ჯუანშერ ბურჭულაძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო
პარასკევი, 09 ივლისი 2021 11:24

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის საქმეში ჩეხეთის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. მან, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ჩეხი დამკვირვებლების მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტრანსფორმაცია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ჩეხეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მხარეებმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით ჩეხეთთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნული მიმართულებით, სამომავლოდ, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. საუბარი, ასევე, შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებს.

წაკითხულია 141 ჯერ

Related items

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის და ამ კონტექსტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე ისაუბრა.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებს. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს წარმატებული უწოდა.

  • ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო.

    მთავრობის მეთაურმა ახალი სადაზვერვო მანქანა დაათვალიერა და მისი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია "დელტას" კონსტრუქტორებისგან მოისმინა.
    „დელტა"-ში წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანა სრულად აკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

    330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს და შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. მანქანას მოასფალტებულ გზაზე 110 კილომეტრის განვითარების შესაძლებლობა აქვს და ტექნიკურად 60 სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურის და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე, შესაძლებელია სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის დამონტაჟება.

    "დელტა" სხვადასხვა დანიშნულებისა და შესაძლებლობების ჯავშანტექნიკას აწარმოებს, სადაზვერვო მანქანის აღნიშნული მოდელი კი, ცენტრში პირველად დამზადდა. სამომავლოდ იგეგმება სადაზვერვო ჯავშანტექნიკის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანა.

    პრემიერ-მინისტრმა ასევე დაათვალიერა "დელტას" მიერ წარმოებული სამხედრო უნიფორმები, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი.

    ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ებრაულ იარაღის საწარმო "დელტა სიეიეი"-შიც იმყოფებოდა, სადაც უახლესი აპარატურით იარაღის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

    ქართულ-ებრაულ საწარმოში უახლესი აპარატურითა და უმაღლესი ხარისხით ხდება იარაღის გალვანირება, ქრომირება და ანოდირება. აპარატურა ეკოლოგიურად უსაფრთხოა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

    ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე-გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, „დელტას" ხელმძღვანელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • თავდაცვის სამინისტრომ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა

    საქართველო ნატოს პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან ფორმალური თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრს ესტუმრა, სადაც მან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავს ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხედრო-სამედიცინო წვრთნებისა და სწავლებების გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

    სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივად განისაზღვრა. ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან.

  • თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს შეხვდა

    უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ოთხვარსკვლავიან გენერალს რიჩარდ კლარკს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

    უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა.

  • თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს უმასპინძლა

    საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი იმყოფება. გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკულ ნაბიჯს წარმოადგენს და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის ძალებში მიმდინარე  და დაგეგმილი მოდერნიზაციის პროცესი და საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები.

    დღესვე, გენერალ-მაიორი დევიდ ტაბორი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის არსებულ  მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

„დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - სა...

პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინ...

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ლიბერთის გუნდი მასშტაბური ახალი წლის აქციის შემდეგ...

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური