ირანის ახალი მთავრობა გეგმავს ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021 12:15

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანმა განაცხადა, რომ ისინი გეგმავენ გააგრძელონ ბირთვული მოლაპარაკებები, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობდა წინა მთავრობის დროს და შეწყდა ივნისში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მათი მონაცემებით, ბდულაჰიანმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში დასმულს შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა 2018 წელში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლების მიერ ცალმხრივად შეწყვეტილი ბირთვულ შეთანხმების აღსადგენად დასავლეთთან მიმდინარე, მაგრამ ივნისში შეწყვეტილ მოლაპარაკებას, განაცხადა: "ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მივესალმებით იმ მოლაპარაკებებს, რომლებშიც ირანის ხალხის ინტერესები იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ არ ვცდილობთ თავი დააღწიოთ მოლაპარაკებების მაგიდას და მე -13 მთავრობა მხოლოდ კონკრეტული მიღწევების შესაბამისად გააგრძელებს მოლაპარაკებებს, რომელიც დააკმაყოფილებს ირანისა და მისი ხალხის ინტერესებს.“

მან აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე მინიშნებით, რომელშიც ისრაელის პრემიერ მინისტრთან ნაფტალი ბენეტთან თეთრ სახლში 27 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ "თუ დიპლომატიაში წარმატება ვერ იქნება მიღწეული, ჩვენ მზად ვართ სხვა ვარიანტებს მივმართოთ", განაცხადა: "ევროკავშირის წარმომადგენლებსაც ვუთხარი რომ არანაირი შედეგი არ იქნებათ, თუ ამერიკელები არ შეწყვეტენ ირანის წინააღმდეგ მუქარის შემცველ ენას."

კითხვაზე, თუ როდის დაიწყება ვენაში ბირთვული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, აბდულაჰიანმა უპასუხა: "მეორე მხარემ იცის, რომ ირანში ახალი მთავრობის ფორმირებას ორი ან სამი თვე დასჭირდება და შეუძლია თავისი გეგმები ამ მიმართულებით გააკეთოს. მოლაპარაკებების საკითხი ნამდვილად არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის დღის წესრიგში."

წაკითხულია 270 ჯერ

Related items

  • ირანში ტრიბუნები ქალებისთვისაც გაიხსნა

    „პერსპოლისის“ ქალი გულშემატკივრები თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე შეიკრიბნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    საფეხბურთო გუნდი „პერსპოლისი“, რომელსაც ირანის სუპერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს, თეირანში, აზადის სტადიონზე თავის ქალ გულშემატკივრებს შეხვდა. 

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პერსპოლისისა“ და „სანატ ნაფტ აბადანის“ მატჩზე დასასწრებად ტრიბუნებზე 500 ბილეთი იყო გამოყოფილი ქალებისთვის.

    „პერსპოლისის“ ქალი გულშემატკივრები თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე შეიკრიბნენ.

  • „გაზპრომი“ ირანში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

    რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ირანთან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი, თეირანში, ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის და რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის გაზპრომის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

    ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მუჰსინ ხოჯასტემეჰრმა განაცხადა რომ აღნიშნული მემორანდუმი, „ყველაზე დიდი უცხოური საინვესტიციო გარიგებაა მისი ქვეყნის ნავთობის სექტორში“.

  • ირანში საბრძოლო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

    ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ, თავრიზში სამხედრო სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ირანული მედია იტყობინება, რომ F5 ტიპის სასწავლო თვითმფრინავი თავრიზში საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის კრიზისების მართვის გენერალურმა მენეჯერმა მუჰამედ ბაქირ ჰუნერბერმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მანქანას და სკოლის კედელს დაეჯახა, სადაც მოსწავლეები არ იყვნენ.

    მისივე განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი და მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა.

    მეორეს მხრივ, ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ავარიის გამომწვევი მიზეზების გამოძიება გრძელდება.

  • ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო

    ირანის, რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, IRNA-ა წერს რომ წვრთნები, სახელწოდებით, „2022 საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთით ტარდება და ეს სამი ქვეყნის მესამე ერთობლივი წვრთნებია.

    წვრთნაში მონაწილეობენ ირანის საზღვაო ძალების და რევოლუციური გვარდიის არმიის ხომალდები და საჰაერო ნაწილები, ასევე რუსეთის და ჩინეთის საომარი და ლოგისტიკური მხარდაჭერის გემები.

    წვრთნების პრესსპიკერმა, კონტრადმირალმა მუსტაფა თაჯედინიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი განხორციელებული წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია.

    „ეს წვრთნები არის ერთობლივი ძალისხმევა სამი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მდგრადი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ოქროს სამკუთხედი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიო ვაჭრობისთვის,“ განაცხადა წვრთნების პრესსპიკერმა მუსტაფა თაჯედინმა.

    ხსენებულ ქვეყნებს შორის, ამ სახელწოდების პირველი ერთობლივი წვრთნები, 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა.

  • ირანი სომხეთისკენ გზაზე აზერბაიჯანს გვერდს აუვლის

    მაშინ, როდესაც ბაქოს აქვს ილუზია, ჩამოაცილოს ირანი სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანს და ვარაუდობს, რომ შეუძლია, ირანის ევროპასთან ვაჭრობა შეაფერხოს და ხელი შეუშალოს ირანის ტრანზიტს, ირანის საინჟინრო-ტექნიკური დელეგაცია გზებისა და ურბანიზაციის მინისტრის მოადგილე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ხაირულა ხადემის ხელმძღვანელობით ეწვევა სომხეთს, რათა ჩაერთოს ტატუს გზის დასრულებაში, რომელიც არის კიდევ ერთი მარშრუტი, რომელიც შეცვლის გორის-ყაფანის გზას. ტატუს დაახლოებით 15 კილომეტრიანი გზის დასრულების შედეგად, ირანი სომხეთისკენ გვერდს აუვლის აზერბაიჯანს და ამ გზით დაუკავშირდება რუსეთსა და ევროპას.

    http://www.ilna.news/fa/'ny/news-1138977

    ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური