2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცესკომ და შსს-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021 18:08

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს. მათ შორის კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის კოორდინირებულ გაცვლას, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი პირველად 2016 წელს მოაწერეს. მას შემდეგ მსგავსი დოკუმენტი ყველა საერთო არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება და აღნიშნულის საფუძველზე მხარეები არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივ ღონისძიებებსა და სასწავლო პროგრამებს ახორციელებენ.

 ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა არჩევნების პროცესში უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

წაკითხულია 186 ჯერ

Related items

  • თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეგობარია - ი. ღარიბაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შეხვდა.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეგობარია, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვანია, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების ნაყოფიერ თანამშრომლობას.საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას, რაც, მთავრობის მეთაურის თქმით, უმთავრესი წინაპირობაა რეგიონში განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერ-მინისტრის "მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა", რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის მონაწილეობას ითვალისწინებს.

    პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    სულეიმან სოილუმ ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან გულითადი მოკითხვა გადასცა.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ვახტანგ გომელაური - არანორმალური საქციელია, როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ
    ვახტანგ გომელაური - არანორმალური საქციელია, როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ, ამას არასდროს ვაპატიებთ, ეს ადამიანები მკაცრად დაისჯებიან.
    შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პირები, რომლებმაც სამართალდამცავებს მთავრობის ადმინისტრაციასთან ფქვილი შეაყარეს და „კეტჩუპი“ შეასხეს, მკაცრად დაისჯებიან. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
    როგორც მან აღნიშნა, პოლიციელების შეურაცხყოფა არავის ეპატიება.
    „ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, სამწუხაროდ. ეს არის მიუღებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც ვაჟკაცურად დგანან და ითმენენ. ისინი 3-4 დღე გარეთ არიან იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. ისინი დგანან იქ და უკაცრავად, მაგრამ ტუალეტის ქაღალდებს და ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც მკაცრად. ყოველთვის ასე იქნება და ამას არასდროს ვაპატიებთ“, - განაცხადა გომელაურმა.
    ცნობისთვის, 2 დღის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებმა პოლიციას ფქვილი შეაყარეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, გიგა მაქარაშვილი, ნატა ფერაძე, ნოდარ რუხაძე და „სირცხვილიას“ სხვა წევრები. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.
     
    წყარო: https://www.facebook.com/bbivanishvili
  • ცესკოს გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) კვლავ გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. ის უკვე მეორედ აირჩიეს და გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციას მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ცესკოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ დღეს  პლენარულ სხდომაზე 84 ხმით, მრავალპარტიული მხარდაჭერით აირჩია. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრს ვინც მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მზად არის გააგრძელოს უმნიშვნელოვანესი საქმე - რასაც არჩევნების ადმინისტრირება ჰქვია:

    „მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა მრავალპარტიული მხარდაჭერის შედეგად გავაგრძელო საქმე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში, - ეს არის არჩევნების და საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება.  ჩემს კონკურენტს კი, წარმატებებს ვუსურვებ მის მომავალ საქმიანობაში.

    ჩვენმა გუნდმა უმოკლეს ვადებში დანერგა არაერთი პროექტი და ეფექტურად განახორციელა საარჩევნო რეფორმები. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ორგანიზაციის საქმიანობა ყოფილიყო სრულიად საჯარო. ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს გეგმას და არაერთი ინიციატივაც გამოვიჩინეთ; გავიხსენებ იმასაც, რომ სწორედ ჩემი მოთხოვნით განხორციელდა დამატებითი გადათვლის პროცედურები საუბნო საარჩევნო კომისიებში გასულ წელს, რამაც საარჩევნო პროცესების მიმართ სანდოობის ზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

    ახლაც სწორედ ამ მიმართულებით ვივლით, - ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ყველა პირობა შექმნილი, რათა ყოველთვის გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ საარჩევნო საკითხებზე ამომწურავი ცოდნა და ინფორმაცია. ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას და ყველა ჩვენი აქტივობა მიზანმიმართული არის და იქნება დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე ჩვენს ქვეყანაში. ასევე გაგრძელდება კონსტრუქციული თანამშრომლობა საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან.

    ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ საქმიანობას, ვემზადებით 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, რომ მაღალპროფესიულ დონეზე გავუწიოთ არჩევნებს ადმინისტრირება,“ განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.   

    გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის 3 აგვისტოდან ხელმძღვანელობს. თავმჯდომარედ არჩევამდე (2008-2021წ.წ.) ცესკოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი. 

    გიორგი კალანდარიშვილი პროფესიით იურისტია, გარდა ამისა მას არაერთ საერთაშორისო სასწავლო კურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, მათ შორის სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის  და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება.

  • სომხეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია - ვ. გომელაური

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს - ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ შსს-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საქართველოსთვის.
    მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.
    "რამდენიმე დღის წინ აქ იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ, სამწუხაროდ, Covid-19-ის გამო ვერ შევძელი მასთან შეხვედრა. თბილისში, ეკონომიკური თანამშრომლობის სომხურ-ქართული მთავრობათშორისი კომისიის სხდომაზე გასული წელი შევაჯამეთ. მანამდე, რამდენიმე შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილთან. ცოტა ხნის წინ სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფებოდა საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და კანონის უზენაესობის დასაცავად“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
    სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯანმრთელობა უსურვა.
    ვახტანგ გომელაური ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს - ვაჰე ღაზარიანს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა სომხეთის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, ასევე, პარტნიორობა ტრანსნაციონალური დანაშაულისა და უსაფრთხოების სხვა გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
    შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზაობა შემდგომი აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
    საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა ხალხთა შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიას და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივებს.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური