იაპონია “მოდერნას“ ვაქცინას ბავშვებზეც გამოიყენებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021 11:36

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილმა კოვიდ-19-ის მრჩეველთა საბჭომ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მიერ დამზადებული ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც დაამტკიცა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo–ს ახალი ამბების თანახმად, რომელიც ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტროს წყაროებს, ამ თვეში მოსალოდნელია ვაქცინის დამტკიცება თვით სამინისტროს მხრიდანაც და ეს მათ საშუალებას მისცემთ ვაქცინის უფასოდ წარმოება, როგორც იმუნიზაციის მთავრობის ეროვნული პროგრამის ნაწილი. გარდა ამისა, მრჩეველთა კომიტეტმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ასევე დაამტკიცა ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც შედგება აქტიური ნივთიერებების კომბინაციისგან, სახელწოდებით "casirivimab/კაზირივიმაბი" და "imdevimab/ინდევიმაბი". პროტეინის ტიპის ანტისხეულების შემადგენლობა  მონოკლონური ანტისხეულებისგან შესდგება, რომელსაც ეწოდება "კაზირივიმაბი" და "ინდევიმაბი", რომლებიც შექმნილია კონკრეტული სტრუქტურის ამოცნობისა და დამაგრების მიზნით.

წაკითხულია 260 ჯერ

Related items

  • კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების შედეგად 17,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

    ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის დაწყების დღიდან, 17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRC) გამოაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყებიდან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა დააზარალა 139,2 მილიონი ადამიანი და დაიღუპა 17 ათასზე მეტი.

    IFRC-მ  კლიმატის ცვლილებისა და კოვიდ-19-ის ეფექტების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც  ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ეპიდემიამ საზოგადოებები უფრო დაუცველი გახადა კლიმატის კრიზისის მიმართ.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ 681 მილიონზე მეტი ადამიანი ექვემდებარებოდა ექსტრემალურ ტემპერატურას, ხოლო კოვიდ-19 ეპიდემიის დაწყებიდან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა დააზარალა 139,2 მილიონი ადამიანი და დაიღუპა 17 ათას 242.

  • კოვიდ-19-ით გამოწვეული დეპრესიის მკურნალობის მეთოდი: "მუზეუმის დათვალიერება"

    ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ექიმებმა დაიწყეს ახალი მკურნალობის ტესტირება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სტრესში არიან და ავლენენ დეპრესიის სიმპტომებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის გამო. ამის თაობაზე "TRT -ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, იმ პაციენტებს, რომლებიც გადიან სტრესის მკურნალობას დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს საავადმყოფო ბრუგმანში, შესთავაზებენ უფასო ვიზიტებს ქალაქის ხუთ საჯარო მუზეუმში.

    თუ საპილოტე მკურნალობის მეთოდის შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, მისი გამოყენების შემდგომი გაფართოება იგეგმება.

    კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელმა ქალაქის საკრებულოს წევრმა, დელფინ ჰუბამ, სამკურნალო პროცესთან დაკავშირებით თქვა, რომ იგი შთაგონებულია კანადის ქალაქ კვებეკის ექიმების მიერ დეპრესიის ნიშნების მქონე პაციენტებისთვის წელიწადში 50-მდე მუზეუმის დათვალიერების რეკომენდაციით.

  • იაპონია და ისრაელი მიზნად ისახავენ მთვარეზე ჟანგბადის წარმოებას

    იაპონური და ისრაელის კომპანიები ითანამშრომლებენ ექსპერიმენტულ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ჟანგბადის წარმოებას მთვარეზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“-ს ცნობით, იაპონიიდან Ispace-ი და ისრაელიდან Helios-ი ითანამშრომლებენ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მთვარეზე ჟანგბადის წარმოებას.

    შესაბამისად, კომპანიები შეეცდებიან ჟანგბადის გამომუშავებას მთვარედან მიღებული ნიადაგის მაღალ ტემპერატურაზე დნობის და ელექტროლიზების გზით.

    პროექტზე საუბრისას Ispace–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკამადა ტაკეშიმ თქვა: ”პროექტი წაახალისებს მეტ მოთამაშეს ამ ბაზარზე შესასვლელად”.

    Helios-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან გეიფმანმა განაცხადა, რომ მთვარის ნიადაგიდან ჟანგბადის გამომუშავება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მომავალში მთვარის საკითხზე საქმიანობისთვის.

    პროექტის ფარგლებში ისრაელის კომპანია მიზნად ისახავს 250 კილოგრამ ჟანგბადის მიღებას 1 ტონა მთვარის ნიადაგიდან.

    Ispace-ი კი 2023-25 წლებში ორ სხვადასხვა პერიოდში ტექნიკურ აღჭურვილობას მიაწვდის.

  • ლიბერთი უფროსი თაობის მომხმარებლებს ვაქცინაზე რეგისტრაციას სთავაზობს

    ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თავის მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს - მომხმარებლების სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტირებაში დაეხმარებიან.

    ახალი სერვისი განსაკუთრებით უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში ინერგება, რათა მათთვის ვაქცინაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით.

    ბანკის ფილიალების გარდა, ვაქცინაზე რეგისტრაციის საშუალება ექნებათ სოფლად მცხოვრებ იმ ადამიანებსაც, ვისაც მობილური ბანკი - ლიბერთი ექსპრესი ემსახურება.

    „ჩვენთვის, უფროსი თაობა განსაკუთრებულია. ბოლო წელიწადნახევარია, პანდემიის პირობებში, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

    დღეიდან კი, ლიბერთის თანამშრომლები ვაქცინაციის მსურველებს დავეხმარებით და რეგისტრაციას გავუმარტივებთ, ჩვენს ქვეყანას კი გვერდში დავუდგებით პანდემიასთან ბრძოლაში.“ -  ვასილ ხოდელი „ლიბერთის“ გენერალური დირექტორი.

    ახალ სერვისთან ერთად, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, განსაკუთრებული პრივილეგიები მოქმედებს სოციალური ბარათით გადახდისას:

    - მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური ფასები მოქმედებს ევექსი კლინიკების სამედიცინო სერვისებზე  და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში - მედიკამენტებზე.

    - ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს, ევექსი კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და სრულიად უფასოდ გაიარონ კონსულტაცია.

    - ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში კი, უფროსი თაობის მომხმარებლები, 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების დროსაც.

    ლიბერთის პრეს-რელიზი

  • ლიბერთი მომხმარებელს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარება

    ქვეყანაში COVID 19 პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, უფროსი თაობის მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ლიბერთი დამატებითი რესურსის მობილიზებას იწყებს.
    შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ბანკის ფილიალებში მკაცრად რეგულირდება მომხმარებელთა რიგები, შეცვლილია თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები და აქტიურად მიმდინარეობს პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი.
    უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში მომსახურების მისაღებად, ლიბერთის ყველა ფილიალში დაცულია კოვიდრეგულაციები. ყველაზე დატვირთული სერვის-ცენტრების გარე სივრცეში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ასევე სასმელი წყალი, ქოლგები და სადეზინფექციო საშუალებები.
    16 აგვისტოდან, ლიბერთი თავის მომხმარებელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს- მათი სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან მთელი საქართველოს მასშტაბით.
    ახალი სერვისი განსაკუთრებით უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში ინერგება, რათა მათთვის ვაქცინაცია უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური