ჩინეთში დაიწყო რუსი და ჩინელი ინჟინრების შექმნილი რეაქტიული სამგზავრო ლაინერის წარმოება

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021 12:58

ჩინეთში დაიწყო რუსი და ჩინელი ინჟინრების მიერ შექმნილი პირველი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავის წარმოება. ამის თაობაზე "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შანხაის კომიტეტის ოფიციალური გაზეთის Jiefang Daily–ს თანახმად, იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავი C929 კონკურენციას გაუწევს Boeing 787 Dreamliner-ს.

თვითმფრინავის პროტოტიპი 2018 წლის ნოემბერში, ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში, ქვეყნის უდიდესი საავიაციო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე წარმოადგინეს.

თვითმფრინავის ძირითადი ვერსია, სახელწოდებით CR929-600, განკუთვნილია 12 ათას კილომეტრამდე 280 მგზავრის გადასაყვანად.

 

წაკითხულია 112 ჯერ

Related items

  • მკვლევარებმა აღმოაჩინეს პატარა კიბორჩხალა, რომელიც სავარაუდოდ დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდა

    უცხოელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს პატარა კიბორჩხალა, რომელიც სავარაუდოდ დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჩინელმა, ამერიკელმა და კანადელმა მეცნიერებმა მიანმარის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს, პატარა კიბორჩხალა, რომლის ასაკიც 100 მილიონი წლისაა. მეცნიერებმა პატარა კიბორჩხალას, რომელიც, როგორც ამბობენ, დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდა, „კრეტაფსარა ათანატა“ (Cretapsara athanata) დაარქვეს. ისინი ფიქრობენ, რომ კრეტაფსარა შესაძლოა ტყის ფსკერზე მტკნარ წყალში ცხოვრობდა.

    ჰარვარდის უნივერსიტეტის ორგანიზმისა და ევოლუციური ბიოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი, ხავიერ ლუკი აცხადებს, რომ ნიმუში არის ბრწყინვალე, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილია და არც ერთი საცეცი არ აკლია მის სხეულს.

  • გაიცანი შენი საყვარელი ჩინელი "პანდა პაპა" - პროფესორი ჰუ ჯინჩუ! (ვიდეო)

    გაიცანით თქვენი საყვარელი ჩინელი "პანდა პაპა" - პროფესორი ჰუ ჯინჩუ! 92 წლის პენსიონერი, მსოფლიოში წამყვანი ექსპერტია გიგანტური პანდების შესწავლის საქმეში.

    ჰუ ჯინჩუ ხელმძღვანელობდა სპეციალურ ჯგუფს, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანი იყო სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში აღმოჩენილი იშვიათი სახეობების, ჯიშების კვლევა და შესწავლა. 

    როგორი იყო ეს გამოცდილება? როგორ შეასრულა ამ ჯგუფმა თავისი მისია? და რა არის მისი ერთად-ერთი სინანული? მიაო სიაოჯუანი სააგენტო "სინხუადან" და ბრიტანელი მკვლევარი ალის ჰიუზი მას სახლში ესაუბრებოდნენ.

    "სინხუას" გლობალური სერვისის პროდუქცია

     

     

  • ავიაკატასტროფა დასავლეთ ვირჯინიის შტატში

    ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლეთ ვირჯინიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" წერს.

    ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთძრავიანი Beechcraft C23-ის ტიპის თვითმფრინავი, ფეიეტვილის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

     

  • შვედეთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

    შვედეთის ქალაქ ორბროს მახლობლად აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ორ ძრავიანი თვითმფრინავი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პირები პარაშუტისტები იყვნენ. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    შვედეთის ქალაქ ორბროს მახლობლად თვითმფრინავმა, რომელიც პარაშუტით გადმოხტომისთვის იყო შექმნილი, გაურკვეველი მიზეზების გამო აფრენიდან მალევე კატასტროფა განიცადა.

    ორებროს პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ლარს ჰედელინმა განაცხადა, რომ ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 1 პილოტი და 8 პარაშუტისტი. ჰედელინმა ზუსტი ციფრები ვერ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფი ადამიანების უმეტესობა დაიღუპა.

    პოლიციის პრესსპიკერმა ლარს ჰედელინმა მომხდარს "სრული ავარია" უწოდა და თქვა, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.

  • რატომ ვერ ხსნიან დასავლური პოლიტიკური თეორიები საუკუნოვანი ჩინური კომუნისტური პარტიის წარმატებას?!

      

    სონამ ცერინგმა შორიდან ჩამოსულ სტუმარს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს - სი ძინფინგს 3,300 მეტრის სიმაღლეზე, შესთავაზა ჰადა - ტრადიციული ტიბეტური აბრეშუმის შარფი, რომელიც სიწმინდისა და კეთილსინდისიერების სიმბოლოა.

    ტიბეტელი მესაქონლე, რომლის ოჯახი დიდი ხნის მანძილზე იბრძოდა, რათა თავი დაემკვიდრე-ბინა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ჩინგის პროვინციის მთიან სოფელში, ახლა სიღარიბის დაძლევის სუბსიდირებისა და მთავრობის სესხების წყალობით 80-ი ცხვრის და 20-ი მსხვილფეხა საქონლის მფლობელია.

    სონამ ცერინგმა, რომელიც უკვე გამოემშვიდობა ნგრევის პირას მყოფ, უსწორმასწორო კედლებით გარშემორტყმულ სახლს, სი ძინფინგს უმასპინძლა თავის ახალ სახლში, რომელიც აღჭურვილია სველი წერტილით და სავალი ბილიკით, რომელიც სადარბაზომდე მიდის. „პარტიის ხელსაყრელი პოლიტიკის წყალობით, ჩვენი მწყემსების ცხოვრება ყოველდღიურად უკეთესი ხდება,” - განაცხადა სონამ ცერინგმა.

    სი ძინფინგის ვიზიტი ერთი თვით ადრე შედგა, ვიდრე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მარქსისტური პარტია, რომლის წევრების რაოდენობაც 50-დან 95 მილიონამდე გაიზარდა, თავის ასი წლის იუბილეს აღნიშნავდა.

    გასული საუკუნის განმავლობაში კომუნისტურმა პარტიამ, ოდესღაც გაღატაკებული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა, მსოფლიოში ეკონომიკის სიდიდით მეორე ქვეყნად გადააქცია. კომუნისტური პარტიის დამსახურებით ჩინეთმა მიაღწია სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და გრძელვადიან სოციალურ სტაბილურობას, რასაც გლობალური შედეგები მოჰყვა.

    კომუნისტური პარტიის თაოსნობით, მოდერნიზაციის მიზანი, რომლისკენაც მიილტვოდა ჩინელი ხალხი, ისეთები როგორიცაა მაგალითად, სონამ ცერინგი, აღარ წარმოადგენს მიუღწეველ შედეგს. დასავლური პოლიტიკური თეორიები ვერ ხსნიან კომუნისტური პარტიის წარმატებას. პარტიისთვის, რომელიც კვლავ რჩება ხალხის სამსახურში, ქვეყნის 1,4 მილიარდი მოქალაქე, სიძლიერის ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს.

    „ჩვენი საკუთარი“ პარტია

    ჩინეთის კომუნისტური პარტია არსებითად განსხვავდება დასავლური სტილის პოლიტიკური პარტიებისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩინელი ხალხი მას მიიჩნევს, როგორც „ჩვენი საკუთარი პარტია“.

    XX-ე საუკუნეში, იმ დროს, როდესაც ჩინელი ხალხი ჯერ კიდევ იბრძოდა უცხოური შემოსევებისა და საერთაშორისო თავდასხმების წინააღმდეგ, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ჩამოაყალიბა ორიგინალური მისია, გაეაახალგაზრდავებინა ჩინელი ერი და მოეტანა ბედნიერება ჩინელი ხალხისთვის. მას შემდეგ პარტია ხალხის საჭიროებებს გარდაქმნის კონკრეტულ ქმედებებად.

    ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს ფიცი აქვთ დადებული, რომ იბრძოლებენ ხალხის თავისუფლების, დემოკრატიისა და ბედნიერებისთვის. თავგანწირვის მიუხედავად, მათ სამაგალითო როლი ითამაშეს სივრცისა და დროის საზღვრების გადალახვაში და, როგორც საქმის ერთგულებს, არასოდეს წაუღიათ თავიანთი სიტყვები უკან.

    ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი, საკმაოდ განათლებული ადამიანი - ლი დაჟაო დააპატიმრეს და აწამეს 1927 წელს. 38 წლის ასაკში ლი, რომლის სტატიებიც ინსპირაციის წყაროს წარმოადგენდა მილიონობით ჩინელი ახალგაზრდისთვის, დარჩა საკუთარი რწმენის ერთგული, მაშინაც კი, როცა აღმოჩნდა სიკვდილთან პირისპირ. სახრჩობელა, რომელზეც ის ჩამოახრჩვეს, ითვლება  N1 კულტურულ რელიქვიად და ინახება ჩინეთის ეროვნულ მუზეუმში. 

    ფაქტები გვიჩვენებს, რომ კომუნისტური პარტიის 3,7 მილიონზე მეტმა წევრმა 1921-1949 წლებში მსხვერპლად შესწირა თავი ხალხისთვის რესპუბლიკის დამკვიდრებისკენ სწრაფვას. მათ რიგებში არ აღირიცხება ის პიროვნებები, რომლებიც გარდაიცვალნენ გაურკვეველ ვითარებაში.

     

    ჩინელი კომუნისტების ქვეყნისათვის თავგანწირვა კვლავაც ჩანს მათ ბოლოდროინდელ მცდელობებში, როგორიცაა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და კოვიდ-19-ის ეპიდემია. პარტიის 39 მილიონზე მეტი წევრი იბრძოდა მოწინავე რიგებში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, რომელთაგანაც, ოფიციალური მონაცემებით 400-ზე მეტი დაიღუპა.

    ყველა ვაღიარებთ, რომ სიღარიბე არ შეესაბამება სოციალიზმს, ამიტომ კომუნისტურმა პარტიამ ჩინელ ხალხს უბიძგა რეფორმებისაკენ, რამაც უამრავი ადამიანის ბედი შეცვალა. მათ შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატი გლეხი მო იანი და ნან ქუნჰუი, რომელიც ერთ დროს მეწაღე გახლდათ. 1949 წლიდან 2019 წლამდე, ჩინეთის ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი საშუალოდ 6.1 პროცენტით გაიზარდა.

    კომუნისტური პარტიის ლიდერები თანმიმდევრულად ორიენტირებულნი იყვნენ თავიანთ ხალხზე. ჯერ კიდევ 1934 წელს, როდესაც კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით წითელი არმია იბრძოდა არსებული გომინდანის პარტიის მმართველობის წინააღმდეგ, ჩინელი ხალხის გასათავისუფლებლად, მაო ძედუნი აღნიშნვდა: „ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მასების წინაშე არსებული პრობლემები - საკვები, თავშესაფარი, ტანსაცმელი, საწვავი, ბრინჯი, ზეთი, მარილი, ავადმყოფობა, ჰიგიენა და ქორწინება". იგი ასევე დასძენდა: „მოკლედ, მასების ყოველდღიური ცხოვრების ყველა პრაქტიკული პრობლემა მოითხოვს ჩვენს ყურადღებას“. თავისი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, მაო ძედუნმა 1949 წელს გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის დაარსება.

    ათწლეულების შემდეგ მაო ძედუნის სიტყვებს ეხმიანება სი ძინფინგი: „ჩვენი მიზანია ჩინელი ხალხის უკეთესი ცხოვრება. არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნებიან ჩვენი პარტიის წევრები, ისინი ყოველთვის ჰკითხავენ სოფლის მოსახლეობას - როგორ ცხოვრებას მოელით, როგორი გინდათ რომ იყოს? მოდით, ერთად ვიმუშაოთ უკეთესი ცხოვრებისთვის“. ეს სიტყვები მან წარმოთქვა ცინხაიში ტურის დროს. საარსებო წყაროსთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის დასაქმება, შემოსავლის განაწილება, განათლება, სოციალური დაცვა, სამედიცინო დახმარება, საცხოვრებელი, მოხუცთა და ბავშვთა მოვლა და სურსათის უსაფრთხოება - ეს ყველაფერი უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა სი ძინფინგისთვის.

    ჩინეთმა ომი გამოუცხადა დაბინძურებას, რადგან ხალხმა მოითხოვა „გამჭვირვალე წყლები და აყვავებული მთები". ქვეყანამ გამოთქვა ამბიცია, რომ ნახშირბადის გამონაბოლქვი პიკს მიაღწევდა 2030 წლისთვის, ამიტომ 2060 წლისთვის მათ უნდა მიაღწიონ ნეიტრალობას. მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2000-დან 2017 წლების პერიოდში კაცობრიობის მიერ ბუნების გაჯანსაღებაში შეტანილი წვლილის მეოთხედი ჩინეთზე მოდის.

    განუყოფელი, დაუმარცხებელი

    1930 წელს ედგარ სნოუ ესტუმრა ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის ცენტრს - იანანს, სადაც ამერიკელმა ჟურნალისტმა აღმოაჩინა კლდისებრი სოლიდარობა ხალხს შორის. წითელ არმიას, თუმცა გაძარცვულს და ცუდად შეიარაღებულს, ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ხიბლი. სნოუს დაკვირვებით, ხალხისა და პარტიის ერთიანობა რჩებოდა უცვლელი. ძველად, ადამიანები საკუთარი სურვილით აძლევდნენ რევოლუციონერ ჯარისკაცებს საკვებს და საკუთარი ხის კარებიც კი დაშალეს, რათა დაღუპულთათვის საკაცეები გაეკეთებინათ.  

    კოვის-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ასობით მილიონი ჩინეთის მოქალაქე თავად გამოეხმაურა პარტიის და მთავრობის მოწოდებას თვითიზოლაციასთან დაკავშირებით ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. „გამოიღვიძეს მსოფლიო ქარხნების ძრავებმა“ და ყოველდღიურად ნიღბების წარმოებამ 100 მილიონს გადააჭარბა.

    დღესდღეობით ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრები შეგიძლიათ ამოიცნოთ ფერმერებს, სტუდენტებს, კერძო მეწარმეებს და უცხოური კომპანიების ჩინელ თანამშრომლებს შორისაც კი. მიუხედავად მათი განსხვავებული ასაკისა და სამუშაოსი, ყველა ემსახურება ხალხს - ეს არის პარტიის ფუნდამენტური მიზნების ყველაზე მოკლე და ზუსტი შეჯამება.

    ჩინელი ხალხი საკუთარი მეთოდებით ცდილობდა გამოეხატა კომუნისტური პარტიის კარგი მმართველობა - მათ აღმართეს წითელი ბანერები რათა მადლიერება გამოეთქვათ მიწისძვრის დროს  მაშველების მიერ გაწეული დახმარებისათვის, ფეხის წვერებზე მდგარი ბავშვები წყალს აწოდებდნენ წყალდიდობის დროს მაშველებს, ოთხმოც წელს გადაცილებული ადამიანები ქედს იხრიდნენ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული მედიკოსების წინაშე, სოფელ ხინჯიანგის მაცხოვრებლებმა ყვავილები გადასცეს წამომადგენლებს, ვინც მათ უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაში დაეხმარნენ. 2020 წლის ჰარვარდის უნივერსიტეტის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ჩინეთის მოსახლეობის 93 პროცენტი სრულ კმაყოფილებას გამოთქვამს მთავრობის მიმართ.

    აღმოსავლეთ ჩინეთის სოფელი ხიაოგანგი შეფასდა, როგორც ნომერი პირველი რეფორმირებული სოფელი. 1978 წელს 18 ფერმერი აღმოჩნდა დიდი რისკის ქვეშ, როცა მათ ფარულად გააფორმეს ხელშეკრულება კოლექტიური მიწის ინდივიდუალურ მეურნეობებზე გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულების მეურნეობების პასუხისმგებლობის სისტემა რამდენიმე წელიწადში გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხიაოგანგს დღემდე მოიხსენიებენ, როგორც საუკეთესო მაგალითს, თუ როგორ გააერთიანა კომუნისტურმა პარტიამ ფართო მასების სიბრძნე ეროვნული პრობლემების გადასაჭრელად.

    ჩინეთის „მთელი პროცესების დემოკრატია", როგორც სოციალისტური დემოკრატიის ნიშანი, რომელიც განასხვავებს მას დასავლური პოლიტიკური სისტემებისგან, ჩანს ყველა პროცესში, მათ შორის არჩევნებში, გადაწყვეტილებების მიღებაში, ადმინისტრაციასა და ზედამხედველობაში. ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიიღება პროცედურულ საფუძველზე და მიჰყვება დემოკრატიულ განხილვებს.

    პარტიის ხელმძღვანელობის წინადადებების ფორმულირებისას მე-14 ხუთწლიანი გეგმის შემუშავების მიზნით, განხილულ იქნა კომენტარების და წინადადებების ვრცელი ნუსხა სხვადასხვა სექტორებიდან, რასაც დაემატა მილიონზე მეტი ონლაინ კომენტარი ერთი კვირის განმავლობაში. საბოლოოდ, პროექტის შემუშავების პროცესში აისახა 546 კომენტარი და წინადადება, რასაც სი ძინპინმა უწოდა „კომუნისტური პარტიის შიდაპარტიული დემოკრატიის და ჩინეთის სოციალისტური დემოკრატიის ნათელი მაგალითი". პარტიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩინეთს არ სჭირდება დასავლეთში ნაპოვნი დემოკრატიის მოდელი, დაამყარა დემოკრატია, რომელიც თავად ქვეყანას შეეფერება.

    დაუსრულებელი თვითგანვითარება

    გასული საუკუნის განმავლობაში პარტია მუდმივად ადაპტირდებოდა პოლიტიკურ ცვლილებებთან. ერთ-ერთი უკანასკნელი ასეთი ცვლილებაა ჩინეთის მიერ სამშვილიანი კანონის მიღება მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის დემოგრაფიული სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. მაგრამ რაც უცვლელი რჩება, გახლავთ კომუნისტური პარტიის დამოკიდებულება ჩინელი ხალხისადმი - ურთიერთობა, რომელსაც ხშირად ახასიათებენ შემდეგნაირად - „განუყოფელი, როგორც თევზი და წყალი.“

    ჩინეთის კომუნისტური პარტია კორუფციას მიიჩნევს ყველაზე დიდ საფრთხედ თვითგადარჩენასა და ჩინელ ხალხთან ურთიერთობაში. 1952 წელს ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ლიუ ქინგშანი და ჟანგ ზიშანი, პარტიის ორი კორუმპირებული მაღალჩინოსანი, რაც ახდენს პარტიის ადრეული ანტიკორუფციული გადაწყვეტილების დემონსტრირებას. ეს განსაზღვრება დღემდე რჩება.

    ბოლო წლებში კომუნისტური პარტიის მიერ მექრთამეობის აღმოფხვრამ გააძევა კორუმპირებული ჩინოვნიკები - დაბალი დონის „ბუზებიდან" მაღალი რანგის „ვეფხვებამდე". პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის ყოფილი წევრის - ჩოუ იონგკანგის გამოძიებამ შოკი მოჰგვარა ზოგიერთ გარეშე პირს, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ კომუნისტური პარტიის ანტიკორუფციული კამპანია ვერასოდეს აიყვანდა თავის გავლენას ასეთ სიმაღლეზე.

    2015 წლს, როდესაც შანდონგის პროვინციაში სახელმწიფო მოხელემ ვერ შეძლო ადგილობრივი გამყიდველისათვის ორი ვაშლის საფასურის გადახდა, მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა. თუმცა ეს არ ყოფილა თხუნელას სოროს მთად გადაქცევის შემთხვევა, როგორც ეს მაოს ცნობილი ანეკდოტიდან ჩანს. 1948 წელს, როდესაც ჩინეთი სამოქალაქო ომმა მოიცვა, კომუნისტურმა პარტიამ გადაწყვიტა არ აეღო თითო ვაშლი მოსახლეობისგან, რადგან, მაოს მიხედვით, „ისინი თავად იყვნენ ხალხის ვაშლები“.

    ამ ვალდებულების საფუძვლად, სი ძინფინგი მოუწოდებდა კომუნისტური პარტიის ყველა წევრს ჰქონოდათ სიმტკიცე და ნებისყოფა, რათა შეუპოვრად გაეგრძელებინათ ეს „დაუსრულებელი“ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. 2020 წელს დაახლოებით 604000 ადამიანს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა ჩინეთის მექრთამეობის წინააღმდეგ მებრძოლი ზემმდგომი ორგანოების მიერ.

    ბოლოდროინდელი კამპანიის დროს, შეხვედრაზე სი ძინფინგმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარტიის მიერ ხალხთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება. ეს კამპანია იყო კომუნისტური პარტიის ბოლოდროინდელი მცდელობა, რათა გააერთიანოს თავისი წევრების აზრი, გააძლიეროს დისციპლინა და გაზარდოს მორალი, რომლისკენაც ისწრაფვის.

    კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობს ჩინელ ხალხს, რათა შეძლონ ჩინეთის დიდ თანამედროვე სოციალისტურ ქვეყნად ჩამოყალიბება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქნება ძლიერი, დემოკრატიული, კულტურულად განვითარებული, ჰარმონიული და ლამაზი. ეს იქნება უდიდესი მოდერნიზაცია, რომელიც მიღწეულია მშვიდობიანი განვითარების გზით კაცობრიობის ისტორიაში.

    ცოტა ხნის წინ სამი ჩინელი ასტრონავტი, რომლებიც კომუნისტური პარტიის წევრები გახლავთ, გაფრინდნენ კოსმოსში და შევიდნენ კოსმოსური სადგურის ბურთვულ მოდულში - „Tianhe“, რომელიც იქნება მათი სახლი მომდევნო სამი თვის განმავლობაში. უცხოელი ასტრონავტები სიამოვნებით ითანამშრომლებენ ჩინელ კოლეგებთან, მას შემდეგ, რაც დასრულდება ჩინური კოსმოსური სადგურის მშენებლობა კონცეფციით: „საზოგადოება საერთო მომავლით კაცობრიობასთან“.

    მაშინ როცა ისტორიულ ქრონიკებში იწერება დიდებული საუკუნის შესახებ, ჩინეთის კომუნისტური პარტია მზადაა დაწეროს ახალი თავი ხალხისთვის და ხალხთან ერთად.

     

     

    სტატია მომზადებულია ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ მასალის მიხედვით.

    ინგლისურიდან თარგმნა ლიკა ოთინაშვილმა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური