„საქართველოში ინვესტორებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს“ - ყაზახეთის საპატიო კონსულის ინიციატივა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 09 აგვისტო 2021 14:02

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის ფიზიკური პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც საქართველოში 100 000$-მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული

სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიის გაფართოებას ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი მიესასალმება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიდგომა პანდემიასთან საბრძოლველად ჯანდაცვის სისტემის მობილიზაციასა და ასევე სახელმწიფოს მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და დამსაქმებლების მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს.

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში კოვიდ ვაცქინაციის საშუალება ინვესტორებსა და მათი ოჯახის წევრებსაც მიეცეთ. მისივე განმარტებით, ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა ინვესტორებს საქართველოში საქმიანობის მეტ სტიმულს მისცემს და თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას აუცილებელია დაემატოს ის ფიზიკური პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც საქართველოში 100 000$-მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ყაზახეთის საპატიო კონული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილის თქმით, ასეთი ადამიანების რიცხვი პროცენტულად იმდენად მცირეა, რომ სახელმწიფოსთვისაც არ იქნება დაუძლეველი მოცულობა, თუმცა, ჩვენთვის მთავარია ინვესტორებისთვის კომფორტული და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, რაც ვაქცინაციის ფასიანი სერვისის შეთავაზებითაც მიღწევადია.
„საქართველოში სხვადასხვანაირი ინვესტორები არიან. არსებობენ ინსტიტუციური ინვესტორები და არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც თავისი ქვეყნიდან ჩამოდიან და ინვესტიციას უძრავ ქონებაში ან სხვა ბიზნესში დებენ.გარკვეულწილად, ზოგი მათგანი რჩება საქართველოში, შესაძლოა, რამდენიმე თვითაც, ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია. ადამიანი, თუ მას ნდობა აქვს გამოცხადებული ჩვენი ქვეყნისთვის და ინვესტიცია აქვს ჩადებული, მაშინ ისეთი სერვისები, როგორიცაა ვაქცინაცია, მისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამით ჩვენი ქვეყნის მიმართ დადებითი ემოციები გაიზრდება და ინევსტორები იგრძნობენ, რომ ქვეყანა მათზე ზრუნავს, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სუბიექტებზე“, - აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.
მისი თქმით, ინიციატივა გულისხმობს ინვესტორებისა და მისი ოჯახის წევრებისთვის თუნდაც ფასიანი ვაქცინაციის სერვისის შეთავაზებას, რადგან საქართველოში სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით არსებობს ისეთი ვაქცინა, როგორიც „ფაიზერია“.
„ბევრი ადამიანი ვიცი, მაგალითად ყაზახი, ვისაც ბიზნესი აქვს საქართველოში, მათაც ხომ სჭირდებათ დაცვა. თუნდაც არ ცხოვრობდეს აქ და უბრალოდ ჰქონდეს ინვესტიცია გაკეთებული, კარგი იქნება თუ მიეცემა საშუალება ჩამოვიდეს და გაიკეთოს ვაქცინა, მაგალითად „ფაიზერი“, რომელიც ყველა ქვეყანას არ აქვს. როცა მის ქვეყანას არ აქვს ეს ვაქცინა, ალტერნატივა აქვს, რომ წავიდეს და დუბაიში გაიკეთოს, და ჩვენი ქვეყნის ინვესტორი რატომ უნდა წავიდეს ვაქცინის გასაკეთებლად სხვაგან“, - აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.
ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება ამ მიმართულებით მთავრობის სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია და იმედოვნებს, რომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ინფორმაციისთვის, ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში მინიმუმ 3 თვის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებიან, მუშაობენ ან სწავლობენ, უფასო ვაქცინაცია დასაშვებია.

წაკითხულია 190 ჯერ

Related items

  • იაპონელი მილიარდერი 12 დღიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა

    იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა 12 დღიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, 46 წლის იუსაკუ მაეზავა 8 დეკემბერს ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან თავის თანაშემწე იოზო ჰირანოსა და რუს კოსმონავტ ალექსანდრე მისურკინთან ერთად კოსმოსში გაემგზავრა და 12 დღიანი კოსმოსური მგზავრობის შემდეგ ისევ ყაზახეთის მიწაზე დადგა ფეხი.

    რუსეთის ფედერალური კოსმოსური სააგენტოს  განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტურისტულმა“ კოსმოსურმა ხომალდმა Soyuz MS-20-მა ფრენა წარმატებით დაასრულა.

  • საკოორდინაციო საბჭომ ''მწვანე პასპორტის'' მუშაობის პროცესი და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა

    "მწვანე პასპორტის" მუშაობა და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
    როგორც ცნობილია, ე.წ „მწვანე პასპორტის" კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
    აღსანიშნავია, რომ პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
    მწვანე სტატუსის დასადასტურებლად გამოიყენება ორი აპლიკაცია - აპლიკაცია Georgia e-Health-ზე რეგისტრაციის შედეგად მიღებული QR კოდით, საქართველოში აცრილი პირები (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები) ადასტურებენ თავიანთ მწვანე სტატუსს და მოგზაურობენ EU Gateway-ზე მიერთებულ ქვეყნებში (ევროკავშირი +25 ქვეყანა). Georgia e-Health საქართველოს ტერიტორიაზეც მუშაობს, როგორც მწვანე ბარათი/პასპორტი. გარდა ამისა, აპლიკაცია Covidpass Georgia მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება და ფარავს ყველა ქართულ რეგულაციას, რომელთა სრულად მოცვაც შეუძლებელია აპლიკაციით Georgia e-Health.
    აპლიკაცია გამოიყენება, როგორც საკუთარი სტატუსის დასადასტურებლად, ასევე სხვისი სტატუსის გადასამოწმებლად და მისი გამოყენება შეუძლია, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
    ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა სივრცეში შესასვლელად ასევე, შესაძლებელია ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის (კოვიდ ბარათი) გამოყენება, რომელთაც თან ერთვის QR კოდი ან ბარკოდი.
    უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
    საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 871 580 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 813 872 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 12 466 ადამიანი.
    ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 32 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 135 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 545 პირი.
    პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართა

    ლიბერთის გენერალური პარტნიორობით გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე Future Agro Challenge გამარჯვებული გამოვლინდა.

    ტექნოპარკში ჩატარებული კონკურსის ჟიურიმ წლის აგროპრენერად Ozone Georgia (Hydrogen Technology) დამფუძნებელი გიორგი წივწივაძე დაასახელა.

    Future Agro Challenge-ს მართული მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

    დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოსაჩენად და გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემის მონაწილეებს უმასპინძლა.

    „ლიბერთი ულოცავს გამარჯვებულს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებას და წლის აგროპრენერის წოდების მიღებას. Future Agro Challenge Georgia საშუალებას გვაძლევს წარმოვაჩინოთ სიახლეების მაძიებელი ნიჭიერი ადამიანები, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. 
    ჩვენი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ კი მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებასთან ერთად, მარტივი მომსახურებით აგრობიზნესის განვითარებას, ახალგაზრდების და მათი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს.
    განაცხადა Future Agro Challenge Georgia-ს ჟიურის წევრმა, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძემ.

    საერთაშორისო შეჯიბრში გამარჯვებულმა ფულად ჯილდოსთან ერთად მიიღო წვდომა მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც საბერძნეთში, 2022 წელს ჩატარდება.

     

  • „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ტრასპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციას გამართავს

    24 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში (მის: თელავის #20) „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართება.
    ღონისძიების ფარგლებში მოხდება კომიტეტის საქმიანობისა წარდგენა და საქართველო-ყაზახეთს შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ჭრილში აქტუალური თემების განხილვა.
    ღონისძიებას გახსნის ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ბაურჟან მუხამეჯანოვი.
    „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი მოწვეულ სტუმრებს გააცნობს ინფორმაციას გაერთიანების საქმიანობის შესახებ და ისაუბრებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლებზე. გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის გეგმებზე კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე ისაუბრებს.

    ღონისძიების სპიკერები არიან:
    • „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშილი - გაერთიანების საქმიანობის პრეზენტაცია და საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლების მიმოხილვა;
    • „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯრომარე, ლევან სულაბერიძე - კომიტეტის საქმიანობის პრეზენტაცია;
    • საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი - „საქართველოს მიმდინარე სატრანსპორტო პროექტები ქართულ-ყაზახური სავაჭრო ურთიერთობების ჭრილში”;
    • საქართველოს „ლოგისტიკის ასოციაციის“ თავმჯდომარე, გოგა დობორჯგინიძე - „ლოგისტიკური ცენტრების განვითარების გავლენა ყაზახურ-ქართულ სავაჭრო ურთიერთობებზე”;
    • საქართველოს „ექსპედიტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზვიად ჩხარტიშვილი - „საქართველოს ნავსადგურების განვითარების პერსპექტივა”.
    ღონისძიების დასასრულს, გაიმართება დისკუსია და შეხვედრას შეაჯამებს გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე.

    ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“
    „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გამგეობის გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ.
    ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

  • ოქსფორდის ინგლისურენოვანმა ლექსიკონმა 2021 წლის სიტყვად „ვაქცინა“ დაასახელა

    ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი, რომელიც ყოველწლიურად ადგენს ყველაზე პოპულარულ ინგლისურ სიტყვებს,  2021 წლის სიტყვად „ვაქცინა“ დაასახელა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    სააგენტოს ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო, 2021 წელს როგორც საზოგადოების სხვადასხვა ფენების ასევე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე მეტად „vax“, რომელიც ინგლისურად „ვაქცინის“ შემოკლებაა, იქნა გამოყენებული.

    დადგინდა, რომ 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით 72-ჯერ მეტი გამოყენებული ცნება „vax“, რომელიც „ვაქცინის“ შემოკლებაა და ლიტერატურაში 1980-იანი წლების შემდეგ შევიდა, მას შემდეგ ყველაზე მეტად 2021 წელს იქნა გამოყენებული.  

    ცნობისათვის, 2020 წელს, ოქსფორდის ლექსიკონმა წლის სიტყვად „სელფი“ და „პოსტ-ჭეშმარიტება“ დაასახელა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური