ლუდ „ნატახტარს“ ახალი გემო აქვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 ივნისი 2021 17:11

ლუდი „ნატახტარი“ 2021 წლის ლუდის სეზონს განსაკუთრებული ცვლილებებით ხვდება.

ბრენდი „ნატახტარი“ ინოვატორია, რომელიც ქართულ ლუდის ბაზარს ყოველწლიურად  სიახლეებს სთავაზობს.

ბოლო წლების განმავლობაში, ბრენდმა თავისი ქოლგის ქვეშ სამი ფუნქციონალურად განსხვავებული ქვებრენდი წარმოადგინა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იყო ჩამოსხმული და სხვადასხვა რეცეპტითა და ინგრედიენტების საინტერესო სინთეზს წარმოადგენდა, რომელიც ლუდის სრულიად ახალი გემოების გასინჯვის საშუალებას აძლევდა ადამიანებს.

აღსანიშნავია „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებითა და აფორიზმებით დამშვენებული „ნატახტრის“ სპეციალური გამოშვება, ასევე შეზღუდული რაოდენობით. ამ ინიციატივის დახმარებით, ბრენდმა ადამიანებს საყვარელ ლუდთან ერთად, შოთა რუსთაველის აფორიზმები გაახსენა და არაერთხელ მოიპოვა აღიარება საერთაშორისო კონკურსებზე. სწორედ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ინოვაციებისა და ექსპერიმენტების ლოგიკური გაგრძელებაა ლუდი „ნატახტრის“ წარმოების ახალი ტექნოლოგიის - გახანგრძლივებული ფერმენტაციის დანერგვა, რომლის გამოყენებითაც მიღებულია „ნატახტრის“ ახალი, ხავერდოვანი გემო, რომელიც განსაკუთრებული ალაოსა და არომატული სვიის საუკეთესო კომბინაციით მიიღება.

ახალი გემო ადამიანების მოთხოვნილებების გულისყურით მოსმენით დაიწყო და მრავალი თვის კვლევების, ინგრედიენტების შერჩევისა და და გემური თვისებების შეფასების მრავალი ეტაპისგან შედგებოდა. შედეგით „ეფეს საქართველოში“ ძალიან ამაყობენ და დარწმუნებულები არიან, რომ მათი შრომა ლუდის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.

„მსოფლიო სწრაფად იცვლება. ეს კარგად დავინახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში: შეიცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილი, ჩვენი აღქმა და გემოვნებაც იცვლება. ბრენდებმა უნდა აუბან ფეხი ამ ცვლილებებს და თუკი მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროება დგება, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა განვვითარდეთ. სწორედ ასე მივუდექით ბრენდ „ნატახტარს“ - ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ, მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღონ ლუდის მოხმარებით და თუკი ამისათვის ცვლილებებია საჭირო, ეს ყოველთვის მისასალმებელია.

„ნატახტრის“ ამოსავალი წერტილი ყოველთვის ადამიანი იყო. ადამიანი, რომელსაც ლუდი „ნატახტარი“ თავისად მიაჩნია. სწორედ ამ ადამიანებისთვის არის ეს ცვლილება და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით განვითარებას და წინსვლას, რადგან ერთ ადგილას გაჩერება დღეს უკანსვლის ტოლფასია. ამიტომ, გირჩევთ გასინჯოთ ლუდი „ნატახტრის“ ახალი ხავერდოვანი გემო და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები,“- ამბობს „ნატახტრის“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა. (R)

ვიდეო: 

 

ლუდი “ნატახტარი” - ახალი გემო სახეზეა! - YouTube

წაკითხულია 175 ჯერ

Related items

  • „იცხოვრე ისე, სულ რომ გახსოვდეს“ - ლუდი „ქარვის“ გზავნილი ახალგაზრდებს (ვიდეო)

    ლუდი „ქარვის“ კამპანია რეალური ადამიანების ისტორიებზე და მათ მიერ გაზიარებულ ემოციებზე დაფუძნებით შეიქმნა. სარეკლამო რგოლში რთულია გაარკვიო რა დროა, რადგან დროზე მნიშვენლოვანი არის ის ემოციები და ის გრძნობები, რომელიც ნებისმიერი თაობისთვის და დროისთვის მუდმივია და ყველა თაობის ახალგაზრდებისთვის აქტუალურია.

    მოგზაურობა, მზე, ზღვა, მეგობრობა, პეპლები მუცელში, ეჭვები, ჩუმი ჩანაფიქრები. ეს ის მომენტებია, რომელთაც მძაფრი ემოციები თან ახლავს და რომლებიც, როგორც წესი, ახალგაზრდობის წლებში კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება და კარგ მოგონებებად რჩება.

    განქარვების ფილოსოფიაც ესაა, შეხედო ცხოვრებას ისეთად, როგორიც ის არის, მისი გამოწვევების გათვალისწინებით, მაგრამ ამ გამოწვევებმა არ უნდა შეგვიშალონ ხელი, შევიგრძნოთ ახალგაზრდობის თითოეული შესაძლო ემოციური მომენტი და მივიღოთ ცხოვრებისგან ის გამოცდილება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას დასამახსოვრებელს გახდის.

    კამპანია დაიწყო კითხვით - რა არის ახალგაზრდობა სამ სიტყვაში და რა ემოცია ენატრებათ ადამიანებს, ვისაც შეუძლია თამამად თქვას, რომ ახალგაზრდობის წლები სავსედ და საინტერესოდ იცხოვრეს. ეს ერთგვარი შეხსენებაა ახალი თაობისთვის, ვისაც დიდი გამოწვევა შეხვდა ყველაზე საინტერესო დროს, რომ ახლა სწორად ის დროა, რომელიც აღარ განმეორდება.

    „ქარვა - არის ბრენდი, რომელიც გეხმარება განიქარვო და ცხოვრება აღიქვა ისეთად, როგორიც ის რეალურად არის, რადგან ყოველი გამოწვევისა თუ დარდის გათვალისწინებით, ყოველ ჩვენგანს აქვს ძალა და უნარი, ყოველდღიურობაში იპოვოს  ან შექმნას  მომენტები, რომლებიც ემოციებით სავსე იქნება და რომლებიც წარმოქმნის ჩვენს ცხოვრებას.

    ეს კამპანია არის გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის და შეხსენება, რომ ცხოვრება მშვენიერია და ახლა ის დროა, გადაწყვიტონ თუ როგორ მიუდგებიან თითოეულ მომენტს, რადგან ცხოვრება იზომება ემოციებით და იცხოვრონ ისე, სულ რომ ახსოვდეთ,“ - ამბობს „ქარვის“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა. (R)

     

    „იცხოვრე ისე, სულ რომ გახსოვდეს“ - ლუდი „ქარვის“ გზავნილი ახალგაზრდებს (ვიდეო)

  • თბილისში გაიხსნა ჩეხური ლუდის დღეები 2020

    ჩეხური ლუდის დღეები 2020 მიმდინარეობს 23-25 ივნისს თბილისში, 19:00-დან 23:00 საათამდე და მიზნად ისახავს ჩეხური ლუდისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას. ღონისძიებას მასპინძლობს ახლადგახსნილი ჩეხური პაბ/რესტორანი "ულვა".

    აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ფესტივალის მოტივი და ძირითადი მიზანია ჩეხური კულტურის პრეზენტაცია.

    23 ივნისს, 19:00 საათზე პაბ/რესტორან "ულვა"-ში ჩეხური ლუდის დღეების გახსნის ღონისძიებას თან ახლდა ძალიან ლამაზი გარემო. საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი „ფიგურა“ იყო საუკეთესო ჩეხური ლუდი „პილსნერ ურქველი“. იგი ხაზს უსვამს და წარმოაჩენს ჩეხეთის ლუდის წარმოების საუკეთესო ტრადიციებს. ეს ღონისძიება, ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისათვის ჩეხური ლუდის და სამზარეულოს ტრადიციების გაცნობას.

    ჩეხური ლუდის დღეების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

    აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩეხური ლუდის დღეების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ნამდვილი, იმპორტირებული ჩეხური ლუდი „პილსნერ ურქველი“. 

    „პილსნერ ურქველი“ შეიქმნა 1842 წელს პლზენში, დასავლეთ ბოჰემიაში (ჩეხეთის რესპუბლიკის ნაწილი) და ითვლება ისტორიულად პირველი ლაგერის ტიპის ლუდად.

    ეს დახვეწილი, გამაგრილებელი ოქროსფერი ლაგერი დამზადებულია ადგილობრივი ინგრედიენტებით: ტკბილი მორავიული ქერით, ოდნავ მწარე სააზის სვიით, მსუბუქი პლზენის წყლით. მზადდება ქვედა ტიპის დუღილით საფუართან ერთად.

    ლუდს დაერქვა იმ ქალაქის სახელი, სადაც შეიქმნა და დღესაც იხარშება (პლზენი).

    ბოლო 178 წლის განმავლობაში, პილსნერის სტილის ლაგერი გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლუდი. მსოფლიოში წარმოებული 10 ლუდიდან შვიდი ამ ინოვაციას ეფუძნება. ბევრი პილსნერის სტილის ლუდი არსებობს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთი არის ორიგინალი.

    ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური