ციმბირში, 24 ათასი წლის ასაკის მრავალუჯრედიანი, მიკროსკოპული არსება აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 13:31

რუსეთის ციმბირის რეგიონში, გაყინული ნიადაგის ფენაში, მრავალუჯრედიანი, მიკროსკოპული არსება აღმოაჩინეს, რომელიც მთელი 24 ათასი წელია რაც ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

პუშჩინოს სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის განცხადებით, მათმა მკვლევარებმა, ციმბირის გაყინული ნიადაგის ნიმუშში აღმოაჩინეს მიკროსკოპული არსება სახელწოდებით "Bdelloid rotifer"-ი. გაბურღვის შედეგად აღებულ ნიმუშში აღმოჩენილი გაყინული მრავალუჯრედიანი ორგანიზმის შესწავლით, რუსმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ არსების სიცოცხლის ფუნქციები ჯერ კიდევ გრძელდება.

მეცნიერებმა ამ არსების ასაკის დასადგენად რადიო-ნახშირბადის მოწინავე ტესტები გამოიყენეს და დარწმუნდნენ, რომ ეს არსება 24 ათასი წლის ასაკის არის. კვლევითი ჯგუფის უფროსმა სტას მალავინმა განაცხადა, რომ ეს კვლევა ძალზე მკაფიო მტკიცებულებაა იმისა, რომ მრავალუჯრედიან არსებებს, კრიპტობიოზში შეუძლიათ ათიათასობით წელი ცხოვრება.

წაკითხულია 327 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: „ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს“

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    არის თუ არა ომის საშიშროება საქართველოში?!

    1989 წლიდან საქართველოში პერმანენტული ომი გვაქვს. როდესაც გვყავს ისეთი აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია, გამორიცხული არასდროს არაფერია! ამიტომაც გვინდა ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ერის განვითარებისთვის.

    ვის უნდოდა და უნდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში?!

    არასდროს და მათ შორის არც ახლა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს. ქართველები მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტული ერი ვართ და რომც გვინდოდეს ომი, ამისთვის საჭირო სამხედრო-ეკონომიკური რესურსი არც გაგვაჩნდა და არც გაგვაჩნია.

    მაშინ, უკვე წლებია, რატომ საუბრობს „ქართული ოცნება“ ომის საშიშროებაზე?! ეს ყველაფერი ემსახურება „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას. რა არის „ოცნების“ პოლიტიკა: როგორც მასობრივი, ისე ინდივიდუალური  შიშის დანერგვა, ყოფითი, ეკონომიკური და სხვა პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ომის შიშზე - მარტივად რომ  ვთქვათ, მათ სურთ, მოსახლეობა ამ შიშში აცხოვრონ, რომ სხვა რამეზე ფიქრი ვერ შეძლონ.

    ჩვენ, ქართველებს, არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს. მოსახლეობაში ახლა მიმდინარეობს კონსოლიდაციის პროცესი და შედეგად,  არჩევნების გზით, მალე შევცვლით ხელისუფლებას!  

  • რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების განკარგულებას ხელი მოაწერა, წერს 'ტრტ-ქართული".

    ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა სიტყვით მიმართა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების მოსახლეობას და აუწყა, რომ ნაწილობრივ მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაწილობრივი სამობილიზაციო ღონისძიებები დღეიდან (21 სექტემბერი) დაიწყება. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს „დათრგუნოს სუვერენული, დამოუკიდებელი განვითარების ცენტრები და გაანადგუროს რუსეთი“.

    „სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. თუ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

     

  • ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ წვრთნებზე შეთანხმდნენ

    ჩინეთი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების გამართვაზე შეთანხმდნენ. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭომ გაავრცელა.

    „მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ სამხედრო თანამშრომლობაზე აქცენტით ერთობლივ წვრთნებზე და პატრულირებაზე, ასევე, გენერალურ შტაბებს შორის კონტაქტების გაძლიერებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

    აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ჩინელ კოლეგებთან უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს გამართავს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

    წყარო: https://1tv.ge/news/roiteri-chineti-da-ruseti-samkhedro-tanamshromlobis-gaghrmavebasa-da-ertobliv-wvrtnebze-shetankhmdnen/

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მდგომარეობას აფასებს: პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ

    „თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი მომავალი ევროკავშირია, თქვენ გარეშე კი ევროკავშირი არასრულყოფილია“, — ამ სიტყვებით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ხალხებს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში.
    პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს თავისი კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ქვეყნები ევროპის კონტინენტზე. ეს პროცესი კი მან იმ ქვეყნებიდან უნდა დაიწყოს, რომლებიც უკვე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან.
    ცისფერ და ყვითელ ფერებში გამოწყობილმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არსებული მდგომარეობის წარდგენა უკრაინის მხარდასაჭერი სიტყვით დაიწყო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირმა რუსული აგრესიის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან გაუწია.
    „დღეს სიმამაცეს აქვს სახელი. და ეს სახელი უკრაინაა“, — განაცხადა მან, —„ევროპის სოლიდარობა უკრაინისადმი ურყევი იქნება“. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესების გზით. „ეს ჩვენთვის მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა — დათმობის“, — აღნიშნა მან და დაურთო, რომ „პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ“.
    მისივე თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთი ათასამდე საერთაშორისო კომპანიამ დატოვა, ავტომობილების წარმოება გასულ წელთან შედარებით სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო „აეროფლოტის“ თვითმფრინავები სათადარიგო ნაწილების არქონის გამო ფრენებს აჩერებენ. „ნახევარგამტარების დეფიციტის გამო რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკისთვის ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ. რუსეთის მრეწველობა განადგურებულია“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აფასებს უკრაინის საკითხზე პეკინის დაბალანსებულ პოზიციას

    სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს განუცხადა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს პეკინის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, ეწინააღმდეგება აშშ-ის „პროვოკაციებს“ ტაივანის სრუტეში და აფასებს ჩინეთის „დაბალანსებულ პოზიციას“ უკრაინის საკითხზე.

    ორი ლიდერი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო.

    „ჩვენ ძალზედ ვაფასებთ ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენთვის გასაგებია თქვენი კითხვები და შეშფოთება ამ საკითხზე. ჩვენი შეხვედრის დროს, ცხადია, ჩვენ განვმარტავთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

    წყარო: https://1tv.ge/news/vladimer-putini-ruseti-afasebs-ukrainis-sakitkhze-pekinis-dabalansebul-pozicias/

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური