თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 15 ივნისი 2021 16:09

ოლიმპიადამდე მცირე ხნით ადრე, 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს უმასპინძლებს. ამის შესახებ, სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს.

პრეს-კონფერენციაში საქართველოს მთავრობის, საწყლოსნო ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს ნაკრების და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მათი ინფორმაციით, მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ (მსოფლიო ასოციაცია) საქართველოს პირველად მიანიჭა. ჩვენი ნაკრების გარდა, ტურნირზე მსოფლიო წყალბურთის საუკეთესო გუნდები ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბ“ ჯგუფში მონტენეგროსთან, იაპონიასთან და ამერიკასთან ერთად ითამაშებს, ხოლო „ა“ ჯგუფში ერთმანეთს იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი დაუპირისპირდებიან.

მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

წაკითხულია 289 ჯერ

Related items

  • როგორ ავირჩიოთ საცხოვრებელი სახლი თბილისში?

    თბილისში ცხოვრება საქართველოს პირობებში, შედარებით ბევრ შესაძლებლობებს ნიშნავს, ვინაიდან აქ ყველაფერია, რაც თანამედროვე ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული თბილისში ცხოვრებით, დეველოპერული კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ ახალი ტეროტირიები და ისეთი ბინები ააშენონ, რომელიც დააკმაყოფილებს სხვადასხვა ინტერესის ადამიანს. როგორც წესი, მთავარი ფაქტორები, რომელსაც ახალი ბინის შეძენისას ყველა ადამიანი უყურებს, არის უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის მშენებლობა, კომფორტი და ჯანსაღი გარემო. თითოეული ეს დეტალი საცხოვრებელი ბინის ფასსაც განაპირობებს, ამიტომ სახლის შერჩევისას მნიშვენლოვანია ყველა დეტალი კარგად გავთვალოთ.

    ახალი ბინის შეძენა ნამდვილად ახალი გამოწვევაა, რისთვის აუციებელია მზად ვიყოთ, ვინაიდან ცხოვრების რაღაც პერიოდის გატარება აქ მოგვიწევს. ბინის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ღირებულება, მდგომარეობა და მდებარეობა. ნებისმიერი დეტალი მის ფასში გარდაისახება, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ ვიცოდეთ, ფინანსური მდგომარეობა რის საშუალებას მოგვცემს და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. როგორც წესი, სხვადასხვა მდებარეობა უპირველესი ფაქტორია ბინის ღირებულების, მაგალითად ბინები ვაკეში შეიძლება შედარებით მაღალ ფასში ნახოთ, სხვაგან კი უფრო იაფად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბინის შეძენისას მას ფასი არ უვარდება, პირიქით, უძრავი ქონების ფასი ყოველთვის იმატებს, ამიტომ ნამდვილად კარგი ინვესტიციაა კარგ ადგილას შეძენილი ბინა.

    მეორე ფაქტორი მისი მდგომარეობაა, რომელიც არანაკლებ გავლენას ახდენს ბინის ღირებულებაზე. შეიძლება მაღალი ხარისხითა და ახალი რემონტით ბინა გარეუბანში იმაზე მეტიც კი ღირდეს, ვიდრე ქალაქის შუაგულში ძველი რემონტის ბინა, ამიტომ ამასაც მიაქციეთ ყურადღება. აგრეთვე, გასათვალიწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი - შეიძლება სასურველ ადგილას სასურველი ბინა იპოვოთ, თუმცა ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ბინის ფასი შედარებით ნაკლებია, რაც ერთგვარად პლიუსია. ამასთან ერთად, რემონტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება და მისი სასურველ გემოზე გარდაქმნა ეტაპობრივად შეგიძლიათ, მთავარია ამის მზაობა გქონდეთ.

    ბინის შეძენამდე მნიშვნელოვანია სრული ინფორმაცია გქონდეთ მის შესახებ, იცოდეთ ყველა ნიუანსი, იქნება ეს მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო. ამას გარდა, ბინის არჩევისას აუცილებლად გადაანაწილეთ თქვენი პრიორიტეტები, მაგალითად თუ შედარებით კომფორტის მოყვარული ბრძანდებით, სასურველია ისეთი ტიპის ბინა მოძებნოთ, რომელიც თქვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თუ უფრო მეტად სიმწვანე და ჯანსაღი გარემო გსურთ, მაშინ ბინის არჩევა ლოკაციის მიხედვით დაიწყეთ. თუ მთავარია სამსახურთან ახლოს იყოთ, შეგიძლიათ ამ არეალში ეძებოთ. სტუდენტებისთვის საუკეთესო სასწავლებელთან ახლოს იქნება, მაგალითად თუკი თსუ-ში, ილიაში ან სდასუ-ში სწავლობთ, ბინები ვაკეში უნდა მოძებნოთ. თუკი საკუთარი ავტომობილი გყავთ, სამსახურამდე სიარული არ გეზარებათ და მყუდრო ბინას ეძებთ, რომელიც ქალაქის ხმაურიანი ცენტრიდან იქნება მოშორებული, გარეუბანში თქვენზე მორგებულ ბინას აუცილებლად მიაგნებთ. ყველაფერთან ერთად, ბინის შეძენისას გაითვალისწინეთ ადგილობრივი ობიექტები, რა მდებარეობს თქვენს მომავალ სახლთან ახლოს და რისი გახსნაა დაგეგმილი.

  • როგორ შევარჩიოთ ბინა თბილისში?

    როგორ შევარჩიოთ ბინა თბილისში

    თბილისის მაცხოვრებელთა რაოდენობა მუდმივ რეჟიმში იზრდება. ამის მიზეზი მრავალგვარია, თუმცა უმეტესობა მაინც ახალი შესაძლებლობების საძებნელად მოდის. გამომდინარე იქიდან, რომ  თბილისი საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქია, თანამედროვე ადამიანებს სთავაზობს საკმაოდ დიდ რესურსს, რათა საკუთარი უნარები გაიუმჯობესონ და ცხოვრება აიწყონ. აქ წლიდან წლამდე უამრავი განსხვავებული გემოვნებისა თუ ინტერესების ინდივიდი სწორედ ამისთვის მოემართება ანთებული თვალებითა და მოლოდინებით აღსავსე. ამის პარალელურად, საკმაოდ დიდია გადაადგილება უშუალოდ თბილისში უკვე მაცხოვრებლებისგანაც, ვინც ახალ საცხოვრებელ სახლს და ახალ ნავსაყუდელს ეძებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, გასაკვირი სულაც არ იქნება ის ფაქტი, რომ მუდმივ რეჟიმში იმატებს დაინტერესება საცხოვრებელი ბინების მიმართ და თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს სურს პოტენციური საცხოვრებელი მის ყველა მოთხოვნილებას ერგებოდეს. სწორედ ამ ფაქტორის გამო, დეველოპერული კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად ახალი ტერიტორიები მაქსიმალურად აითვისონ და ააშენონ სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებზე მორგებული ბინები.

    ზოგადად და, განსაკუთრებით თბილისში, ბინის არჩევა საერთოდ არ გახლავთ მარტივი ამბავი. ახალი საცხოვრებლის შეძენის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ადამიანს წინ უამრავი ვარიანტი შეიძლება გადაეშალოს, რაც, რა თქმა უნდა, მისთვის ახალ შესაძლებლობას ბადებს, რომ საკუთარ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული საცხოვრებელი იპოვოს, თუმცა გზადაგზა აუცილებლად მოუწევს სხვადასხვა ალტერნატივების განხილვა, შემდეგ კი გაფილტვრა. ბინის ძიების მთელი პროცესი საკმაოდ დამღლელია, თუმცა თანამედროვეობაში ამას ერთი-ორად აიოლებს ტექნოლოგიები, რისი შემწეობითაც უკვე თითქმის ყველაფერი გაციფრულებულია და ერთ სივრცეშია შესაძლებელი საინტერესო ვარიანტების მოძიება. მართალია, პროცესში შეიძლება დაჩქარდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც აჯობებს კარგად დაფიქრდეთ, განიხილოთ დამატებითი ალტერნატივები, მშენებარე ბინები ვაკეში შეიძლება სრულიად ესადაგებოდეს თქვენს მოთხოვნებს და ამ მომენტში იდეალური გადაწყვეტილებაც კი იყოს.

    ბინის ძებნის დაწყებისას, პირველ რიგში, აჯობებს, თუკი წინასწარ განსაზღვრავთ ბიუჯეტსა და ფინანსურ შესაძლებლობებს, დაადგენთ ღირებულების ზედა ზღვარს, რისი გადახდაც შეგიძლიათ ან გიღირთ ახალი ბინისთვის. ამ დროს გაითვალისწინეთ სხვადასხვა მცირე დანახარჯებიც, მაგალითად ლოჯისტიკური დეტალები, რომელიც ყოველთვის ერთვის თან ბინის შეძენის პროცესს.

    როგორც წესი და რიგია, ბინის ფასს უამრავი სხვადასხვა დიდი თუ პატარა ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად მდებარეობა, მდგომარეობა, მშენებლობის ხარისხი, სამშენებლო მასალა, ბინის განლაგება სართულზე, სართული, პარკინგის ადგილი, აივანი, ადგილობრივი ობიექტები, მწვანე ბუნება, ეზო, საბავშვო ეზო, სამეზობლო თუ სხვ. ამათგან ყველაზე დიდი გავლენა, რამაც შეიძლება ფასზე მოახდინოს, არის ბინის მდებარეობა და მისი მდგომარეობა. შესაბამისად, ძიების პროცესში, აუცილებელია ნებისმიერი ვარიანტის უპირველესად ამ ორ ფილტრში გატარება. ბინის ძებნისას საუკეთესო ადგილისა და მდგომარეობის სინთეზში, იდეალური ვარიანტი უკვე გარემონტებული ბინა სასურველ ადგილასაა, თუმცა უკეთესი ალტერნატივა შეიძლება იყოს მშენებარე ბინები იპოდრომზე, რომელსაც მშენებლობის დასრულებისთანავე ჩაიბარებთ, მოაწყობთ თქვენს გემოზე და გზადაგზა შეძლებთ გემოვნების მიხედვით ცვლილებების შეტანას. ასევე, მისი უპირატესობა საუკეთესო მდებარეობაა, რასაც ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა.

  • საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს!

    ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს! ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, FINA-ს სანქციების შედეგად 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ეროვნული გუნდის ნაცვლად (სანქციების გამო), ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ხოლო ქალთა შორის ეს იქნება იაპონიის ნაკრები.

    შეგახსენებთ, რომ თებერვალში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც აგვისტო-სექტემბერში ხორვატიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ იასპარეზებს. აი, მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე არასოდეს უთამაშია.

    მსოფლიოს ჩემპიონატი უნგრეთში 20 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ვაჟთა შორის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: უნგრეთი (მასპინძელი), მონტენეგრო, აშშ (ორივემ საგზური თბილისში გაინაღდა), სერბეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ხორვატია (საგზური ტოკიოს ოლიმპიადაზე გაინაღდეს), იტალია, გერმანია (საგზური ევროპის ჩემპიონატზე გაინაღდეს), კანადა, ბრაზილია (ამერიკის საკვალიფიკაციოდან), ყაზახეთი, იაპონია (აზიის საკვალიფიკაციოდან), სამხრეთ აფრიკა (აფრიკიდან), ავსტრალია (ოკეანეთი) და საქართველო.

     

  • თბილისში გაიმართა უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელების და აქტივისტების შეხვედრა

    გუშინ თბილისში გაიმართა უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელების და აქტივისტების გაფართოებული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა რუსეთისგან მომავალი სამხედრო აგრესიის საფრთხის თავიდან აცილების საკითხების განხილვას. 

    ექსპერტები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დასრულდეს საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება და შედგეს ზეპარტიული კონსენსუსი საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიიღეს საგანგებო, ერთობლივი, განცხადება-მანიფესტი.

    განცხადების თანახმად:

    საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული არჩევანი - იყვნენ დამოუკიდებელი და თვითონ მართონ საკუთარი ბედი - კიდევ ერთხელ დადგა რუსული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. დასავლეთის მიმართ გამოთქმული ულტიმატუმის სახით კრემლი პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთის გავლენის და დიქტატის ქვეშ ხედავს.

    აღნიშნული მუქარა პირდაპირ შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ, როგორც სამხედრო პროვოკაციების, ასევე ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საშიშროებას, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტის შეზღუდვით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დასავლეთთან სასიცოცხლო კავშირების გაწყვეტით ემუქრება.

    აღნიშნული საფრთხის სიმძიმიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ:

    მიუღებელია ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება, ამ დაპირისპირებაში ქვეყნის რესურსის გაფლანგვა და ის დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
    ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის სასწრაფოდ უნდა იქნას მიღწეული ზეპარტიული კონსენსუსი, საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ.
    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს უნდა დაევალოს სასწრაფო ნაბიჯების განხორციელება მოსალოდნელი სამხედრო კრიზისის საპასუხოდ, როგორც სამხედრო/თავდაცვის, ასევე სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა სხვა ძირითად სფეროში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, კავშირგაბმულობა, ფინანსები და აშ.
    დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სრულფასოვანი უსაფრთხოების ზოლისა და სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს მიმდებარე ტერიტორებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სპეციალური ზომების გატარებას და მუდმივი პატრულირების დაწესებას, ასევე მუდმივი თვალთვალისა და სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნას.
    აღნიშნული გეგმებისა და ნაბიჯების სწრაფი განხოციელების მიზნით, აუცილებელია მოქმედებათა მუდმივი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ უწყებებს შორის, მათ შორის ცენტრსა და რეგიონებში საჭირო მარაგების (სამხედრო და არასამხედრო) შექმნის მიზნით.
    მთავრობამ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გადაუდებელი გეგმების განხილვა და დამტკიცება საქართველოსთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების უზრუნველსაყოფად, მოსალოდნელი რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
    საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ უნდა დაევალოთ, სასწრაფო წესით დაიწყონ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინაშე არსებული რუსული სამხედრო საფრთხის განხილვა და დახმარების აღმოჩენის გზების შეთანხმება.
    რუსული აგრესიის შესაკავებლად გადადგმული და განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივ რეჟიმში უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია და უნდა მოხდეს სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება.
    დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოპტიმალური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით უსაფრთხოების სფეროს რეფორმაზე ერთობლივი მუშაობა, უსაფრთხოების სფეროში შემავალი დარგების ექსპერტთა აქტიური მონაწილეობით. ამ მხრივ, უზომოდ დიდია პარლამენტის განხილვის, ზედამხედველობის და მონიტორინგის როლი აღნიშნული სისტემის შექმნაში.
    ამ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს საზოგადოებას არ აქვს უფლება ინერტულად ადევნოს თვალი ქართული სახელმწიფოებრიობის შეზღუდვის მცდელობას. ჩვენი მოვალეობაა მკაფიოდ მოვთხოვოთ ხელისუფლებას და სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, რომ გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დროულად აარიდებს ამ მორიგ განსაცდელს. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა მოხდეს მოსკოვის მიერ შექმნილი კრიზისის როგორც შესაძლებლობის გამოყენება დასავლურ სივრცეში და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დასაჩქარებლად, ნათქვამია ექსპერტების და აქტივისტების მიერ მიღებულ განცხადებაში.

     

  • თბილისს UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების წევრის სტატუსი მიენიჭა

    თბილისის მერიის ინიციატივით, UNESCO-ში წარდგენილი განაცხადის განხილვის შედეგად, თბილისი იუნესკო-ს კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
    აღნიშნული სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მედიახელოვნების განვითარებასა და ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
    „უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ატარებს. ამჯერად კი ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი უდიდესი შემოქმედებითი ქსელის წევრი გავხდით. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის უდიდესი გამოწვევების, ინოვაციური ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის წლები იქნება. ეს ჩვენს თანამედროვე არტისტებს, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებსა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს მსოფლიო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისა და თბილისის, როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ჰაბის, პოზიციონირების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.    
    თბილისის მერიის მიერ ქსელში გაწევრიანებისთვის წარდგენილი აპლიკაციის თანახმად, ოთხწლიანი პროგრამა გააერთიანებს ციფრული ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მხატვრობის, მულტიმედიური ხელოვნების, ვიდეოთამაშების შექმნის, ინტერაქტიული მედიისა და სხვა ინოვაციურ პროექტებს.
    თბილისთან ერთად, ქსელის წევრი მსოფლიოს კიდევ 48 ქალაქი გახდა. მათ შორისაა ბათუმი, რომელიც პროექტს მუსიკის მიმართულებით განახორციელებს.
    იუნესკო-ს კრეატიული ქალაქების ქსელი 2004 წლიდან არსებობს და ამჟამად, აერთიანებს მსოფლიოს 90 ქვეყნის 295 ქალაქს, რომლებიც მედიახელოვნების, მუსიკის, კინემატოგრაფიის, გასტრონომიის, დიზაინის, ფოლკლორისა და ხელნაკეთი ნივთების მიმართულებით, პროექტებს ახორციელებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური