„ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის“ განცხადება ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ აუქციონთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 30 აგვისტო 2021 19:25

"ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ „ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის“ განცხადებას ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ აუქციონთან დაკავშირებით:

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არსებული პირობებით ქუთაისის „ტორპედოს“ აუქციონში მონაწილეობას არ მივიღებდით. ბიზნესის მხრიდან პირველი აუქციონის აბსოლუტურმა იგნორირებამ და შედეგად აუქციონის ჩაშლამ კლუბის ამჟამინდელი მეპარტონე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ინტერესის გასაჩენად საჭირო იყო პირობების შეცვლა და ბიზნესის მომთხოვნა-საჭიროებებზე მორგება. გამოცხადდა ახალი აუქციონი პრაქტიკულად იგივე პირობებით, თუმცა გასხვისების ვადამ გადაიწია 15 სექტემბრამდე, რაც კლუბისთვის ასევე დამაზარალებელია. შესაბამისად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არც ამჯერად მივიღებთ მონაწილეობას ამ აუქციონში. მეტიც, ქუთაისის „ტორპედოს“ ინტერესებიდან გამომდინარე, საერთოდ გამოვერთვებით პრივატიზების პროცესს. ვინაიდან კლუბის გადარჩენისთვის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გასვლა ქუთაისის მერიას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი აუქციონების გარეშე, უმოკლეს ვადებში, პირდაპირ გადასცეს კლუბი მსურველ კომპანიას. წარმატებებს ვუსურვებთ „ტორპედოს“ და მის მომავალ ახალ მეპატრონეს", - აღნიშნულია „ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

წაკითხულია 124 ჯერ

Related items

  • EU4Culture საქართველოში კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 3 ქალაქს გრანტს გადასცემს

    1 დეკემბერს 11:00 საათზე ქ.თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პრეს-კონფერენციას და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

    კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, საქართველოდან შერჩეულ იქნა შემდეგი 3 ქალაქი: ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი.

    შერჩეული ქალაქები  მიიღებენ მაქსიმუმ 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად. დოკუმენტზე მუშაობის 6 თვიანი პერიოდი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყება. საბოლოოდ კი, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

    ღონისძიებას დაესწრებიან: ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე - ბ-ნი კატალინ გერმანი; შერჩეული ქალაქის მერები; პროექტის პარტნიორები და EU4Culture პროექტის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიხსნება მისასალმებელი გამოსვლებით და დაჯილდოების ცერემონიით, სადაც შერჩეული ქალაქების მერები ოფიციალურად მიიღებენ საგრანტო სერტიფიკატებს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია მედიის წარმომადგენლებთან.

    EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არადედაქალაქ ქალაქებში. პროექტის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

  • ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ ფასად 34,9 მილიონ დოლარად გაიყიდა

    მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრის, ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი „დიეგო და მე“ აშშ-ში, ნიუ-იორკში, აუქციონზე 34,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. მექსიკელმა მხატვარმა ფრიდა კალომ ამით, როგორც საკუთარი ასევე ლათინოამერიკელ მხატვართა რეკორდიც მოხსნა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას. 

    მათი ცნობით, ნამუშევარი, რომელიც ფრიდა კალომ 1949 წელს დაასრულა, ასახავს მის ქორწინებას ცნობილ მხატვარ დიეგო რივერასთან.

    ნამუშევარზე გამოსახულია რივერას პატარა გამოსახულება კალოს შუბლის შუაში.

    მეორეს მხრივ, გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი, არგენტინაში ერთ-ერთი მუზეუმის მფლობელმა შეიძინა.

     

  • ამერიკელი მეცნიერი ქუთაისის უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მსოფლიო რანგის წამყვან ამერიკელ მეცნიერს, ნორთვესტერნის  უნივერსიტეტის ჩიკაგოს პროტონული ცენტრის სამედიცინო ფიზიკისა და დოზიმეტრიის დირექტორს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის პროფესორს, მარკ პანკეკს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" განათლების სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, მიხეილ ჩხენკელმა ამერიკელ მეცნიერს დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი.  შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროფესორი პანკეკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდება და  ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ და კვლევით პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან და ფონდ “ქართუს” პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა.

    ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

  • ცესკო - ქუთაისში საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია არ გათიშულა

    ელექტროენერგია კვლავ ხდება არჩევნების დღეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მანიპულაციის თემა და შესაბამისად კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხდება მასობრივად ელექტროენერგიის გათიშვა საარჩევნო უბნებზე; რაც შესაძლოა საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობას წარმოადგენს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში დიდ საარჩევნო უბნებზე (იგულისხმება ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით) ელექტროენერგია გათიშეს;  აღნიშნული კი სიმართლეს არ შეესაბამება. ქუთაისში 2 საარჩევნო უბანს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგია ტექნიკური პრობლემის გამო 2 საარჩევნო უბანს გაეთიშა რუსთავში, სადაც უკვე მიტანილია გენერატორები და უბნები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

    კვლავ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.

  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ქუთაისის "ტორპედოს" წარუმატებელ აუქციონის ფაქტზე ალიანს ჯგუფის განცხადება
    გთავაზობთ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ქუთაისის ტორპედოს წარუმატებელ აუქციონის ფაქტზე ალიანს ჯგუფის განცხადებას.
    იმის მაგივრად, რომ პოტენციური ინვესტორების დაინტერესება მომხდარიყო სხვადასხვა მიმზიდველი შეთავაზებით, კლუბის გასხვისების პირობები გაიწერა ბუნდოვნად და გამიზნულად თუ უნებლიედ რისკის შემცველ პერსპექტივებად.
    ამიტომაც, ლოგიკურად, ბიზნესისათვის ეს აქტივი არ აღმოჩნდა საინტერესო და აუქციონი ჩაიშალა.
    შესაბამისად, დადგა არასასურველი შედეგი, კლუბს ისევ არ ჰყავს ინვესტორი.
    მზად ვართ, კიდევ უფრო კრიტიკული ვითარების მიუხედავად, სასწრაფო რეჟიმში შევიდეთ "ტორპედოს" მართვაში და განვახორციელოთ სოლიდური ინვესტიციები შემდეგი პირობებით:
    1. დავფარავთ მიმდინარე სახელფასო დავალიანებებს
    2. დავფარავთ ძველი ინვესტორის დავალიანებებს
    3. მომავალი 2 წლის განმავლობაში კლუბის ბიუჯეტისთვის გამოვყოფთ მინიმუმ $6 მილიონს
    4. მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს სხვა გაუგებარ არაღიარებულ, აღიარებულ თუ წარმოშობილ დავალიანებებს
    ამ შემთხვევაში 1 სამუშაო კვირის განმავლობაში მზად ვართ დავიწყოთ კლუბის გადაფორმების და მართვის პროცესი, ნათქვამია ლიანს ჯგუფის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური