცხადა, "აღნიშნული გამოხტომა" იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის დადასტურება, რომ სიმართლე არის ძალიან მწარე.
    "ჩვენ ვიცით წარსულის გამოცდილება ბატონი გვარამიასი, მისი პოლიტიკური გუნდის", - აღნიშნა მდინარაძემ.

    დეპუტატის განმარტებით, რაც შეეხება მის პირდად გამოცდილებას და იმას, თუ როგორი ადვოკატი იყო, ეს ბევრმა იცის და ამიტომ ამაზე პასუხს არ გასცემს.


    "ამ ქვეყანაში სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და რაც არ უნდა შეტევები განახორციელონ, რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის ამ ეთერში ყოფნა და ასე საუბარი, მაინც შევეცდები, რომ ამ მოთმინებით, რაც დღეს გამოვამჟღავნე, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო, ჩვენი სამშობლოს დემოკრატიას ასეთმა ადამიანებმა ჩრდილი არ მიაყენონ", - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ ის ნიკა გვარამიასაც დაიცავს, თუ დასჭირდება, რადგან 11 წლის განმავლობაში უფლებადმცველი იყო.

  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

    „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება: "კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მოაწყვეს პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა 48-ე უბანთან, მარნეულის საარჩევნო ოლქში, ნაც. მოძრაობის 100-ზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნო უბანთან და მათ სცადეს ძალადობრივი ფორმით და მეთოდებით საარჩევნო უბნის ჩაშლა. კერძოდ, მათი მიზანი იყო, როგორც ჩანს ყუთის გატაცება. ჩვენ მოვუწოდეთ თავიდანვე ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ აყოლოდნენ პროვოკაციას, არცერთ შემთხვევაში არ შესულიყვნენ ძალადობრივ მოქმედებებში ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებთან და ასევე, მოვუწოდეთ მათ შორის ღია ეთერიდან, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ ამ ყველაფერში. რეალურად, სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ ადგილზე და საბოლოო ჯამში ნაც. მოძრაობის აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, როგორც ჩვენს აქტივისტებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის ისინი ესროდნენ ქვებსაც. ეს არის ტრადიციული მეთოდი ნაც.მოძრაობის. გვახსოვს ჩვენ არაერთი აქტი წინა არჩევნებიდან, ისინი მათ შორის ქვებს ისროდნენ. გამოირჩეოდნენ ისინი აგრესიულობით სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც ასევე ქვა ესროლეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. აქვე დამატებით აღვნიშნავთ შემდეგს, რომ სამწუხაროდ, „რუსთავი2“-ის ეთერში გავრცელდა სიცრუე, მორიგი სიყალბე.

    კერძოდ, თქვა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ ვისი აქტივისტები დაესხნენ თავს საარჩევნო უბანს. ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, ყველაფერი იყო ნათელი. ესენი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც თავს დაესხნენ უბანს და სამწუხაროა, რომ „რუსთავი2“ კიდევ ერთხელ ავლენს იმას, რომ ისინი არიან სიცრუის აგიტატორები ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, „იმედის“ ჟურნალისტს გაუტეხეს კამერა ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა და ეს არცერთხელ არ იყო ხსენებული „რუსთავი2“-ის სიუჟეტებში. აქედან ძალიან კარგად ჩანს ის, თუ როგორი კოლეგიალობა იციან „რუსთავი2“-ის ე.წ. ჟურნალისტებმა.

    რაც შეეხება ნაც.მოძრაობის დღევანდელ სპიკერს, გიორგი ტუღუშს, რომელიც იყო სააკაშვილის ომბუცმენი და სააკაშვილის ბოლო სასჯელაღსრულების მინისტრი, მანაც გაავრცელა ბინძური ტყუილი, ბინძური სიცრუე. ესეც არ გვიკვირს ჩვენ ბუნებრივია გიორგი ტუღუშისგან. მან თქვა, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს ამ უბანს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ესენი იყვნენ ნაც.მოძრაობის წარმომადგენლები, ისინი თავს დაესხნენ საარჩევნო უბანს, შეეცადნენ საარჩევნო უბნის ჩაშლას, ყუთის გატაცებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ ვპირდებით ნაც.მოძრაობის აქტივისტებს და მათ შორის იმამყულიევს, რომელიც იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი, ისინი ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

  • მამუკა მდინარაძე ვაშლიჯვრის დასახლებაში ამომრჩეველს შეხვდა

    ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა მდინარაძე ვაშლიჯვრის დასახლებაში ამომრჩეველს შეხვდა.მან მოსახლეობის პრობლემები მოისმინა, რომელთა შორის მთავარი ვაშლიჯვარში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დასახელდა.ადგილობრივები ვიწრო გზებსა და გადატვირთულ მოძრაობას უჩივიან.მამუკა მდინარაძემ შეკრებილებს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარების პირობა მისცა.

  • "ენმ საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო კანტორას"- მამუკა მდინარაძე
    ვრცელდება ინფორმაცია, რომ  რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა თვითნებურად გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო „რუსთავი2“-ისა და  კაბელების საქმის სარჩელების გამოცვლის ფაქტი,  რაზეც თქვენ უკვე იცით და რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიური საუბარი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს თუ კანტორას, მაგრამ განმარტების გარეშე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სხდომის გადადების ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მას აღარ აქვს სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს ის ვარაუდობს, რომ არ გამოვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. შესაბამისად, ჩნდება ორი ვერსია, ერთი გადის ამ პარტიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციებს, მეორე, ის ცდილობს, რომ ან ზეგავლენა მოახდინოს, ან გადაარწმუნოს მოსამართლეები, რომ მათ მიიღონ სხვაგვარი, არაობიექტური გადაწყვეტილება. მე მოვუწოდებ თითოეულ მათგანს და საკონსტიტუციო სასამართლოს რიგით თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის, მორალის შესაბამისად, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის დაკნინება მსგავსი ქმედებებით არ შეიძლება.    

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური