ივნისი ჰიპერტენზიის სკრინინგის თვეა - გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021 16:35

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება. ამჯერად, 26-27 ივნისს ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვებსა და სკრინინგზე "ღიაგული" მე-5 კლინიკური საავადმყოფო და პინეო - სამედიცინო ეკოსისტემა გიწვევთ.

ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მიმართოს აღნიშნულ კლინიკას,  პროფესიონალი კარდიოლოგებთან სრულიად უფასოდ  გაიაროს კონსულტაცია, გაესინჯოს  და დაავადების პრევენციასა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჩაიტაროს შესაბამისი კვლევა.  

რეგისტრაციისთვის აუცილებელია დარეკოთ ცხელ ხაზზე:

  • პინეო - სამედიცინო ეკოსისტემა - ტელ: 032 2 44 44 55/032 2 24 05 50 (ჩაწერის საათები 09:00 – 17:00) და კონსულტაცისითვის მიმართოთ მისამართზე გორგასლის #93
  • "ღია გული" მე-5 კლინიკურ საავადმყოფო -  ტელ: +995 322 52 05 25/+995 591 207 473 (ჩაწერის საათები 10:00-17:00) და კონსულტაციისთვის მიმართოთ მისამართზე თემქა - XI მიკრო, I კვარტალი

შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად უკვე მესამე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება.  კამპანიის ფარგლებში, უფასო სკრინინგითა და კონსულტაციებით უკვე ისარგებლა 200 მდე პაციენტმა, 5-6 ივნისს,  თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა - დიღმის სამედიცინო ცენტრში,12-13 ივნისს კლინიკაში „გული“  და ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრში ჩაიტარეს გამოკვლევეები  და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია  ჰიპერტენზიის შესახებ.

საერთაშორისო კამპანიის მიზანს  ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან  გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის  მთავარი მიზეზია მსოფლიოში.  იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა.  მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

წაკითხულია 436 ჯერ

Related items

  • კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში ჰიპერტენზიის უფასო კვლევები დაიწყო

    ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მასშტაბური უფასო გასინჯვები დაიწო. პროექტმა „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ წელს 21კლინიკა და საქართველოს წამყვანი ექიმები ერთ სივრცეში გააერთიანა.

    ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც იყო 40 წლის და მეტის, აწუხებდა არტერიული წნევა ან აინტერესებდა, იყო თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა ჰქონდა სრულიად უსასყიდლოდ  ჰიპერტენზიის სკრინინგი ჩაეტარებინა, ადგილზე გაევლო კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, გადაეღო კარდიოგრამა. პაციენტების მიღება დღეს 10:00-დან 18:00-მდე „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში დაიწყო და ხვალ 10:00 საათიდან გაგრძელდება.

    მაისი ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება.  მის მიზანს არტერიული წნევის შემოწმება და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება.

    „გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს და ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    „გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს, რა დროსაც ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში და თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  „სერვიე“  ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას ტრადიციულად უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს, რათა უზრუნველყოს დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ  ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს გულის უკმარისობის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებას,“ - აღნიშნავს კომპანია „სერვიეს“  დირექტორი საქართველოში მაია ხეცურიანი.

    ცნობისათვის, ხვალ 17 მაისს, 11:00 საათზე,  „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 პავილიონშიჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მედიასთან საანგარიშო შეხვედრა გაიმართება. ჰიპერტენზიის დღეს არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრებს და  კიდევ ერთხელ შეაჯამებს წლევანდელი კამპანიის შედეგებს ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, მაია ხეცურიანი. დროული დიაგნოსტირების აუცილებლობაზე, ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე, დაავადების სიმძიმესა და სკრინინგის მნიშვნელობაზე გვესაუბრებიანკარდიოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი არჩილ ჩუხრუკიძე, ბოხუას სახელობის კარდიოპულმონური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფ. ზურა ფაღავა და გულ-სისხლძართვა კლინიკის ხელმძღვანელი, პროფ. თამაზ შაბურიშვილი. მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან უფასო გასინჯვების პროცესს, რომლებსაც კამპანიაში ჩართული კლინიკების წამყვანი კარდიოლოგები უძღვებიან.

    ღონისძიების საპატიო სტუმარია საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიშარ რეკენა, რომელიც მხარს უჭერს კამპანიას „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ და მონაწილეობას მიიღებს უფასო სკრინიგში.

     

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. მომატებული არტერული წნევა ინსულტის, ინფარქტის და თირკმლის დაავადების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

    ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, 40 წლის ზემოთ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • მაისი ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

     „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ გლობალური კამპანია, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინიციატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება. კამპანიის მიზანს ჰიპერტენზიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგებს. ცნობიერების ამაღლება არტერიული წნევის სისტემატური შემოწმების შესახებ საფუძველია, რათა მოხდეს ჰიპერტენზიის დროული დიაგნოსტირება, მისი ეფექტური მართვა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან აცილება.

    კამპანიის ფარგლებში, 10 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, გაიმართება  საქართველოს წამყვან კარდიოლოგთა შეხვედრა. წლევანდელ კამპანია გამორჩეულად მასშტაბურია, რადგანაც 21 კარდიოლოგიური კლინიკა მონაწილეობს აღნიშნულ პროექტში. შეხვედრის მიზანია დაგეგმილი საინფორმაციო და უფასო გასინჯვების დეტალების განხილვა.

    შეხვედრას გახსნის კომპანია „სერვიეს“  დირექტორი საქართველოში მაია ხეცურიანი, რომელიც მოსულ სტუმრებს  გააცნობს კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“  5 წლიან ანგარიშს.

    არტერიული ჰიპერტენზიაკვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. აღნიშნული საკითხის აქტუალობის, დღეს არსებულ გამოწვევებსა, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ჰიპერტენზიის საზოგადოების პრეზიდენტი ბეჟან წინამძღვრიშვილი და კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი არჩილ ჩუხრუკიძე.

    ინფორმაციისთვის,  16-17 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში დაგეგმილია უფასო გასინჯვები. მათ, ვინც არის 40 წლის და მეტის, აწუხებს არტერიული წნევა ან აინტერესებს, არის თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა აქვს სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტაროს ჰიპერტენზიის სკრინინგი, ადგილზე გაიაროს კარდიოლოგის კონსულტაცია, გაიზომოს წნევა და საჭიროების შემთხვევაში, გადაიღოს კარდიოგრამა. ადგილზე უფასო გამოკვლევის მისაღებად, საჭიროა წინასწარ ჩაწერა შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0 800 100 123  ზარი უფასოა.

  • 16-17 მაისს კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში ჰიპერტენზიის უფასო სკრინინგი გაიმართება

    16-17 მაისს, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მასშტაბური უფასო გასინჯვები გაიმართება. პროექტი „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ წელს 21კლინიკას და საქართველოს წამყვან ექიმებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. პაციენტების მიღება 10:00-დან 18:00-მდე „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში მოხდება.

    ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც არის 40 წლის და მეტის, აწუხებს არტერიული წნევა ან აინტერესებს, არის თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში, შესაძლებლობა აქვს სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტაროს ჰიპერტენზიის სკრინინგი, ადგილზე გაიაროს კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, გადაიღოს კარდიოგრამა.

    ადგილზე უფასო გამოკვლევის მისაღებად, საჭიროა წინასწარ ჩაწერა შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0 800 100 123. მნიშვნელოვანია, რომ  ზარი უფასოა.

    მაისი ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება.  მის მიზანს არტერიული წნევის შემოწმება და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება.

    „გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს და ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,  „სერვიე“  ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას ტრადიციულად უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს, რათა უზრუნველყოს დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ  ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს გულის უკმარისობის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებას.

    უფასო გამოკვლევებში ჩართულია შემდეგი კლინიკები და ექიმები:

    • თიმი-თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
    • თბილისის გულის ცენტრი
    • შპს. სისტოლა
    • ამერიკული ჰოსპიტალი
    • პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
    • შპს "N5 კლინიკური საავადმყოფო"
    • კლინიკა "ჯერარსი"
    • კარდიოლოგიური კლინიკა გული
    • უმაღლესი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი
    • ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
    • ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
    • აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
    • თსუ საუნივერსიტეტო კლინიკა ვივამედი
    • ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
    • თბილისის გულის და სისხლძარღვთა კლინიკა
    • ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრი
    • ჰელსიკორი - ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა
    • თამაზ ორაგველიძის კარდიოლოგიური ცენტრი
    • ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა
    •  მ.წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ცენტრი- გერმანულ-ქართული კლინიკა
    • მცხეთის სამედიცინო ცენტრი

     

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. მომატებული არტერული წნევა ინსულტის, ინფარქტის და თირკმლის დაავადების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

    ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, 40 წლის ზემოთ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

    ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" იუწყება.

    ინციდენტი კვირას შუადღისას საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მონ ბლანთან ახლოს არმანცეტის მყინვარზე მოხდა.

    რაიონის მერის მოადგილის ინფორმაციით, დაღუპულთაგან 2 მთის მეგზური იყო.

    დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულია.

    გავრცელებული ინფორმაციით, ზვავი მთის წვერიდან ჩამოვარდნილმა თოვლის ფენამ გამოიწვია.

    2 დაკარგული ადამიანის სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ დღეს განახლდება.

  • კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: „ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: რესპუბლიკური საავადმყოფო აშენებულია, როგორც ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ამიტომაც დგას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით. დღეს არსებულ შენობაში ფუნქციონირებდა სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები და გამოყოფილი იყო მრავალი სივრცე სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის - ის წარმოადგენდა სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ბაზას. ფაქტი, რომ ეს დაწესებულება დღემდე არ გადაუციათ სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, მიანიშნებს, რომ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი კორუფციული სქემებით სურდათ ამ ობიექტის დაუფლება. (ყველას გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, რესპუბლიკური საავადმყოფო უფასოდ გადაეცა „საპარტნიორო ფონდს“ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.)

    რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება, თუ ძველი შეკეთდება, ის უნდა გადაეცეს სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელსაც შეუძლია, საკუთარი, ანუ საბიუჯეტო სახსრების გარეშე, უზრუნველყოს ამ ობიექტის ახლიდან აშენება, ან მისი რენოვაცია, მოსახლეობის მაღალ დონეზე მომსახურება და კვალიფიციური ექიმების აღზრდა. ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.

    ფაქტი, რომ ეს საკითხი ათწლეულებია არ წყდება, მიანიშნებს არსებული ხელისუფლების უუნარობასა და უნიათობაზე, ქვეყნის აღმშენებლობის ნაწილში. თუმცა, რა გასაკვირია, როცა 10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, ფარმაცევტული სექტორი, ოფიციალურად, ათ წელზე მეტი ვითხოვდით მთავრობისგან და დღეს გვაყვედრიან, თითქოს ამ ერთი ფურცლის დაწერა მათი მონაპოვარია", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური