24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ დოზას მიიღებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 23 ივლისი 2021 12:24
24 ივლისს საქართველო ფაიზერის ვაქცინის ნახევარ მილონ (500 000) დოზას მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
ფაიზერის ვაქცინა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან დონაციის სახით გადმოეცა. 
23 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 391 781 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 136 734 ადამიანი.
ახალი კორონავირუსით (SARS-n-CoV2) გამოწვეული პანდემია, რომელიც კაცობრიობის მიმდინარე გლობალური გამოწვევაა, მსოფლიოზე უპრეცენდენტო გავლენა მოახდინა და ბევრ სფეროში მკვეთრად შეცვალა პანდემიამდე არსებული რეალობა. COVID-19-ის პანდემიის შედეგებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მრავალ სფეროზე და რადიკალურად შეცვალა მოსახლეობის ცხოვრების ჩვეული რიტმი.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, სამეცნიერო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უპრეცენდენტო თანამშრომლობით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები პანდემიის დაწყებიდან მოკლე პერიოდში შეიქმნა. აღნიშნული ვაქცინები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა დაინფიცირების შემთხვევაში მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის წინააღმდეგ და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით. ვაქცინაცია ამ დროისათვის წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ იარაღს, რომლის სარგებელიც ბევრად აჭარბებს შესაძლო რისკს.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. მიმდინარე დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყანაში ვაქცინაციის 4 თვის ანგარიშს, მომზადებულს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ევროკავშირის პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობის ინიციატივებისათვის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ერთობლივი პროექტის „საქართველოში COVID-19-ის გავლენის შერბილება სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის ზრდისთვის“ ხელშეწყობით.
წაკითხულია 123 ჯერ

Related items

  • ,,აიცერი და მოიგე’’ - STOPCOVID ლატარია - პირველი შედეგები!

    stopcov.lotto.ge-ზე ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ პირველი გათამაშების შედეგები ცნობილია. ამის შესახებ ლატარიის კომპანიის ადმინისტრაცია იუწყება. მათი ინფორმაციით, გათამაშება 12:00 საათზე შედგა ვებ-ვერდზე stopcov.lotto.ge. გამოვლინდა 160 გამარჯვებული, რომელთა შორის 500 და 100-ლარიანი მოგებაა გადანაწილებული.

    დღემდე ყველა, თუნდაც ერთხელ აცრილ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოგების გადამოწმება - ვებგვერდზე  stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრით.

    ,,აიცერი და მოიგე’’ - StopCovid ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის 13 სექტემბრიდან დაიწყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით მოსახლეობას აცრასთან ერთად უკვე მოგებაც შეუძლია! ყველა ადამიანი ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება მიიღებს ფულის მოგების შესაძლებლობას!

    ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000 -დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც  31 დეკემბერს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები  გაიმართება ვებგვერდზე stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული -ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

    StopCovid ლატარიის  ,,აიცერი და მოიგეს’’ გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.

    ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე’’ მონაწილეობს  ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას   NDCD-ის ბაზაში  მინიჭებული  საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.

    პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების  ბილეთს,  აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს’’ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია  წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს  ,,აიცერი და მოიგეს’’ ყველა  გათამაშებაში. StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგ: თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში , თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

    რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი  მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.

    ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყო და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად. 

  • ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს

    ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კვალიფიციურად და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს.

    სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია სწრაფი ტესტის ჩატარება. აღვნიშნავთ, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს საარჩევნო კომისიების წევრების ვაქცინაციის პროცესიც.

    ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ტრენინგებზე დასწრების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პერიოდში, დამატებით უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, ტრენინგის ყოველ ეტაპზე დასასწრებად ტრანსპორტის მომსახურების ანაზღაურებას.

    ცესკო მოუწოდებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, გრაფიკის შესაბამისად მიიღონ მონაწილეობა სწავლების ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში, რომლის მიზანიც არის საარჩევნო კომისიის მუშაობის ეფექტიანობის ზრდა და პანდემიის პირობებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

    საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სწავლებაში აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს ჩართული მხარეებისა და  ამომრჩევლების მაღალ დონეზე მომსახურებას და  კენჭისყრის პროცესში გამორიცხავს ყველაზე მცირე ხარვეზსაც კი.

    საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 12 სექტემბრიდან იწყება IV ეტაპი, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სწავლებას.

    ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით ჩატარდება, მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

  • კოვიდ-19-ით გამოწვეული დეპრესიის მკურნალობის მეთოდი: "მუზეუმის დათვალიერება"

    ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ექიმებმა დაიწყეს ახალი მკურნალობის ტესტირება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სტრესში არიან და ავლენენ დეპრესიის სიმპტომებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის გამო. ამის თაობაზე "TRT -ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, იმ პაციენტებს, რომლებიც გადიან სტრესის მკურნალობას დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს საავადმყოფო ბრუგმანში, შესთავაზებენ უფასო ვიზიტებს ქალაქის ხუთ საჯარო მუზეუმში.

    თუ საპილოტე მკურნალობის მეთოდის შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, მისი გამოყენების შემდგომი გაფართოება იგეგმება.

    კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელმა ქალაქის საკრებულოს წევრმა, დელფინ ჰუბამ, სამკურნალო პროცესთან დაკავშირებით თქვა, რომ იგი შთაგონებულია კანადის ქალაქ კვებეკის ექიმების მიერ დეპრესიის ნიშნების მქონე პაციენტებისთვის წელიწადში 50-მდე მუზეუმის დათვალიერების რეკომენდაციით.

  • გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა

     გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით (Covid-19) 86 ადამიანი გარდაიცვალა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამ ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge

    მათივე მონაცემებით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 559 943-ს.

    ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 132 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.72% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.98%.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 952 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 506 486.

    ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში - 679, აჭარაში - 185, იმერეთში - 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში - 230, აჭარაში - 43, იმერეთში - 35.

  • ლიბერთი მომხმარებელს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარება

    ქვეყანაში COVID 19 პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, უფროსი თაობის მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ლიბერთი დამატებითი რესურსის მობილიზებას იწყებს.
    შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ბანკის ფილიალებში მკაცრად რეგულირდება მომხმარებელთა რიგები, შეცვლილია თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები და აქტიურად მიმდინარეობს პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი.
    უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში მომსახურების მისაღებად, ლიბერთის ყველა ფილიალში დაცულია კოვიდრეგულაციები. ყველაზე დატვირთული სერვის-ცენტრების გარე სივრცეში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ასევე სასმელი წყალი, ქოლგები და სადეზინფექციო საშუალებები.
    16 აგვისტოდან, ლიბერთი თავის მომხმარებელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს- მათი სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირებაში დაეხმარებიან მთელი საქართველოს მასშტაბით.
    ახალი სერვისი განსაკუთრებით უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში ინერგება, რათა მათთვის ვაქცინაცია უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური