ქართველი რეინჯერების დღე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 09 ივნისი 2021 13:52

რეინჯერების 12 წლის იუბილე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა. პროფესიული დღე რეინჯერთა პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და ყურადღება რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

ღონისძიების ფარგლებში 56-მა წვევამდელმა ფიცი დადო და დღეიდან თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდა. სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას სერტიფიკატები, მედლები და საშტატო იარაღი გადაეცა. ღონისძიება იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით გაგრძელდა. 

რეინჯერების დღე მუხროვანის ბაზის სასროლეთზე საჩვენებელი ტაქტიკური სწავლებით დასრულდა. რეინჯერთა ასეულის პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო ვაზნებითა და ჯავშანმანქანა „დიდგორის“ გამოყენებით რეიდი განახორციელა, სადაც კოორდინირებული ცეცხლით მოწინააღმდეგე გაანადგურა. 

სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სპეციალური ოპერაციების ძალებში 2019 წლის 10 იანვარს ჩატარებული ოპტიმიზაციის შედეგად რეინჯერთა ბატალიონისგან ჩამოყალიბდა რეინჯერთა ორი ასეული, რომლებიც რეგიონალური პრინციპით გადანაწილდნენ სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების დასავლეთ და აღმოსავლეთ ბატალიონებში. სამომავლოდ დაგეგმილია რეინჯერთა ქვედანაყოფის ბატალიონის დონეზე გაზრდა და განლაგება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ მიმართულებაზე.

წაკითხულია 141 ჯერ

Related items

  • ბორჯღალოსნებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარეს

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა. ნაკრების წევრები ერთი დღით  მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი  პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს. წვრთნები ძირითადად ისეთ კომპონენტებს შეიცავდა,  რომელიც სპორტსმენების  სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა  და მათ გაუმჯობესებასთან  არის დაკავშირებული.

    სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თქმით, მათ ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიმართ  მხარდაჭერა ამ ფორმითაც გამოხატეს. ბაზებზე მსგავსი ვიზიტები სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში, მსოფლიო თასზე ასპარეზობისთვის სექტემბერში გაემგზავრება.

  • ინფორმაცია ავღანეთის მე-2 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის შესახებ

    დღეს ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე - (N1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა” და N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) გაიმართა კენჭისყრის პროცედურა. არჩევნებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეები. საერთო ჯამში ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი.

    აღსანიშნავია, რომ დღეს განხორციელდა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და  შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ავღანეთის საარჩევნო უბნებზე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

  • გეგმიური პატრულირება მაზარ-ი-შარიფში

    ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა  ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გეგმიური პატრულირება განახორციელა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სამოქმედო არეალში  უსაფრთხოების კონტროლის მიზნით სათვალთვალო პუნქტები დაიკავეს.  პატრულირება ქალაქ მაზარ-ი-შარიფსა და მის შემოგარენში გერმანიის შეიარაღებული ძალების დაჯავშნული სამხედრო მანქანებით ტერიტორიის რეკოგნოსცირებას მოიცავდა.

    მოტორიზებული პატრულის ამოცანაა საჭიროების შემთხვევაში კოალიციურ ძალებს მხარდაჭერა და დახმარება გაუწიოს, ოპერაციის რაიონში  ძალთა დემონსტრირება მოახდინოს და მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილება აღკვეთოს, ასევე  თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების და ბაზის მიმართულებით არაპირდაპირი ცეცხლის გახსნის საფრთხე შეამციროს.

    I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს.

  • მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

    მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.  ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

    კურსი 14 თვის განმავლობაში  გრძელდებოდა და მისი მიზანი სპეცდანიშნულების მებრძოლთა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში მომზადება იყო.  მოსამზადებელ ეტაპზე სწავლება 350-მა სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო, თუმცა კურსის დასრულება მხოლოდ 15-მდე ჯარისკაცმა მოახერხა. სამხედროებმა საცეცხლე, ტაქტიკური, ტოპოგრაფიული და სხვა ტიპის სპეციალური დანიშნულების მომზადება გაიარეს.


    კურსდამთავრებულ სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გენერალური შტაბის უფროსმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა გადასცეს. 

  • გორთან ახლოს რუსულ სამხედრო ბაზასთან ხანძარია

    გორის მუნიციპალიტეტის მოსაზღვრედ მდებარე სოფლების წინაგარისა და ღდულეთის სიახლოვეს ხანძარია. იწვის ტყის მასივი. ხანძრის ადგილიდან ოდნავ მოშორებით სოფელ წინაგარაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზაც მდებარეობს.უცნობია, რა ფართობზეა გაჩენილი ხანძარი და როგორც ადგილობრივებიო აცხადებენ, ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

    აღნიშნული ტყით ადგილობრივი მოსახლეობა 2008 წლის ომის შემდეგ ვეღარ სარგებლობს და ამ ტერიტორიას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური