გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 03 სექტემბერი 2021 10:49

 გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით (Covid-19) 86 ადამიანი გარდაიცვალა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამ ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge

მათივე მონაცემებით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 559 943-ს.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 132 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.72% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 952 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 506 486.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში - 679, აჭარაში - 185, იმერეთში - 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში - 230, აჭარაში - 43, იმერეთში - 35.

წაკითხულია 110 ჯერ

Related items

  • ჯანმო "ომიკრონი"-ს ვარიანტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვარიანტი "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება და იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე Covid-19-ის სხვა ვარიანტები, მათ შორის "დელტა". ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში გაკრიტიკებულია ის, რომ მოგზაურობის აკრძალვა გავრცელდა აფრიკის კონტინენტის სამხრეთით მდებარე ქვეყნებზე, სადაც გაჩნდა „ომიკრონი“-ს ვარიანტი.

    ”რადგან ქვეყნების მზარდი რაოდენობა აწესებს ფრენების აკრძალვას სამხრეთ აფრიკის ქვეყნებზე "ომიკრონი"-ს ახალი ვარიანტის გამო, ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს თვალყური მიადევნონ სამეცნიერო და ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციებს.”- ნათქვამია განცხადებაში.

    აქვე ჯანმო-მ გააკეთა მოწოდება არ დაიხუროს საზღვრები იმ მოტივით, რომ მოგზაურობის შეზღუდვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს აფრიკის ქვეყნებში საარსებო წყაროსა და მიწოდების ჯაჭვებზე.

    ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის ნათელი, არის თუ არა "ომიკრონი" უფრო გადამდები ვიდრე სხვა ვარიანტები, მათ შორის დელტა, და გადადის თუ არა ის უფრო ადვილად ადამიანიდან ადამიანზე. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აფრიკის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში კოვიდდადებითი ადამიანების რიცხვი გაიზარდა.

    ამავე განცხადების მიხედვით, ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება იმის გასაგებად, არის თუ არა ეს მდგომარეობა გამოწვეული "ომიკრონით" თუ სხვა ფაქტორებით.

    ჯანმო-მ ასევე აღნიშნა, რომ ჯერ არ არის ნათელი, იწვევს თუ არა "ომიკრონი" Covid-19-ის სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას.

     

  • აღმოაჩინეს კოვიდ-19-ის ახალი "ბოტსვანას" ვარიანტი

    კორონავირუსი მსოფლიოზე ზემოქმედებას თავისი სხვადასხვა ვარიანტებით ისევ აგრძელებს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

    მათი მონაცემებით, მეცნიერებმა ბოლოს გააკეთეს გააფრთხილება "ძალიან დიდი რაოდენობის" მუტაციის მქონე "ბოტსვანას" ვარიანტის შესახებ.

    გაფრთხილებაში ხაზგასმულია, რომ 32 მუტაციის მქონე ვარიანტმა შესაძლოა თავი დააღწიოს დამცავ სისტემას და უფრო მეტი დაავადება გამოიწვის.

    ვარიანტი ორიგინალური სახელწოდებით „B.1.1.529“ ჯერ-ჯერობით აღმოჩენილია 3 ადამიანში ბოტსვანაში, 6 ადამიანში სამხრეთ აფრიკაში და 1 ადამიანში, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან ჰონგ კონგში გაემგზავრა.

    ლონდონის იმპერიული კოლეჯის ვირუსოლოგმა, დოქტორმა ტომ პიკოკმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ ვარიანტზე მისი სტრუქტურის გამო ხშირი დაკვირვება უნდა განხორციელდეს.

  • 2 ოქტომბერს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ

    არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ.

    ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

    გარდა ამისა სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.

    2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.

  • ჯანდაცვის მინისტრი: ირანი ვაქცინაციის რაოდენობით მსოფლიოში რეკორდსმენია

    ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების მინისტრის ბაჰრამ ეინოლაჰის განცხადებით, ირანმა ამ კვირაში 7.9 მილიონი დოზით ვაქცინაციის მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მანამდე ამ ადგილს გერმანია იკავებდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო 6 მილიონი დოზა ვაქცინა გამოიყენა ერთ კვირაში.

     ირანის საელჩოს საინფორმაციო ბიულეტენი

    წყარო: www.irna.ir/news/84473290/

     

  • კოვიდ-19-ით გამოწვეული დეპრესიის მკურნალობის მეთოდი: "მუზეუმის დათვალიერება"

    ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ექიმებმა დაიწყეს ახალი მკურნალობის ტესტირება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სტრესში არიან და ავლენენ დეპრესიის სიმპტომებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის გამო. ამის თაობაზე "TRT -ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, იმ პაციენტებს, რომლებიც გადიან სტრესის მკურნალობას დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს საავადმყოფო ბრუგმანში, შესთავაზებენ უფასო ვიზიტებს ქალაქის ხუთ საჯარო მუზეუმში.

    თუ საპილოტე მკურნალობის მეთოდის შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, მისი გამოყენების შემდგომი გაფართოება იგეგმება.

    კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელმა ქალაქის საკრებულოს წევრმა, დელფინ ჰუბამ, სამკურნალო პროცესთან დაკავშირებით თქვა, რომ იგი შთაგონებულია კანადის ქალაქ კვებეკის ექიმების მიერ დეპრესიის ნიშნების მქონე პაციენტებისთვის წელიწადში 50-მდე მუზეუმის დათვალიერების რეკომენდაციით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური