Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა გაიმართა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამხედრო
ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021 11:20

Agile Spirit 2021 აქტიურ ფაზაშია შესული. სწავლება 5 ლოკაციაზეა გაშლილი, სადაც სხვადასხვა აქტივობა ერთმანეთის პარალელურად - სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობს.
დღეს Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სცენარის მიხედვით, სათვალთვალო საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთი სამხედრო დაიჭრა. მისი სამედიცინო ევაკუაცია საველე სამედიცინო პუნქტში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით „დიდგორი მედევაკი“ განხორცილდა, სადაც დაჭრილ სამხედროს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება მოხდა. 
ერთობლივ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ასეულის პირადი შემადგენლობა და IV მექანიზებული ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული. აშშ-ის მხრიდან კი, ერთობლივ წვრთნებში ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის 1-91-ე საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. 
Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 

წაკითხულია 410 ჯერ

Related items

  • ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა (ვიდეო)

    საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა საარტილერიო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.  

    სწავლება ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ცეცხლის მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი, ბატალიონის წვრთნა და შეფასება მოხდა. სწავლების ამოცანას საარტილერიო ბატალიონისა და საცეცხლე მხარდაჭერის ელემენტების კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა. 

    დასკვნით სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ. 

  • თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილეს უმასპინძლა
    საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის ახალდდანიშნული მოადგილე იმყოფება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანს დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობას შორის მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.
    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანსა და დელეგაციის წევრებს წლების განმავლობაში ქართული მხარისთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი მრავალეროვნული სწავლებების ჩატარების მიმართულებით აშშ-ის არმიის დახმარება და ჩართულობა, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის განსაკუთრებული პარტნიორობა.
    შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. საქართველოში გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრება და მათი მუშაობის პროცესს გაეცნობა.
  • მე-5 საარტილერიო ბრიგადის ტაქტიკური საველე წვრთნები დასრულდა

    ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარი“-ს ბატარეა იყო მიზიდული, რომელსაც მხარს მე-5 საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა.  

    საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხარდამჭერ ქვედანაყოფებთნ ერთად. დასკვნით ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს.

    საველე წვრთნებს სამი კვირის განმავლობაში მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.

    თავდაცვის ძალების პრეს-სამსახური

  • თურქეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოჯისტიკური ტექნიკა გადასცა (ვიდეო)

    ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა.

    ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოჯისტიკური საშუალებები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ.

    ღონისძიებაზე ტექნიკის მიღება-ჩაბარების ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს.

    ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემა 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. ტექნიკის ღირებულება 404.824 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის 5-წლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

  • სამეთაურო-საშტაბო სწავლება შამქორი 2022 დაიწყო

    საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლების „შამქორი 2022“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიმართა, სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

    სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“ აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ტარდება. ერთკვირიანი სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავს. „შამქორი 2022“ ეროვნული სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორის“ ტაქტიკურ კომპონენტს წარმოადგენს და მოსამზადებელ სწავლებათა ციკლის ნაწილია.

    სწავლებაში აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, დასავლეთის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური