იაპონია და ისრაელი მიზნად ისახავენ მთვარეზე ჟანგბადის წარმოებას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2021 09:10

იაპონური და ისრაელის კომპანიები ითანამშრომლებენ ექსპერიმენტულ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ჟანგბადის წარმოებას მთვარეზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“-ს ცნობით, იაპონიიდან Ispace-ი და ისრაელიდან Helios-ი ითანამშრომლებენ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მთვარეზე ჟანგბადის წარმოებას.

შესაბამისად, კომპანიები შეეცდებიან ჟანგბადის გამომუშავებას მთვარედან მიღებული ნიადაგის მაღალ ტემპერატურაზე დნობის და ელექტროლიზების გზით.

პროექტზე საუბრისას Ispace–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკამადა ტაკეშიმ თქვა: ”პროექტი წაახალისებს მეტ მოთამაშეს ამ ბაზარზე შესასვლელად”.

Helios-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან გეიფმანმა განაცხადა, რომ მთვარის ნიადაგიდან ჟანგბადის გამომუშავება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მომავალში მთვარის საკითხზე საქმიანობისთვის.

პროექტის ფარგლებში ისრაელის კომპანია მიზნად ისახავს 250 კილოგრამ ჟანგბადის მიღებას 1 ტონა მთვარის ნიადაგიდან.

Ispace-ი კი 2023-25 წლებში ორ სხვადასხვა პერიოდში ტექნიკურ აღჭურვილობას მიაწვდის.

წაკითხულია 397 ჯერ

Related items

  • ნაგასაკის პრეფექტურის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა

    იაპონიაში, ნაგასაკის პრეფექტურის სანაპიროსთან სატვირთო გემი - 22 კაციანი ეკიპაჟით ჩაიძირა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    იაპონიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, Kyodo-ს ცნობით, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი 6551 ტონიანი სატვირთო გემი, „Jintan“ ნაგასაკის სანაპიროსთან ჩაიძირა. ამავე ინფორმაციით, ეკიპაჟის 22 წევრიდან 4 გადაარჩინეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრი ჩინეთის, 8 კი მიანმარის მოქალაქეა.

    იაპონიის სანაპირო დაცვა რეგიონში აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს.

  • არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაგზავნა

    არაბთა გაერთიანებული საემიროების კოსმოსური ხომალდი სახელად "რაშიდი" მთვარეზე სადამკვირვებლო მიზნით გაიგზავნა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ამრიგად, არაბთა გაერთიანებული საემიროები  გახდა პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაგზავნა.

    არაბეთის გაერთიანებული საემიროების ოფიციალური სააგენტო WAM-ის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების კოსმოსური ხომალდი „რაშიდი“ აშშ-ს ფლორიდის შტატში მდებარე კეიპ კანავერალის ბაზიდან ამერიკული კოსმოსური ხომალდის და რაკეტების მწარმოებელი SpaceX-ის რაკეტით  Falcon 9 გაუშვეს.

    ინფორმაციის თანახმად, კოსმოსური ხომალდი მთვარეზე დაახლოებით 5 თვეში მიაღწევს.

    კოსმოსური ხომალდის გაშვების თარიღი, რომელიც არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა სადამკვირვებლო მიზნით 30 ნოემბერს გააგზავნა, ორჯერ გადაიდო.

    აღინიშნა, რომ კოსმოსური ხომალდი შეასრულებს დავალებებს, როგორიცაა მთვარის გეოლოგიური სტრუქტურის, ქანების, პლაზმის, მტვრის, მთვარის ნიადაგის კვლევა და მონაცემთა შეგროვება ახალი ტექნიკის შემუშავებისთვის.

  • იაპონიამ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა

    ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდებმა გაზარდა უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება კორეის ნახევარკუნძულზე და მის გარშემო, რის შემდეგაც იაპონიამ თავდაცვის სფეროში ახალი ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა.

    აღინიშნა, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზიდან გაშვებული საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა წარმატებით იქნა შეჩერებული წყნარი ოკეანის თავზე 100 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე 16 ნოემბერს გაშვებული მაიას კლასის ხომალდიდან, რომელიც აღჭურვილი იყო Aegis-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით.

    იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ SM-3 Block IIA რაკეტა ერთობლივად იქნა შექმნილი ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მიერ და აღინიშნა, რომ სისტემა პირველად იაპონიამ გამოსცადა.

    იაპონიამ, რომელიც მეორე ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საავიაციო კომპანიის Lockheed Martin-ის მიერ ამერიკის თავდაცვის სამინისტროსთვის შექმნილი ბალისტიკური რაკეტა Aegis მიიღო,  აღნიშნული სისტემის საშუალებით გატყორცნილი რაკეტის ახალ ვერსიაზე SM-3 Block IIA-ს შექმნაზე აშშ-თან ითანამშრომლა.

  • ჩინეთმა ახალი რეკორდი დაამყარა თანამგზავრული რაკეტების თანმიმდევრული გაშვების რაოდენობით

    პეკინი, 20 აგვისტო (სინხუა) - ჩინეთის ქსიჩანგის კოსმოდრომიდან წარმატებით გაუშვეს მორიგი თანამგზავრული რაკეტა Long March-2D (Long March-2D), გამშვები მანქანის გამოყენებით.

    აღსანიშნავია ის, რომ ეს გახლდათ ამ სერიის თანამგზავრული რაკეტების რიგით 103-ე წარმატებული გაშვება.

    წინა რეკორდი ზედიზედ წარმატებული გაშვების რაოდენობით დაფიქსირდა 1996-2011 წლებში და იყო რიგით 102 გაშვება.

    2020 წლის 5 მაისიდან, 27 თვის განმავლობაში, თანმიმდევრულად განხორციელდა თანამგზავრული რაკეტების სერიის გამშვები მანქანების 103 წარმატებული გაშვება, რომლის წყალობითაც 200-ზე მეტმა კოსმოსურმა ხომალდმა, ტიანჰეს მთავარი მოდულის და ვენტიანის ლაბორატორიული მოდულის ჩათვლით, შესძლო კოსმოსში დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩაღწევა.

    როგორც ცნობილია ჩინეთი წარმატებით ავითარებს საპილოტე კოსმოსური ფრენის გამშვებებისა და მომავალი თაობის მძიმე გამშვები მანქანების თანამედროვე პროგრამას, რომლებსაც გამოიყენებენ ისეთ მისიებში, როგორიცაა ასტრონავტების მიერ მთვარეზე, მარსზე, იუპიტერსა და სხვა პლანეტებზე გამოკვლევების ჩატარება.

  • 3 აგვისტოს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება

    2022 წლის 3 აგვისტოს, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შედგა საქართველოს და იაპონიის პრემიერ-მინისტრებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მისალოცი წერილების გაცვლა.
    საგარეოს ადმინისტრაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ მისალოცი წერილების გადაცემის ცერემონია ერთდროულად გაიმართა, როგორც თბილისში, ასევე ტოკიოში. საქართველოში წერილების გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, აკირა იმამურამ. იაპონიაში კი, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ-სახელმწიფო მინისტრმა ტაკაკო სუზუკიმ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ. 
    იაპონია გახლდათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირველივე დღიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული და ძლიერი მხარდამჭერია. 30 წლის მანძილზე იაპონიას და საქართველოს შორის ურთიერთობები საერთო ფუნდამენტური ღირებულებების - დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის საფუძველზე განვითარდა და დღეს უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. 
    უნდა აღინიშნოს ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა. ამ მხრივ, ხაზგასასმელია 2018 წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ისტორიული ვიზიტი საქართველოში, რამაც ნათლად დაადასტურა ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევები და დამატებითი ბიძგი მისცა არსებული მეგობრული კავშირების სამომავლო განვითარებას. რეგულარული ხასიათი მიეცა სხვადასხვა ბიზნეს ფორუმის თუ კულტურული ღონისძიების ჩატარებას. მაღალ დონეზეა პარლამენტთა შორისი ურთიერთობები, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში ჩამოყალიბებულია მეგობრობის ჯგუფები. 
    საქართველო იაპონიას შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. აღსანიშნავია 2021 წლის 23 ივლისს, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების „ინვესტიციების და გადასახადების შესახებ ხელშეკრულების“ ამოქმედება, რაც, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. 
    ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქმიანობა და ის დახმარება, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია უწევს საქართველოს როგორც საგანმანათლებლო, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური