„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 03 აგვისტო 2021 11:46

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

2021 წლის 25 ივლისს საქართველოს სტაატისტიკის სამსახურის (საქსტატი) დაარსებიდან 102 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც მასთან წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობენ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში.

„მოხარულები ვართ, რომ PSP ფარმამ“, როგორც საქსტატის ერთ-ერთმა საუკეთესო პარტნიორმა მადლობის წერილი აქტიური და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაიმსახურა. ვფიქრობთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ყველა საქვეყნო საქმეში, როგორც ამ შემთხვევაში ოფიციალური ეროვნული სტატისტიკის წარმოებაა. PSP ყოველთვის აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ყველა პროექტსა და საქმიანობას, რომელიც ქვეყნისთვის მნიშნელოვანია. PSP ასევე ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც 1998 წელს მსხვილ გადამხდელთა რიგებში გაერთიანდა და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში“ - აცხადებენ PSP-ში.  

პსპ-ს პრეს-რელიზი

წაკითხულია 355 ჯერ

Related items

  • პროექტის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021/22 სასწავლო წლის განმავლობაში შეღავათიანი მობილური ინტერნეტით ისარგებლებენ

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს  – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" განათლების სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ერთობლივი პროექტის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

    პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის.

    სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მოაწერა, ხოლო მობილური ოპერატორებიდან: შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ზარიძემ, შპს „ვიონ საქართველოს“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი ესართიამ და სს „სილქნეტის“ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.

    ეკატერინე დგებუაძემ გლობალური პანდემიის პირობებში საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა მობილური ოპერატორების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.

    შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

  • სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია!

    PSP კვლავ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ყველაზე განახლებადი ბრენდი SVR უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" PSP-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, SVR-ის ისტორია 1962 წელს ფრანგი ფარმაცევტი ქალბატონის სიმონე ვერეტეს მიერ სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტებისგან ინოვაციური ფორმულებით დამზადებული პროდუქციით დაიწყო და დღეს მსოფლიოს 52 ქვეყანაში თავდაჯერებული ქალბატონებისა და მამაკაცების საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა. ბრენდის ფილოსოფია ემყარება „სილამაზე განწყობისთვის“ - კანის სიჯანსაღის გავლენას ადამიანის თავდაჯერებულობასა და განწყობაზე; „Look good- feel good” - თუ შენ კარგად გამოიყურები, თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს. ყევლა ტიპის კანისთვის შექმნილი დერმატოლოგიური კოსმეტიკის გამები ერთნაირად პოპულარულია როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში; მათ შორის ბავშვების ყველაზე სათუთი კანისთვის.

    „SVR ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეფექტური, ჰიპოალერგიული, მაღალეფექტური დერმატოლოგიური კოსმეტიკის ბრენდია, რომლის ინოვაციური პროდუქციის შექმნაში მონაწილეობს მეცნიერთა საბჭო დერმატო-ალერგოლოგის, დერმატო -ფარმაკოლოგისა და ბიოქიიკოსის სამეცნიერი კონსულტანტების შემადგენლობით. პროდუქციის მაღალეფექტურობას აქტიური ინგრედიენტების მინიმალური კონცენტრაცია და ინოვაციური ფრომულები განაპირობებს. ჰიპოალერგიული ფორმულა, რომელსაც 100%-იანი ტესტირება აქვს გავლილი და მოწოდებულია ყველა ტიპის კანისთის, უსაფრთხოა ორსულებისთვისა და ოჯახის ყველა წევრისთვის. უახლოეს პერიოდში დღეებში PSP არაერთ საინტერესო და მსოფლიოში ცნობილ ბრენდს შესთავაზებს მომხმარებელს“ - აცხადებენ PSP-ში.

    „თუ შენ კარგად გამოიყურები - თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს“ ამბობენ სიმონე და რობერტ ვერეტები და სწორედ ამიტომ ქმნიან SVR-ს - „სილამაზე განწყობისთვის“.

  • PSP ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს დაჯილდოვების - „ოქროს ბრენდი 2020“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის გამრჯვებულია

    26 ივნისს „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს.

    29 ივნისს „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის დაჯილდოვებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი ქსელი საქართველოში, საზოგადოებრივი იმიჯი, მაღალი კორპორატიული სტანდარტი“ PSP წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის მიხედვით საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოვების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით უკვე 21-ედ ჩატარდა და 2020-2021 წლების საუკეთესო კომპანიები გამოავლინა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღით პანდემიასთან წარმატებით ბრძოლაში.

    Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონიალი „შატო მუხრანში“ გაიმართა. „ოქროს ბრენდს“ ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები საქართველოში განხორცილებული წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის. დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება, PSP მეთექვსმეტედ დასახელდა N1  კომპანიად ფარმაცეტულ სფეროში.

    „თითოეული ჯილდო, ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება ჩვენთვის უდიდესი პატივი და ამასთან ერთად პასუხისმგებლობაა, ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. ნდობას, რომელიც საზოგადოებამ გამოგვიცხადა, ვაფასებთ და მის გასამყარებლად მუდმივად საინტერესო, მათ ინტერესზე ორიენტირებულ პროექტებს შევთავაზებთ“ -აცხადებენ PSP-ში.  

  • ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პროექტის განხორციელებას კულტურის სამინისტრო გააგრძელებს
    ლევილის (საფრანგეთი) მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პროექტის განხორციელებას კულტურის სამინისტრო გააგრძელებს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
    ვიზიტის ფარგლებში მინისტრები ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ესტუმრნენ, პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა შთამომავლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა ჩაატარეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, სხდომაზე ლევილის მამულში კულტურის კერის შექმნის პროექტის შემდგომი ხელმძღვანელობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარგობრივ უწყებას - კულტურის სამინისტროს გადასცა.
    ამასთან, თეა წულუკიანმა და დავით ზალკალიანმა ლევილის მამულში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმატებით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი - ე.წ. ორანჟერეის განახლებული შენობა დაათვალიერეს.
    აღსანიშნავია, ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერეის პროექტი“, რის შედეგადაც ორანჟერეის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მეორე - „დიდი პროექტი“ ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას, რომლის დასრულებაც 2026 წელს იგეგმება. 
    მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები. შესაბამისად, საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს - აკადემიას, სადაც საქართველოს კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო, ასევე, დიასპორული პროექტების და პროგრამების რეალიზება იქნება შესაძლებელი.
    ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 25-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ 2016 წელს საქართველოს დაუბრუნდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძის დიდი ძალისხმევის შედეგად.
    მამულში განსახორციელებელ პროექტს ოფიციალურად ეწოდა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია“ და საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ მამულის სრული რეაბილიტაცია 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს.
  • შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში

    ქართულ კომპანია PSP-სა და შვეიცარულ კომპმანიას HORMETA-ს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის კონტრაქტი გაფორმდა. შვეიცარული ხარისხის ბრენდის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია PSP-ს შერჩევით აფთიაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

    დაარსებიდან 70 წლის შემდეგ „HORMETA“-ს ლაბორატორიები ისევ შვეიაცარიაშია. შვეიცარიაში ხდება პროდუქციის წარმოების და შეფუთვის სრული პროცესიც. ბრენდი SWISCOSS -წევრია, რაც ხარისხის გარანტიაა. „HORMETA” დაპატენტებული ფორმულის - Oligocos-5-ის მფლობელია, რომელიც 5 ძირითადი მიკროელემენტის Zn, Mg, Mn, Si, Cu კომპლექსია.  ბრენდი კანის მოვლის შვეიცარიული ოქროს სტანდარტის მიმდევარია - დატენიანება, დაცვა და აღდგენა, რასაც შემადგენელი მინერალების სინერგიული მოქმედება უზრუნველყოფს.

    „hormesis“ - ქიმიური ელემენტების სწორი რაოდენობით გამოყენებას ნიშნავს. HORMETA-ს პროდუქტების სწრაფ და მყარ ეფექტს უნიკალური მიკროელემენტების დაპატენტებული ფორმულა Oligocos-5 უზრუნველყოფს. სწორედ ამ კომპლექსის, ალპების მყინვარების წყლით და და სხვა მცენარეულ ექსტრაქტებით გამდიდრებული პროდუქცია ასტიმულირებს უჯრედული განახლების პროცესს. პროდუქცია განკუთვნილია 25 წლის ზემოთ ყველა ტიპის კანისთვის. მრავალფეროვანი სახის მოვლის გამები ქალბატონებს სასურველ პროდუქტის არჩევანს გაუადვილებს“ - აცხადებენ PSP-ში.

    ჰორმეტა გჩუქნით განსაკუთრებულობის შეგრძნებას, სასიამოვნო სენსორულ ემოციებსა და მუდმივ ახალგაზრდობას. 

    პსპ-ს ადმინისტრაციის განცხადება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური