პეკინში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ დეგუსტაციაზე, განსაკუთრებული მოწონება ქვევრის ღვინომ დაიმსახურა

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021 16:00

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Georgian Wine Promotion House“ ორგანიზებით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. როგორც 'ნიუს დეი საქართველოს" ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, ჩინეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მას ღვინის პროფესიონალები, დიპლომატები, ღვინით ვაჭრობის სფეროს, მედიისა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯამში, 100-მდე სტუმარი დაესწრო.
დეგუსტაციის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის 34 სხვადასხვა ღვინო დაეგემოვნებინათ.  აღნიშნული ღვინის ნიმუშები  ჩინეთის 15 სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენილი ქართული ღვინის იმპორტიორების მიერ შეირჩა. 
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქარვისფერი ღვინოები, დეგუსტაციაზე წარმოდგენელმა ქვევრის ღვინოებმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

წაკითხულია 194 ჯერ

Related items

  • პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნ. წიკლაური და მოციგურავე მ. ყვითელაშვილი

    დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ამის შესახებ სეოკ-ის ადმინისტრაცია იუწყება.

    აღმასკომის სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი საკითხი - დამტკიცდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე (პეკინი, 4-20 თებერვალი, 2022 წელი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა.

    ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი. 

    პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

    პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

     

  • ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო

    ირანის, რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, IRNA-ა წერს რომ წვრთნები, სახელწოდებით, „2022 საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთით ტარდება და ეს სამი ქვეყნის მესამე ერთობლივი წვრთნებია.

    წვრთნაში მონაწილეობენ ირანის საზღვაო ძალების და რევოლუციური გვარდიის არმიის ხომალდები და საჰაერო ნაწილები, ასევე რუსეთის და ჩინეთის საომარი და ლოგისტიკური მხარდაჭერის გემები.

    წვრთნების პრესსპიკერმა, კონტრადმირალმა მუსტაფა თაჯედინიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი განხორციელებული წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია.

    „ეს წვრთნები არის ერთობლივი ძალისხმევა სამი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მდგრადი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ოქროს სამკუთხედი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიო ვაჭრობისთვის,“ განაცხადა წვრთნების პრესსპიკერმა მუსტაფა თაჯედინმა.

    ხსენებულ ქვეყნებს შორის, ამ სახელწოდების პირველი ერთობლივი წვრთნები, 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა.

  • ქართველი მოთხილამურეები - ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ

    2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ქართველმა სპორტსმენებმა - ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, წიკლაურისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიური თამაშები, ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.

    ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს ისპარეზებს, სოსო ჯაფარიძე - 13-16 თებერვალს.

    რამდენიმე დღის წინ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები).

    ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

     

     
  • WHO: პეკინში ოლიმპიური თამაშების ჩატარება უსაფრთხოა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო ვითარებათა ჯანდაცვის პროგრამის დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ჩინეთის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების გათვალისწინებით, ინფექციის გავრცელების კუთხით, საფრთხეს არ წარმოადგენს.

    "ისევე როგორც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ჩინეთის ხელისუფლებასთან და IOC-თან ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების რეკომენდაციათა წარსადგენად ვმუშაობთ. ჩინეთის ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო და რამდენიმე გზამკვლევი გამოუშვა, რომელთა შეფასებასაც IOC-თან ერთად ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, მიღებული ინფორმაციით და მეტად სერიოზული ზომების გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების ზრდის რისკს ვერ ვხედავთ ," - აცხადებს მ. რაიანი.

  • თომას ბახი: "კოვიდსაწინააღმდეგო სახელმძღვანელო მარტო წესების წიგნი არ არის, ის ცხოვრების წესია"

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის  თომას ბახის განცხადებით, პეკინი ყველა პარამეტრით მზად არის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად. მისი თქმით, დღესდღეობით ორი მთავარი გამოწვევა არსებობს: პოლიტიკა და პანდემია.

    თომას ბახი ხაზს უსვამს შარშან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პეკინში თამაშების ჩატარებაზე 193 ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას. რაც შეეხება მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებას, თომას ბახი აღნიშნავს, რომ ჩინური მხარის მიერ შექმნილი დახურული პერიმეტრი პლანეტის ყველაზე უსაფრთხო ადგილია. პეკინი-2022-ის პერსონალის უკვე შევიდა ჩაკეტილ პერიმეტრში. თომას ბახმა თხოვნით მიმართავს სპორტსმენებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო სახელმძღვანელოს - Playbook-ის შესწავლასთან ერთად, კარგი იქნება, თუ მას "ცხოვრების წესად" აქცევენ.

    ჩინეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩჟუნვენ გოუ ირწმუნება, რომ ჩინეთი სპორტული დელეგაციების მისაღებად სრულ  მზადყოფნაშია.

    IOC-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტოფ დიუბის ცნობით, მონაწილეთათვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება არა ორ კვირაში, როგორც ეს იყო ტოკიოს თამაშებზე, არამედ სამ დღეში, თუ, რა თქმა უნდა, დროის ამ შუალედში არავის ექნება სიცხე და ორ  ტესტირებასაც გაივლიან. ეს  სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ასპარეზობებს ან შინ გაემგზავრონ.

    IOC-ის სპორტული დირექტორი კიტ მაკონელი აღნიშნავს, რომ პეკინი-2022-ის  საკვალიფიკაციო სტარტების უმეტესობა უკვე ჩატარებულია და 15 იანვრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური