კომპანია "სოკარი" საწვავზე ფასებს ამცირებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021 12:37

კომპანია "სოკარი" წლების განმავლობაში ცდილობს, რომ ლოიალურ მომხმარებელს სხვა და სხვა აქციის სახით განსაკუთრებული პირობები შესთავაზოს და ენერჯი ბარათიც ამ პოლიტიკის ნაწილია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კომპანია "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და არაერთმა საშინაო თუ საგარეო ფაქტორმა საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. "ვფიქრობთ, რომ ჩვენი ვალია მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ საწვავის სიძვირით გამოწვეული ტვირთი ჩვენს, უკლებლივ ყველა მომხმარებელს", - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.
აქედან გამომდინარე დღეიდან, საწვავზე შეღავათიანი ფასით ჩვენს ყველა მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს. მიუხედავად იმისა, რომ ენერჯი ბარათის მფლობელთათვის ამ ეტაპზე ექსკლუზიური ფასდაკლების სისტემა უქმდება, არსებული ფასდაკლება იმაზე მეტია, რაც აქამდე ენერჯი ბარათზე იყო; კერძოდ საწვავი გაიაფდა:
ნანო რეგულარზე -20 თეთრით,
ნანო პრემიუმზე -17 თეთრით,
ნანო სუპერზე -17 თეთრით,
ნანო დიზელზე -21 თეთრით და
ნანო ევრო დიზელზე -17 თეთრით
ამას გარდა, ენერჯი ბარათზე დაგროვების სისტემა ისევ ძალაშია. 1 ლიტრ შეძენილ ბენზინსა, თუ დიზელზე, ბარათის მფლობელებს 3 თეთრი დაერიცხებათ; წინასწარ, აპლიკაციით შეძენის შემთხვევაში კი - 6.
გარდა ამისა, ძალაში რჩება არაერთი აქცია რომლითაც ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს მომავალშიც აუცილებლად გავანებივრებთ.
მეტი დეტალი იხილე აქ: https://bit.ly/2YAaluJ

წაკითხულია 98 ჯერ

Related items

  • ქართველ ქალებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ მათთვის დაუძლეველი არაფერია
    ქართველ ქალებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ მათთვის დაუძლეველი არაფერია და ნებისმიერი სფეროს ათვისება შეუძლიათ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ნავთობკომპანია "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი თქმით, მიუხედავად ამისა, "სოკარის" მეგობარს, განათლებით ფილოსოფოს და ხელოვნებათმცოდნე - ელენე სიდამონიძეს, რომლის გატაცებაც მეკლდეურობა და „ოფ-როუდია“, ხშირად ესმის ხოლმე საყვედურნარევი შეგონებები: „კლდეზე ცოცვა რა გოგოს საქმეა?“, „მანქანა რა გოგოს საქმეა?“, „როდის უნდა დაჭკვიანდე?“ და ა.შ.
    ამას ელენესთვის ხელი არ შეუშლია და დღეს ის Rally Adventure Georgia 2021-ის გამარჯვებულია.
    საინტერესოა, როგორ დაიწყო ელენეს თავგადასავალი „ოფ-როუდში“ და თავად რას ფიქრობს იმ სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც ამ გზაზე (უფრო სწორად, ჩვენს შემთხვევაში უგზოობაში) უწევს:
    „მანქანას რამდენიმე წელია ვმართავ, ძალიან მაინტერესებდა და ჩემით ვისწავლე. სამწუხაროდ ამ ეტაპზე საკუთარი ავტომობილი არ მყავს და პერიოდულად ვქირაობ ხოლმე, რათა ეს ინტერესი დავიკმაყოფილო. ამ ზაფხულს მეგობარმა შემომთავაზა მისი 4x4 გამავლობის მანქანა მეცადა უგზოობაზე და ასე დაიწყო უფრო დიდი “off road” თავგადასავალი. უგზოობაზე მართვამ კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამიჩინა და დავრეგისტრირდით სათავგადასავლო რალიზე - Rally Adventure Georgia, რაც გულისხმობდა 6 დღეში 1500 კილომეტრის შემოვლას საქართველოს გარშემო, ძირითადად უგზოობაზე. რეგისტრაციიდან რალის დაწყებამდე მოსამზადებელ პერიოდში მივხვდი, რომ ამ ამბავს უკვე სერიოზულად ვუყურებდი და ავტოსპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდებოდა.
    ვფიქრობ, სირთულეების დანახვა და გადახალვა ინდივიდუალურია, კონკრეტული დაბრკოლებები, რაც ამ სპორტში მრავლად და მრავალგვარი გვხვდება, ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს დიდი სირთულე, მეორემ კი ბევრად მარტივად გადალახოს, ამიტომ, უნივერსალური „პრობლემა“ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცოდნის და პრაქტიკის ნაკლებობა. ერთია, იცოდე მანქანის მართვა და მეორეა მართავდე მანქანას უგზოობაში, რაც ავტომობილის და მისი მუშაობის პრინციპის ზედმიწევნით კარგ ცოდნას მოითხოვს, რათა რთულ პირობებში მაქსიმალურად სწორად გამოიყენო მისი შესაძლებლობები. როგორც წესი, გოგოებს გვაკლია ხოლმე ის ცოდნა, რაც პრაქტიკაში მიიღება. ეს თავისთავად უფრო რთულს ხდის ჩვენს ასპარეზობას. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ გოგოების ავტოსპორტში მონაწილეობას და მგონია, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია.“
    ელენე მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და დარწმუნებული ვართ, მომავალში წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები ელის.
    მანამდე კი, ერთი უბრალო ჭეშმარიტება გადავიმეოროთ: #ქალივიციმესაჭესთან
  • მედიაჰოლდინგი TV-24, ნავთობკომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს

    მედიაჰოლდინგი TV-24, აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი აზერბაიჯანელი მწერლის, დრამატურგის და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის შემოქმედებას.

    მაყურებელს და მსმენელებს, პირველად შესაძლებლობა ექნება ქართულ ენაზე მოისმინოს ნარიმანოვის რომანის „ბაჰადური და სონა“ აუდიო ვერსია. ამ ღონისძიებას სპეციალურად მიეძღვნა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის ბადრი ნაჭყებიას საავტორო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა მეცნიერებათა დოქტორი აიგულ ისაევა.

    სწორედ აიგულ ისაევაა ის პირი, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა ნარიმან ნარიმანოვის ნაწარმოებების თარგმანი ქართულ ენაზე.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა. სოკარ ჯორჯია მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

    აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" სოციალურად აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. კომპანია მხარს უჭერს ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

  • აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ისეთი მყარია, მას ვერაფერი დაასუსტებს, აცხადებს „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი

    „აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს და ქართველ ხალხს ძალიან დიდ პატივს სცემს". ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში აზერბაიჯანის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე განაცხადა.
    მისი თქმით, დღეისათვის აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და ისეთი მყარია, მას ვერაფერი დაასუსტებს.
    აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ისტორიულად აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ისინი მეგობრული და მოძმე სახელმწიფოები არიან.
    „საქართველო და აზერბაიჯანი ისტორიულად მეგობრები არიან. დღეისათვის მათ თანამშრომლობის მჭიდრო ურთიერთობები გააჩნიათ პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში. იმედია მომავალში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერი გახდება“, - აღნიშნა როვნაგ აბდულაევმა.
    შეგახსენებთ, რომ დღეს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო.
    ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საერთაშორისო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ნავთობკომპანია "სოკარის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი დაესწრო. მიღებაში მათ გარდა მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
    აზერბაიჯანის საელჩოში გამართული მიღება საზეიმო ფეირვერკით დასრულდა, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა მოწვეული სტუმრები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო

    დღეს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო.
    ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ნავთობკომპანია "სოკარის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი დაესწრო. მიღებას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
    მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლი დაიბრუნა და „სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტს, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში სერიოზულ სამხედრო საფრთხეს ქმნიდა ბოლო მოუღო".
    აზერბაიჯანის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს 44-დღიან ომში აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, როგორც განსაკუთრებულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს.
    მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
    „აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის მომგებიანი პარტნიორობა ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთპატივისცემა და სოლიდარობა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ ფორმატს, ჩვენს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ხაზი გაუსვა ფაიგ გულიევმა.
    ღონისძიების ოფიციალური განყოფილების დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც ქართველმა და აზერბაიჯანელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.
    აზერბაიჯანის საელჩოში გამართული მიღება საზეიმო ფეირვერკით დასრულდა, რომელმაც მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებაში მოიყვანა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • კომპანია „როშ ჯორჯიას“ მხარდაჭერით სპინალურ კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური დიაგნოსტიკა უკვე ხელმისაწვდომია

    სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური დიაგნოსტიკა ხელმისაწვდომი ხდება. როშ ჯორჯიას, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდს, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა და საქართველოს ნერვკუნთოვან დაავადებათა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
    „სპინალურ კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებისთვის დიაგნოზის დასადასტურებელი გენეტიკური ტესტი აღარ იქნება ფინანსურად ხელმიუწვდომელი. მემორანდუმის ფარგლებსი იშვიათი და გენეტიკური დაავადებების ფონდის ხელშეწყობით და როშ ჯორჯიას ფინანსური მხარდაჭერით გენეტიკური ტესტირება რეალობად იქცა. აღნიშნული გენეტიკური ტესტირების დროს ხდება SMN1 და SMN2 განსაზღვრა, რაც მნიშვნელოვანია დაავადების სწორი მენეჯმენტისთვის და სამომავლო მკუნრალობის გამოსავლის განსაზღვრისთვის. ყველა პაციენტს ვისაც სპინალური კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზი კლინიკური სიმპტომების მიხედვით აქვთ დასმული შეძლებს ჩაიტაროს გენეტიკური ტესტირება სრულიად უფასოდ,“ - აღნიშნავს „როშ ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი. 

    „ჩვენი ფონდის პოლიტიკა, დღესდღეობით, არის პაციენტებზე და მათ საჭიროებაზე მორგებული ინიციატივები და წინგადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ვცდილობთ ყველა ჩვენი აქტივობა მიმართული იყოს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. პირველი ნაბიჯი არის სწორედ ის, რომ ყველა პაციენტს ჩაუტარდება უფასო გენეტიკური ტესტირება. მომავალში როცა მკურნალობა იქნება ხელმისაწვდომი, პაციენტების მკურნალობის ეტაპები იყოს ადეკვატური და ეფექტური,“ - აღნიშნა გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის დირექტორმა ოლეგ ქვლივიძემ.

    დროული დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ექიმი ნევროლოგებიც საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ რომ დაავადება და მისი მართვა საკმაოდ რთულია, შესაბამისად, დროულ დიაგნოსტიკას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია.

    „სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) საკმაოდ მძიმე გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების ატროფიას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს. სკა იშვიათი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება და დაახლოებით 11 000 დან 1 ახალშობილს აღენიშნება მსოფლიოში. უმეტესად დიაგნოსტირდება ბავშვთა ასაკში და ჩვილი ბავშვების სიკვდილობის ყველზე გავრცელებული გენეტიკურ მიზეზს წარმოადგენს. სკა-ს გამომწვევია SMN1 გენის მუტაცია, რის შედეგადაც SMN (ესემენ) პროტეინის გამომუშავება მცირდება. SMN პროტეინი ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის. დაავადების სიმძიმე და სიმპტომები მის ტიპზეა დამოკიდებული. სწორედ დიანოსტიკის საფუძველზე განასხვავებენ დაავადების 4 ძირითად ტიპს,“ - დაავადების შესაბ საუბრობს პროფესორი, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნანა ტატიშვილი. 
    „თითეული ნაბიჯი ჩვენი პაციენტების ცოხვრების გაუმჯობესებისთვისაა მიმართული. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით დღემდე. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გენეტიკური დიაგნოსტიკის ხელმსიაწვდომობას ემსახურება, კიდევ ერთი წინგადაგმული ნაბიჯია. დიგნოსტიკა და კვლევები სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშრიებული, ეს იქნება საკმაოდ, დიდი შეღავათი პაციენტთა ოჯახებისთვის. დღეს არსებობენ პაცინეტები, რომელბთაც აღნიშნული დიაგნოზი მხოლოდ კლინიკური გამოვლეებებზე დაყრდნობით აქვთ დასმული, მათთის გენეტიკური ანალიზი ფინანსურად არ იყო ხელმისაწვდომი, რაც საკამოდ მნშვნელოვანია დაიგნოზის დაზუსტებისთვისა და დაავადების უკეთ მართვისთვის,“, - განმარტავს კავშირი „სპინალური კუნთოვანი ატროფიის“ დამფუძნებელი, პაციენტის მშობელი, ბელა უბილავა.
    „დაავადების დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რომ დავადების მართვა უკვეთ შევძლოთ. სწორედ დიაგნოსტიკა გვეხმარება დაავადების ტიპების გამოვლენაშიც. ტიპი 1 ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილის მიზეზი ხდება. სიმპტომები დაკავშირებულია კუნთების ატროფიასა და სისუსტესთან. ღენიშნებათ სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება. ტიპი 2 ვლინდება 7-დან 18 თვის ასაკის ბავშვებში. შესაძლებელია შეამციროს სიცოცხლის ხანგრძლივობა, ამასთან,

    ბავშვები ვერ დადიან, აღენიშნებათ ხერხემლის დეფორმაცია სქოლიოზის სახით, გააჩნიათ სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები. უმრავლესობას ჯდომა შეუძლია, თუმცა შემდგომში ამ უნარსაც კარგავენ. ტიპი 3 ვლინდება 18 თვის ასაკის ზემოთ ბავშვებში და შესაძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს გვიან ბავშვობამდე. აღენიშნებათ კუნთოვანი სისუსტე, რომელიც პროგრესირებს. ტიპი 4 კი, ზრდასრულთა დაავადებაა, ვლინდება 35 წლის შემდეგ. ატროფიის ნიშნები აღმოცენდება ზედა და ქვედა კიდურების კუნთებში, მყესებში, ვრცელდება გულმკერდის არეში“, - დაავადების სიმძიმესა და სიმპტომებზე საუბრობს პროფესორი, საქართველოს ნერვკუნთოვან დაავადებათა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციის პრეზიდენტი, ნანა კვირკველია. 

    როგორც აღვნიშნეთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს, სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტებისათვის გენეტიკურ ანალიზზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს და მის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, რომ კომპანია „როშ ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით გენეტიკური და იშვიათ დაავადების ფონდი SMN1 და SMN2 განსაზღვრისთვის გენეტიკურ ტესტირებას განახორციელებს; ხოლო პროფესიული ასოციაციების ხელშეწყობით მოხდეს პაციენტების გამოვლენა და ინფორმირება არსებული დიაგნოსტიკური ტესტირების ხელმისაწვდომობის შესახებ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური