კოსმოსში პირველი ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021 12:33

ბრიტანელმა ბიზნესმენმა, ლორდმა რიჩარდ ბრანსონმა, მისი კომპანია Virgin Galactic-ის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდით, 100 კილომეტრის სიმაღლეზე იმგზავრა და ეს სიმაღლე კოსმოსის საწყის წერტილად ითვლება. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, ამით რიჩარდ ბრანსონი, SpaceX-ის მფლობელ ელონ მასკისა და Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადამიანი გახდა, რომელმაც კოსმოსური მოგზაურობის ინიციატივა გამოიჩინა და ამასთან, პირველი ტურისტიც გახდა, რომელმაც კოსმოსში იმგზავრა.

ბრანსონთან ერთად მის კოსმოსურ ხომალდში 6 ადამიანი იმყოფებოდა და ნიუ-მექსიკოს შტატიდან გუშინ დილით აფრინდნენ. Virgin Galactic-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხომალდმა მიაღწია 100 კილომეტრის სიმაღლეს, რომელიც კოსმოსის საწყის წერტილად ითვლება. ამ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოგზაურობამ 90 წუთი გასტანა და ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ბრანსონთან და მის თანმხლებ პირებთან ერთად, უპრობლემოდ დაეშვა დედამიწაზე.

წაკითხულია 264 ჯერ

Related items

  • ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა რვა თანამგზავრი

    ხუთშაბათს, ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა რვა თანამგზავრი Long March-2D, სპეციალური გამშვები მანქანის გამოყენებით. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იუწყება.

    ერთი Jilin-1 Kuanfu 01C თანამგზავრის და შვიდი  Jilin-1 Gaofen 03D თანამგზავრის გაშვება ორბიტაზე პეკინის დროით 10:38 საათზე ჩინეთის ტაიუანის (შანსის პროვინცია) კოსმოდრომიდან მოხდა. თანამგზავრების ორბიტაზე გასვლა წარმატებით განხორციელდა.

    Jilin-1 Kuanfu 01C თანამგზავრს აქვს ფართო დაფარვის არეალი და გამოყენებული იქნება კომერციული დისტანციური ზონდირების მონაცემთა გადაცემის სერვისების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაკავშირებულია მიწის რესურსებთან, მინერალების ძიებასთან და "ჭკვიანი ქალაქის" მშენებლობასთან.

    შეგახსენებთ, რომ ეს იყო ზედიზედ რიგით 419-ე გაშვება Long March-ის სერიის გამშვები მანქანებისთვის.

  • იაპონელი მილიარდერი 12 დღიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა

    იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა 12 დღიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, 46 წლის იუსაკუ მაეზავა 8 დეკემბერს ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან თავის თანაშემწე იოზო ჰირანოსა და რუს კოსმონავტ ალექსანდრე მისურკინთან ერთად კოსმოსში გაემგზავრა და 12 დღიანი კოსმოსური მგზავრობის შემდეგ ისევ ყაზახეთის მიწაზე დადგა ფეხი.

    რუსეთის ფედერალური კოსმოსური სააგენტოს  განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტურისტულმა“ კოსმოსურმა ხომალდმა Soyuz MS-20-მა ფრენა წარმატებით დაასრულა.

  • ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა თანამგზავრი, რომლის ბორტზეც სამი ჩინელი კოსმონავტი იმყოფება

    ხუთშაბათს ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა კოსმოსური თანამგზავრი, რომლის ბორტზეც სამი ჩინელი კოსმონავტი იმყოფება. ამის თაობაზე სააგენტო „სინხუა“ აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი მონაცემებით, კოსმოსური ხომალდი „შენჩჟოუ-12“ კოსმოსურ ორბიტაზე გაემგზავრა 3 თვიანი საგანგებო მისიის შესასრულებლად, რომლის განმავლობაშიც კოსმონავტები ნე ხაიშენი, ლიუ ბომინი და ტან ხუნბო შეეცდებიან ორბიტაზე ააგონ კოსმოსური სადგური.

    კოსმოსური აპარატი „შენჩჟოუ-12“ დამონტაჟებულია რაკეტა-თანამგზავრზე „ჩანჩჟენ-2F“. კოსმოსურმა ხომალდმა სტარტი აიღო „ცზიუცზიუანის“ კოსმოდრომიდან, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარეობს.

    "სინხუას" ცნობით, კოსმოსურმა აპარატმა „შენჩჟოუ-12“ წარმატებით მიაღწია ორბიტას და შეუერთდა კოსმოსურ სადგურ "ტიანხეს" ძირითად მოდულს. 

     

  • გახდება თუ არა „ვანის ტბა“ NASA-ს მხრიდან გადაღებულ ფოტოებს შორის საუკეთესო?

    ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს /NASA/ მიერ კოსმოსური სივრციდან გადაღებული ფოტოების, ონლაინ ფოტოკონკურსის სახელწოდებით „მსოფლიო ტურნირი“, ფინალში გავიდა თურქეთში მდებარე „ვანის ტბის“ სურათიც. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, მეორე ფინალისტი კი „მოძრავი ვარსკვლავები“ სახელწოდების ფოტო დასახელდა. კენჭისყრა ვებგვერდზე „earthobservatory.nasa.gov/tournament-earth“ აშშ-ს ადგილობრივი დროით, 12 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება.

    თურქეთის "ვანის ტბის" მიმართ ხმის მიცემასთან დაკავშირებით კი თურქეთის სახელმწიფოს მმართველებიც ჩაერთნენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ შორის გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანი და სხვები.

  • ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა ჩინეთის სატელიტური დისტანციური ზონდირების ახალი თანამგზავრი

    ჩინეთმა გუშინ კოსმოსში გაუშვა ჩინეთის სატელიტური დისტანციური ზონდირების მეორე ჯგუფის თანამგზავრი "იაოგან-31" /Yaogan-31/. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი მონაცემებით, რაკეტის გაშვება მოხდა პარასკევს, პეკინის დროით 12:47 საათზე, კოსმოდრომ „ცზიუციანიდან“ /სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი/.

    დანიშნულ ორბიტებში შესვლის შემდეგ, თანამგზავრები ჩაატარებენ გარემოს ელექტრომაგნიტურ კვლევებს და განახორციელებენ შესაბამის ტექნოლოგიურ ტესტირებას.

    თანამგზავრების გაშვება მოხდა თანმხლები რაკეტის „ჩანჩჟენ-4ბ“ /Long March-4C/ გამშვები დანადგარიდან. ეს იყო „ჩანჩჟენ“-ის სერიის გამშვები საფრენი აპარატის 359-ე ფრენა, აღნიშნულია ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა  სატელიტური დისტანციური ზონდირების პირველი ჯგუფის თანამგზავრი „იაოგან-31“, 2018 წელს გაუშვა კოსმოსში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური