საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021 15:42

საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

იტალიის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებულ მიმდინარეობაზე. ხაზგასმით აღინიშნა SNGP-ის ინიციატივების - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განვითარებაში იტალიის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო პოლიციასა და კარაბინიერებისკორპუსს შორის, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. 

შეხვედრის დასასრულს იტალიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ხელი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა კვინიხიძემ და იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა დავიდ მორპურგომ მოაწერეს ხელი. 

წაკითხულია 372 ჯერ

Related items

  • სომხეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა შეიარაღებულმა შენაერთებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს 10-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი ელემენტები არიან განლაგებული, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან, სნაიპერული და სხვადასხვა კალიბრის იარაღით მთლიანობაში 10-ჯერ ესროდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის და ფიზულის რაიონების მიმართულებით.

    სამინისტრო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ აზერბაიჯანის არმიაში პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგი არ ყოფილა რა, სომხურ მხარეს ადეკვატური პასუხი გაეცა.

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაძაბულობაზე, რომელიც განვითარდა როგორც საზღვარზე, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსული ელემენტები არიან განლაგებული, სომხეთის ადმინისტრაციას ეკისრება.

     

  • თავდაცვის უწყებაში აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია!

    თავდაცვის უწყებაში აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია!

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა. ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

    საქართველოს თავდაცვის უწყება კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

    საქართველოს თავდაცვის უწყება

     

  • რუსი მეთაურები დილემის წინაშე არიან

    რუსი მეთაურები, უკრაინაში აღმოსავლეთისთვის რესურსების მიწოდების ან დასავლეთში თავდაცვის გაძლიერების საკითხებს შორის ორჭოფობენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის როგორც დონბასში, ასევე ხერსონის რეგიონებში შედეგის არ მომტანი შეტაკებები გრძელდება.

    რუსი მეთაურები დგანან დილემის წინაშე აღმოსავლეთში შეტევის დაფინანსებასა და დასავლეთში თავდაცვის გაძლიერებას შორის. 2022 წლის 18 ივლისს დაზვერვამ რუსეთის ბელგოროდის რეგიონში უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში ბარვინოკთან აღმოაჩინა რუსული სამხედრო მანქანების სარემონტო და განახლების ობიექტი. იქ იყო მთავარი საბრძოლო ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების და ზოგადი დამხმარე სატვირთო მანქანების ჩათვლით სულ მცირე 300 დაზიანებული მანქანა. გარდა კარგად დოკუმენტირებული პერსონალის პრობლემებისა, რუსეთი შესაძლოა აგრძელებს ბრძოლას უკრაინაში დაზიანებული ათასობით საბრძოლო მანქანის გამოტანისა და შეკეთებისთვის. უკრაინა“. - ნათქვამია ანგარიშში.

    ხერსონის რეგიონის ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი ხლანმა უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ ბრძოლის ველზე გარდამტეხი მომენტი დგას.

    „შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლის ველზე შემობრუნების მომენტია. დაცვიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ. სექტემბრისთვის შეიძლება ითქვას, რომ ხერსონის რაიონი აუცილებლად განთავისუფლდება და ოკუპანტების ყველა გეგმა უშედეგო იქნება“. - განაცხადა ხლანმა.

     

  • გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროპის სახმელეთო ძალების კონფერენციას დაესწრო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ვიზიტის ფარგლებში გენერალი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ ჯეიმს მაკკონვილს შეხვდა. შეხვედრას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სახმელეთო ძალების ახლად დანიშნული მეთაური, გენერალი დარილ ვილიამსიც ესწრებოდა. ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე და ამ პროცესში აშშ-ს მხარდაჭერის ინტენსიფიკაციაზე.

    ევროპის სახმელეთო ძალების ყოველწლიური კონფერენცია გერმანიის ქ. გარმიშში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ევროპულ ცენტრში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ოცდაათამდე ქვეყნის სახმელეთო ძალების სარდლებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა. კონფერენციაზე მიწვეული იყო საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებები და მისი გავლენის საკითხები გლობალურ უსაფრთხოებაზე. საუბარი შეეხო ურთიერთთავსებადობისა და კოორდინაციის მექანიზმების დახვეწის გზით საბრძოლო მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს.

     

  • ალპებში მყინვარის ჩამოშლის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

    იტალიის ალპებში მყინვარის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. იტალიური სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, მარმოლადის რაიონში ალპებში ყინულის დიდი მასა ჩამოიშალა. შედეგად ბოლო მონაცემებით სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა, რომელთაგან 1-ის მდგომარეობა მძიმეა.

    ამავე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ 10 ადამიანი დაიკარგა, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. პროცესში, 5 ვერტმფრენიც არის ჩართული.

    შეგახსენებთ, რომ იტალიის პადოვას უნივერსიტეტის მეცნიერებმა  2020 წლის სექტემბერში გაკეთებულ განცხადებაში გააფრთხილეს, რომ მარმოლადაში ყინულის მასა შეიძლება გაქრეს 15 წელიწადში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური