PSP ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს დაჯილდოვების - „ოქროს ბრენდი 2020“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის გამრჯვებულია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021 11:49

26 ივნისს „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს.

29 ივნისს „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის დაჯილდოვებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი ქსელი საქართველოში, საზოგადოებრივი იმიჯი, მაღალი კორპორატიული სტანდარტი“ PSP წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის მიხედვით საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოვების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით უკვე 21-ედ ჩატარდა და 2020-2021 წლების საუკეთესო კომპანიები გამოავლინა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღით პანდემიასთან წარმატებით ბრძოლაში.

Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონიალი „შატო მუხრანში“ გაიმართა. „ოქროს ბრენდს“ ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები საქართველოში განხორცილებული წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის. დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება, PSP მეთექვსმეტედ დასახელდა N1  კომპანიად ფარმაცეტულ სფეროში.

„თითოეული ჯილდო, ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება ჩვენთვის უდიდესი პატივი და ამასთან ერთად პასუხისმგებლობაა, ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. ნდობას, რომელიც საზოგადოებამ გამოგვიცხადა, ვაფასებთ და მის გასამყარებლად მუდმივად საინტერესო, მათ ინტერესზე ორიენტირებულ პროექტებს შევთავაზებთ“ -აცხადებენ PSP-ში.  

წაკითხულია 257 ჯერ

Related items

  • ფაიზერმა კოვიდ-19 საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა დაიწყო

    აშშ-ში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer–მა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი მონაცემებით, Pfizer–ის მხრიდან წარმოებული ეს ანტივირუსული პრეპარატის კლინიკური კვლევები ჩატარდება 18 წელზე უფროსი ასაკის 2,660 ჯანმრთელ მოზარდზე, რომლებიც ცხოვრობენ იმავე ოჯახში იმ ადამიანებთან, რომლებიც ინფიცირებულნი არიან COVID-19-ით, ანდა, ავლენენ მის სიმპტომებს.

    ფაიზერის გლობალური კვლევის, განვითარების და მედიცინის ხელმძღვანელმა მიქაელ დოლსტენმა თქვა, რომ თუკი პრეპარატი გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, მაშინ, ჯერ ერთი ის  ვირუსს გამრავლებამდე შეაჩერებს და მეორეც, ინფიცირებულებში თავიდან ააცილებინებს სიმპტომების განვითარებას.

    ამავე განცხადებით, ახალი პრეპარატი, რომლის მიზანია კოვიდ-19 ვირუსის გამრავლების ფერმენტის წარმოების შეჩერება, რიტონავირთან ერთად იქნება გამოყენებული. ამ დროს, ამერიკულმა ფირმა Merck–მა და შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Roche–მაც განაცხადეს, რომ კოვიდ–19 ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, ისინიც ავითარებენ წამლებს აბების ფორმატში.

  • „PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

    „PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

    2021 წლის 25 ივლისს საქართველოს სტაატისტიკის სამსახურის (საქსტატი) დაარსებიდან 102 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც მასთან წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობენ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში.

    „მოხარულები ვართ, რომ PSP ფარმამ“, როგორც საქსტატის ერთ-ერთმა საუკეთესო პარტნიორმა მადლობის წერილი აქტიური და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაიმსახურა. ვფიქრობთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ყველა საქვეყნო საქმეში, როგორც ამ შემთხვევაში ოფიციალური ეროვნული სტატისტიკის წარმოებაა. PSP ყოველთვის აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ყველა პროექტსა და საქმიანობას, რომელიც ქვეყნისთვის მნიშნელოვანია. PSP ასევე ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც 1998 წელს მსხვილ გადამხდელთა რიგებში გაერთიანდა და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში“ - აცხადებენ PSP-ში.  

    პსპ-ს პრეს-რელიზი

  • სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია!

    PSP კვლავ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ყველაზე განახლებადი ბრენდი SVR უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" PSP-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, SVR-ის ისტორია 1962 წელს ფრანგი ფარმაცევტი ქალბატონის სიმონე ვერეტეს მიერ სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტებისგან ინოვაციური ფორმულებით დამზადებული პროდუქციით დაიწყო და დღეს მსოფლიოს 52 ქვეყანაში თავდაჯერებული ქალბატონებისა და მამაკაცების საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა. ბრენდის ფილოსოფია ემყარება „სილამაზე განწყობისთვის“ - კანის სიჯანსაღის გავლენას ადამიანის თავდაჯერებულობასა და განწყობაზე; „Look good- feel good” - თუ შენ კარგად გამოიყურები, თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს. ყევლა ტიპის კანისთვის შექმნილი დერმატოლოგიური კოსმეტიკის გამები ერთნაირად პოპულარულია როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში; მათ შორის ბავშვების ყველაზე სათუთი კანისთვის.

    „SVR ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეფექტური, ჰიპოალერგიული, მაღალეფექტური დერმატოლოგიური კოსმეტიკის ბრენდია, რომლის ინოვაციური პროდუქციის შექმნაში მონაწილეობს მეცნიერთა საბჭო დერმატო-ალერგოლოგის, დერმატო -ფარმაკოლოგისა და ბიოქიიკოსის სამეცნიერი კონსულტანტების შემადგენლობით. პროდუქციის მაღალეფექტურობას აქტიური ინგრედიენტების მინიმალური კონცენტრაცია და ინოვაციური ფრომულები განაპირობებს. ჰიპოალერგიული ფორმულა, რომელსაც 100%-იანი ტესტირება აქვს გავლილი და მოწოდებულია ყველა ტიპის კანისთის, უსაფრთხოა ორსულებისთვისა და ოჯახის ყველა წევრისთვის. უახლოეს პერიოდში დღეებში PSP არაერთ საინტერესო და მსოფლიოში ცნობილ ბრენდს შესთავაზებს მომხმარებელს“ - აცხადებენ PSP-ში.

    „თუ შენ კარგად გამოიყურები - თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს“ ამბობენ სიმონე და რობერტ ვერეტები და სწორედ ამიტომ ქმნიან SVR-ს - „სილამაზე განწყობისთვის“.

  • შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში

    ქართულ კომპანია PSP-სა და შვეიცარულ კომპმანიას HORMETA-ს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის კონტრაქტი გაფორმდა. შვეიცარული ხარისხის ბრენდის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია PSP-ს შერჩევით აფთიაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

    დაარსებიდან 70 წლის შემდეგ „HORMETA“-ს ლაბორატორიები ისევ შვეიაცარიაშია. შვეიცარიაში ხდება პროდუქციის წარმოების და შეფუთვის სრული პროცესიც. ბრენდი SWISCOSS -წევრია, რაც ხარისხის გარანტიაა. „HORMETA” დაპატენტებული ფორმულის - Oligocos-5-ის მფლობელია, რომელიც 5 ძირითადი მიკროელემენტის Zn, Mg, Mn, Si, Cu კომპლექსია.  ბრენდი კანის მოვლის შვეიცარიული ოქროს სტანდარტის მიმდევარია - დატენიანება, დაცვა და აღდგენა, რასაც შემადგენელი მინერალების სინერგიული მოქმედება უზრუნველყოფს.

    „hormesis“ - ქიმიური ელემენტების სწორი რაოდენობით გამოყენებას ნიშნავს. HORMETA-ს პროდუქტების სწრაფ და მყარ ეფექტს უნიკალური მიკროელემენტების დაპატენტებული ფორმულა Oligocos-5 უზრუნველყოფს. სწორედ ამ კომპლექსის, ალპების მყინვარების წყლით და და სხვა მცენარეულ ექსტრაქტებით გამდიდრებული პროდუქცია ასტიმულირებს უჯრედული განახლების პროცესს. პროდუქცია განკუთვნილია 25 წლის ზემოთ ყველა ტიპის კანისთვის. მრავალფეროვანი სახის მოვლის გამები ქალბატონებს სასურველ პროდუქტის არჩევანს გაუადვილებს“ - აცხადებენ PSP-ში.

    ჰორმეტა გჩუქნით განსაკუთრებულობის შეგრძნებას, სასიამოვნო სენსორულ ემოციებსა და მუდმივ ახალგაზრდობას. 

    პსპ-ს ადმინისტრაციის განცხადება

  • PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს

    დღეიდან, ყოველ ორშაბათს PSP -სა და MASTERCARD-ის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში PSP-ს ყველა ფილიალში საქართველოს მასშტაბით მომხმარებელი განსაკუთრებული პირობით ისარგებლებს. MASTERCARD-ის ბარათით გადახდისას ჯანმრთელობისა და სილამაზის ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას მომხმარებლები ისარგებლებენ ყველა მიმდინარე აქციითა და ფასდაკლებით სააფთიაქო პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე და დამატებით 10% ქეშბექს მიიღებენ.

    „მომხმარებელზე ზრუნვა PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. კიდევ უფრო მარტივი და სარგებლიანი რომ გავხადოთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა, მუდმივად განსაკუთრებულ სარგებელს ვთავაზობთ. MASTERCARD-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყოველ ორშაბათს, PSP-ს ნებისმიერ ფილიალში, MASTERCARD- ბარათით გადახდისას მომხმარებელი ქსელში არსებულ ყველა აქციით სარგებლობასთან ერთად დამატებით გადახდილი თანხის 10%-ს დაიბრუნებს უკან. ეს პირობა მომხამრებელს საშუალებას აძლევს აღარ დაელოდოს ფასდაკლების დღეებს და ორშაბათსაც ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზების პირობით“- აცხადებენ PSP-ში.

    #PSP #MASTERCARD

    PSP-ს პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური