„რითეილ ასოციაციის“ თასზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021 12:19

საქართველოს "რითეილ ასოციაციის" და "საქართველოს სამოყვარულო და კომპანიების სპორტის განვითარების ალიანსის" ორგანიზებით, "მასტერ ლიგის" და "საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის" მხარდაჭერით, ქ.თბილისის მერიის საფეხბურთო სკოლის "იმედის" სტადიონზე მიმდინარეობს "რითეილ ასოციაციის" თასის პირველი ტურნირი.

ტურნირი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, კორპორატიული სპორტის განვითარებას და თანამშრომელთა ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის წახალისებას.

ტურნირში მონაწილეობენ ასოციაციის წევრი ორგანიზაციების თანამშრომელთა მიერ დაკომპლექტებული გუნდები: "ნიკორა", "აგროჰაბი", "გუდვილი", "დეილი", "ზღაპარი", "კარფური", "მაგნიტი", "უნივერსამი", "სპარი".

კენჭისყრის შედეგად გუნდები ორ ჯგუფად გადანაწილდნენ:

A ჯგუფი : "ზღაპარი", "დეილი", "მაგნიტი"  "უნივერსამი"

B ჯგუფი : "ნიკორა”, "სპარი", "გუდვილი", "კარფური", "აგროჰაბი".

დაძაბული და საინტერესო ჯგუფური ეტაპის მატჩების შედეგად გუშინ ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდნენ.

დღეს, 5 ავისტოს, A ჯგუფის გამარჯვებული "მაგნიტი" შეხვდება B ჯგუფის მეორეადგილოსანს "კარფურს", B ჯგუფის გამარჯვებული "ნიკორა" კი A ჯგუფის მეორეადგილოსან, "ზღაპარს" დაუპირისპირდება.

 

ნახევარფინალური მატჩების დასაწყისი 19:00. მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი 6 აგვისტოს გაიმართება და ასევე 19.00 საათზე დაიწყება.

 

წაკითხულია 190 ჯერ

Related items

  • ქართველი მოციგურავეების ბრწყინვალე გამარჯვება ბუდაპეშტში

    15-17 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში *2- nd Budapest Trophy 2021*-ის სტატუსით, რომელშიც სპორტულ წყვილთა შორის გაიმარჯვეს ქართველმმა სპორტსმენებმა ანასტასია მეტელკინამ და დანიილ პარკმანმა.

    შესაბამისად, მათ გამარჯვებისთვის ოქროს მედლები გადაეცათ.

    საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის თქმით, ეს გამარჯვებბა დიდი სტიმულია მათთვის მომავალ ტურნირებში წარმატებული გამოსვლებისათვის.

  • „ნიკორა“ – „რითეილ თასის“ პირველი გამარჯვებული

    საქართველოს "რითეილ ასოციაციის", "საქართველოს სამოყვარულო და კომპანიების სპორტის განვითარების ალიანსის" ორგანიზებით, "მასტერ ლიგის" და "საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის" მხარდაჭერით გამართული საფეხბურთო ტურნირი "რითეილ ასოციაციის თასი" “ნიკორას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მთელი ტურნირის განმავლობაში კომპანია “ნიკორას“ გუნდს არცერთხელ საეჭვო არ გაუხდია საკუთარი უპირატესობა და ფინალის ჩათვლით ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. გადამწყვეტ მატჩში „ნიკორამ“ „მაგნიტის“ გუნდს უკვე პირველსავე ტაიმში მოუმთავრა საქმე, როცა 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნა შეკითხვას, თუ ვინ გახდებოდა ტურნირის გამარჯვებული. შეხვედრის მეორე ნახევარში ნიკორელები შედარებით დამშვიდდნენ, „მაგნიტმაც“ ცოტთი უფრო დამაჯერებლად იმოქმედა, უმცა ეს ყოველივე მხოლოდ იმაში გარდაისახა, რომ „მაგნიტის“ ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ შედეგიან დარტყმამდე მაინც ვერ მივიდნენ. თავის მხრივ, „ნიკორამ“ მეორე ტაიმში ერთი გოლი იკმარა, საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვა და „რეთაილ ასოციაცის თასის“ პირველი გამარჯვებული გახდა.

      გაცილებით დაძაბული გამოდგა მატჩი მესამე ადგილისთვის. მესამე ადგილისთვის, რომელშც  კომპანია "ზღაპარის" გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა "კარფური" და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

    პირველი ტურნირი შედგა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ტურნირის მისია არის წაახალისოს კორპორატიული სპორტის განვითარება, გაზარდოს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების თანამშრომელთა ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობა, დანერგოს "აქტიური სამუშაო ადგილის" კონცეფცია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ბიზნეს სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად იქცა.

  • სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი "მედია ტურნირი მინი გოლფში"

    პირველი ტურნირი "მედია თასი" მინი გოლფში ხალისიანი და ძალიან დაძაბული იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირი შედგა და ჩვენ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას, როგორც გოლფში ასევე სპორტის სხვა სახეობებშიც“. ამის შესახებ ტურნირის დასრულების შემდეგ „ნიუს დეი საქართველოსთან“ საუბარში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა განაცხადა. 

    მისივე თქმით, 29 ივნისს, სასტუმრო კომპლექს "Ambassadori Kachreti Golf Resort"-ში ეროვნულმა ფედერაციამ "სპორტი ყველასათვის", "საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ" და "საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციამ" გამართეს სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი "მედია ტურნირი მინი გოლფში".

    „მასში მონაწილეობა სხვადასხვა მედიასაშუალების 20-მდე წარმომადგენელმა მიიღო და ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ მასმედიის წარმომადგენლებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია“ - დასძინა მ. აბაიშვილმა. 

    როგორც კაცთა, ასევე ქალთა კატეგორიაში ტურნირის "მედია ტურნირი მინი გოლფში" გამარჯვებულები გახდნენ mygoals.ge-ს წარმომადგენლები ლაშა გოდუაძე და ნინო დევაძე. მათ „სითი მოლის“ 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ საჩუქრად, "Solomone Wines"-ღვინოსთან ერთად. მე-3 ადგილი newsday.ge-ს წარმომადგენელმა პაპუნა ებანოიძემ დაიკავა. ტურნირის მონაწილეებს ასევე გადაეცათ საჩუქრები კომპანიებისგან City Mall და Yamuna, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ტურნირის ორგანიზებაში.

    "საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის" პრეზიდენტის ზურაბ ბოქოლიშვილის აზრით, მსგავსი ტიპის ტურნირები უფრო ტრადიციული გახდება. „სამომავლოდ ეს ტურნირი უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს და ეს ზუსტად ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“ - განაცხადა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზ. ბოქოლიშვილმა.

    ტურნირის დასრულების შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა და საპატიო სტუმრებმა "Ambassadori Kachreti Golf Resort"-ის ლეგენდარული ქართული სამზარეულო დააგემოვნეს, ტრადიციული საუკეთესო კერძებისა და ელიტარული "Solomone Wines"-ის სასმელების თანხლებით.

    პაპუნა ებანოიძე

  • საკალათბურთო თასის გათამშების პირველი ოთხთა ფინალი 26-27 აპრილს გაიმართება

    27 აპრილს საქართველოს თასის გამარჯვებული გამოვლინდება. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული საკალათბურთო ტიტულისთვის რომელი გუნდები შეხვდებიან, ეს 26 აპრილს გაირკვევა, როცა სტარტს აიღებს ოთხთა ფინალი, რომელიც საქართველოს თასის გათამაშებისთვის ისტორიულია.

    პირველად, თასის გათამაშების დასკვნითი ფაზა ოთხთა ფინალით ჩატარდება. აღნიშნული სიახლე ამ ტურნირში წინა წელს დაიგეგმა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ოთხთა ფინალის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან თასის გათამაშება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ტურნირები 2020 წლის მარტში შეწყდა.

    კოვიდ-ვითარება ახლაც არაა სტაბილური, თუმცა რეგულაციების დაცვით ვაჟთა პროფესიული საკალათბურთო ტურნირები (სუპერლიგა, “ა” ლიგა,  თასის გათამაშება) გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

    თასის გათამაშების ოთხთა ფინალში გასულები არიან რუსთავი, ქუთაისი, ცხუმ-აფხაზეთი და ოლიმპი. კოვიდ-რეგულაციების გამო ოლიმპისა და თსუ-ის წყვილიდან ოთხთა ფინალში ოლიმპელები ითამაშებენ, რომლებიც ნახევარფინალში ტურნირის ფავორიტ რუსთავს შეხვდებიან. მეორე წყვილში ქუთაისი ცხუმ-აფხაზეთს დაუპირისპირდება.

    ნახევარფინალები ერთმატჩიანია და 26 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გამარჯვებულები ფინალში გავლენ და მეორე დღეს სატიტულო მატჩს ითამაშებენ. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოდგენილ ბმულზე: http://gbf.ge/tournament/georgian-cup/schedule

    ფინალური შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 27 აპრილს, 17:00 საათზე დაიწყება.

  • ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატში“ რუმინეთი 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს და მათ გულშემატკივრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას ულოცავს.

    მთავრობის მეთაური ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას უსურვებს.

    „გილოცავთ! ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს, რომელიც ტრადიციულად საქართველოს და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაში თამაშდება. ქართველ ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას ვუსურვებ!"- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს მოედანზე გულშემატკივრობდა. მატჩის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა გამარჯვებულებს ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური