საქართველოსა და უკრაინის "აბორდაჟის" ჯგუფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 09 ივლისი 2021 14:15
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის "აბორდაჟის" ჯგუფებმა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, მრავალეროვნული საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021-ის ფარგლებში, ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა უკრაინის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ბერძენი ინსტრუქტორების ჩართულობით, დაგეგმეს და განახორციელეს მაღალი რისკის შემცველი აბორდაჟის ოპერაცია, რომელიც მოიცავდა დამრღვევი გემის შეჩერებას, ტაქტიკური კიბით ასვლას, გადაადგილებას, ხომალდზე მყოფი პირების შემოწმების პროცედურებს და გემზე კონტროლის დამყარებას.
აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით იმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.
სწავლების ისტორიაში, SEA BREEZE 2021 ყველაზე მასშტაბურია. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობს.
შსს-ს პრეს-რელიზი
 
წაკითხულია 275 ჯერ

Related items

  • ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს“

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ი-ს განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" ავრცელებს.

    ვან ი-მ დიმიტრო კულებას ასევე განუცხადა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მომხრეა.

    წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/727640-chinetis-sagareo-ministri-dmitro-kulebastan-saubrisas-acxadebs-rom-qvela-kveqnis-suvereniteti-daculi-unda-iqos

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მდგომარეობას აფასებს: პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ

    „თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი მომავალი ევროკავშირია, თქვენ გარეშე კი ევროკავშირი არასრულყოფილია“, — ამ სიტყვებით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ხალხებს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში.
    პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს თავისი კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ქვეყნები ევროპის კონტინენტზე. ეს პროცესი კი მან იმ ქვეყნებიდან უნდა დაიწყოს, რომლებიც უკვე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან.
    ცისფერ და ყვითელ ფერებში გამოწყობილმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არსებული მდგომარეობის წარდგენა უკრაინის მხარდასაჭერი სიტყვით დაიწყო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირმა რუსული აგრესიის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან გაუწია.
    „დღეს სიმამაცეს აქვს სახელი. და ეს სახელი უკრაინაა“, — განაცხადა მან, —„ევროპის სოლიდარობა უკრაინისადმი ურყევი იქნება“. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესების გზით. „ეს ჩვენთვის მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა — დათმობის“, — აღნიშნა მან და დაურთო, რომ „პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ“.
    მისივე თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთი ათასამდე საერთაშორისო კომპანიამ დატოვა, ავტომობილების წარმოება გასულ წელთან შედარებით სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო „აეროფლოტის“ თვითმფრინავები სათადარიგო ნაწილების არქონის გამო ფრენებს აჩერებენ. „ნახევარგამტარების დეფიციტის გამო რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკისთვის ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ. რუსეთის მრეწველობა განადგურებულია“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან უკრაინის დახმარებისა და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანადის, იაპონიის და ევროპელ ლიდერებთან უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, ბაიდენი, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანის, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგის, იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასის და ასევე საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ესაუბრა.

    საუბრის დროს ხაზი გაესვა უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ევროპისთვის გაზის იაფი და მდგრადი მიწოდების საკითხიც.

  • უკრაინის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ხარკოვის რეგიონში მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე

    უკრაინის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ხარკოვის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა: "ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა, თავისუფალი უკრაინა, თავისუფალი უკრაინული ქალაქი ცის ქვეშ. მადლობა. ვამაყობ."

    უკრაინის არმიის გუშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხარკოვის ოლქში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი რუსული ძალებისგან უკან დაიბრუნეს.

    ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბომ აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსეთის ძალებზე კონტრშეტევა დაიწყეს.

     

  • მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ დასრულდა!

    მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის  ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა. სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროებს სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს. 

    ღონისძიება სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით „ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. 

    „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. სპეციალურად ამ დღეზე დასასწრებად საქართველოში უცხოელი გენერლები აშშ-დან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან ჩამოვიდნენ. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტიროინგის მისიის წარმომადგენლები.

    სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საბრძოლო სროლებით მრავალეროვნული ბატალიონის დონის კომბინირებული საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მოწინააღმდეგემ მრავალეროვნული ბატალიონის თავდაცვით პოზიციებს შეუტია, რის შემდეგაც მრავალეროვნულმა ბატალიონმა კომბინირებული მოქმედებით მოწინააღმდეგე გაანადგურა და კონტრშეტევაზე გადავიდა, მოწინააღმდეგის დარჩენილი ძალების დამარცხების მიზნით. მრავალეროვნულმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან „ჯაველინი“ 3 გასროლა განახორციელა. კონტრშეტევის დროს მოწინააღმდეგის თავდაცვითი დაბრკოლებების გარღვევა მრავალეროვნულმა საინჟინრო ასეულმა განახორციელა, რომელიც აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ოცეულისა და აშშ-ის ეროვნული გვარდიის დასავლეთ ვირჯინიის შტატის საინჟინრო ოცეულისგან იყო დაკომპლექტებული.     

    წელს საქართველომ „ღირსეულ პარტნიორს“ მეექვსედ უმასპინძლა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობდა. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (SWEDINT).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური