ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის შეხვედრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
კვირა, 11 ივლისი 2021 17:56

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აქბარ ყასემი 8 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. ამის შესახებ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო აქვეყნებს ინფორმაციას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და პანდემიასთან ბრძოლის გზები. ირანის ელჩმა ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეფასება მისცა ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობას ჯანდაცვის სფეროში და გამოთქვა ირანული მხარის მზადყოფნა ამ მიმართულებით.

ელჩმა ასევე წარმოადგინა ინფორმაცია ირანის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამედიცინო ტექნოლოგიების და კოვიდვაქცინის წარმოების შესახებ. მისი თქმით, ირანი არის მსოფლიოს მეექვსე ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ვაქცინებს და ამ დროისათვის ორ ირანულ ვაქცინას აქვს მიღებული გამოყენების ნებართვა. ელჩმა გამოთქვა ირანული მხარის მზადყოფნა, უმასპინძლოს ქართულ დელეგაციას მომავალი თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.

აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ირანულ მხარეს გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს 7 ივლისს ნ. ყიფშიძის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ღონისძიება.

 

 

 

წაკითხულია 177 ჯერ

Related items

  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ე. ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ე. ტიკარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მან ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

    „მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა მინდა, გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, ექიმს, ექთანს, ვინც პანდემიის პერიდოში ჩემთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით ეკიდებოდა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მადლობა სამინისტროს გუნდს, რომლებიც დაუღალავად ებრძოდნენ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე", აღნიშნა ე. ტიკარაძემ.

    მისივე თქმით, სამინისტროს გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო და არის დიდი პასუხისმგებლობა. "ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად, იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

    როგორც ე. ტიკარაძემ ასევე განაცხადა, იგი საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

    ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.

  • გერმანიამ საქართველოს Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულები გადასცა

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება. მათი ინფორმაციით, დონაცია 3000 დოზაზე მეტ კასირივიმაბისა და იმდევიმაბისგან შედგება. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება კოვიდ-19-ით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ მოხდება.

    „საქართველოს, გერმანიის მთავრობის მხრიდან, გადმოეცა მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი პაციენტების მკურნალობისთვის, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ელჩს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

    მონოკლონური ანტისხეულების საქართველოსთვის გადმოცემა გერმანიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

    „მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებს გადავეცით მაღალი ხარისხის მედიკამენტის 3000 დოზა, ეს არის გერმანიისა და საქართველოს მთავრობას შორის წარმატებულ თანამშრომლობის შედეგი. აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, სადაც დაავადება რთულ  ფორმებში მიმდინარეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის ვაქცინაცია, იმისათვის რომ ადამიანები არ დაავადდნენ საჭიროა რაც შეიძლება მეტი პირი აიცრას. ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რათა პანდემია საქართველოში მომდევნო წელსაც არ გაგრძელდეს“, -აღნიშნა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

    კასირივიმაბი/იმდევიმაბი ფარმაცევტული კომპანია „როში“-ს მიერ არის წარმოებული. პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. აღნიშნული მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის  ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

    მედიკამენტები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა. პრეპარატების გადმოცემის ცერემონიალს ჯანდაცვის მინისტრთან და გერმანიის ელჩთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა.

  • ირანი სომხეთისკენ გზაზე აზერბაიჯანს გვერდს აუვლის

    მაშინ, როდესაც ბაქოს აქვს ილუზია, ჩამოაცილოს ირანი სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანს და ვარაუდობს, რომ შეუძლია, ირანის ევროპასთან ვაჭრობა შეაფერხოს და ხელი შეუშალოს ირანის ტრანზიტს, ირანის საინჟინრო-ტექნიკური დელეგაცია გზებისა და ურბანიზაციის მინისტრის მოადგილე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ხაირულა ხადემის ხელმძღვანელობით ეწვევა სომხეთს, რათა ჩაერთოს ტატუს გზის დასრულებაში, რომელიც არის კიდევ ერთი მარშრუტი, რომელიც შეცვლის გორის-ყაფანის გზას. ტატუს დაახლოებით 15 კილომეტრიანი გზის დასრულების შედეგად, ირანი სომხეთისკენ გვერდს აუვლის აზერბაიჯანს და ამ გზით დაუკავშირდება რუსეთსა და ევროპას.

    http://www.ilna.news/fa/'ny/news-1138977

    ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

  • ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები აზიის თასის გათამაშებაში იასპარეზებს
    ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები აზიის თასის გათამაშებაში იასპარეზებს. ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა  პენალტების სერიაში იორდანიის ნაკრებს სძლია და ამ ისტორიული გამარჯვებით პირველად   მოხვდა   აზიის   ჩემპიონატზე.
    ირანისა   და იორდანიის   ნაკრებთა   თამაშის   ძირითადი   დრო   ფრედ   დასრულდა   და   იმის გათვალისწინებით,  რომ   ორივე   გუნდს   ქულების   რაოდენობით   და   გატანილი  და გაშვებული   გოლების   რაოდენობით   თანაბარი   მაჩვენებელი   ჰქონდა,   საბოლოო გამარჯვებული   პენალტების   სერიამ   გამოავლინა,   სადაც   ირანელებმა ფეხბურთელებმა  ანგარიშით   4-2 სძლიეს   მეტოქეს   და   2022   წლის   აზიის   ჩემპიონატზე   მოხვდნენ,   რომელიც   ინდოეთში გაიმართება. 
     
    წყარო: www.irna.ir/news/84483692/
     
     
     
     

  • ჯანდაცვის მინისტრი: ირანი ვაქცინაციის რაოდენობით მსოფლიოში რეკორდსმენია

    ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების მინისტრის ბაჰრამ ეინოლაჰის განცხადებით, ირანმა ამ კვირაში 7.9 მილიონი დოზით ვაქცინაციის მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მანამდე ამ ადგილს გერმანია იკავებდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო 6 მილიონი დოზა ვაქცინა გამოიყენა ერთ კვირაში.

     ირანის საელჩოს საინფორმაციო ბიულეტენი

    წყარო: www.irna.ir/news/84473290/

     

ბიზნეს ნიუსი

საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

„დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - სა...

პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინ...

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ლიბერთის გუნდი მასშტაბური ახალი წლის აქციის შემდეგ...

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური