როგორ გავხადოთ კომპანია მეტად ეკომეგობრული?

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 08 ივნისი 2021 11:16

ბარათი 1. რატომ უნდა გახდეს ჩემი კომპანია მეტად ეკომეგობრული?

წარმოებისადმი ეკომეგობრული მიდგომა იმის ნიშნია, რომ კომპანია თავის საქმიანობას პასუხისმგებლობით ეკიდება. მას, ამასთან, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებელიც მოაქვს. უპირველეს ყოვლისა, ის წარმოების საერთო ხარჯებს  ამცირებს, ლოგისტიკას და ენერგომოხმარებას კი მეტად ეფექტიანს ხდის. გარდა ამისა, ის კომპანიებს საშუალებას აძლევს, წარმოება გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით გააფართოონ. ეკოლოგიური სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების დაცვა კი მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

მთლიანობაში, ყველა ეს სარგებელი კომპანიებს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც მეტად კონკურენტუნარიანს ხდის.

მაგალითად, ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 357 მცირე და საშუალო საწარმოსა და ორგანიზაციისთვის რესურსეფექტური და  სუფთა წარმოების 2000-მდე ღონისძიება გატარდა. მიღებულ ზომათა  უკუგების პერიოდი 5 წელზე ნაკლებია. ეს კომპანიებს წლიურად 10 მილიონამდე ევროს დაზოგვაში დაეხმარება. ასევე შეიძლება დაიზოგოს:

  • 158 გიგავატ/საათი ენერგია — ეს ენერგიის ის რაოდენობაა, რამდენსაც ევროკავშირის საშუალო ზომის, 2-3-წევრისგან შემდგარი 43,000 ოჯახი მოიხმარს;
  • 1,394,490 კუბური მეტრი წყალი — ეს წყლის ის რაოდენობაა, რამდენსაც ევროკავშირის საშუალო ზომის 12,563 ოჯახი მოიხმარს;
  • 44,210 ტონა ნედლეული

ეს ღონისძიებები ასევე ხელს უწყობს CO2-ის ემისიის წელიწადში 81,115 ტონით შემცირებას (რაც, დაახლოებით, 17,644 საშუალო ზომის ავტომანქანის გამონაბოლქვის ტოლფასია) და  მყარი ნარჩენების 22,694 ტონით შემცირებას (რაც, დაახლოებით, ევროკავშირის 4,364 მოქალაქის მიერ წარმოებული ნარჩენების ტოლფასია).

ამგვარად, რესურსეფექტიანობა აჩქარებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, აწვდის მომხმარებლებს მეტად ეკომეგობრულ პროდუქტებს, ხსნის ახალ საექსპორტო ბაზრებს და აჩენს ბიზნესის ახალ პერსპექტივებს ადგილობრივი კომპანიებისთვის. 

COVID-19-ის პანდემიამ ბევრი ბიზნესი დააზარალა. რამდენიმე სექტორის საქმიანობა შეჩერდა კიდეც, რამაც უპრეცედენტო მასშტაბის გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე. ამ კონტექსტში უმიზნო დანახარჯები ბიზნესისთვის ერთიორად სახიფათოა. სწორედ ამიტომ ხარჯების შემცირებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შრომითი პროცესების, ნედლეულის, ენერგიის და წყლის დანახარჯის ოპტიმიზაცია მრეწველობის სხვადასხვა დარგის სწრაფად აღდგენისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ამ პროცესის განუყრელი ნაწილია, რადგან ის წარმოებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების გზად შეზღუდული რესურსების გააზრებულად გამოყენებას სახავს. პროცესების უკეთესი კონტროლი, გაუმჯობესებული სამუშაო პირობები, ქიმიკატების უსაფრთხო მართვა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, ენერგოეფექტიანობა, ნარჩენების შემცირება და ხელახალი გამოყენება, ეკომეგობრული პროდუქტების ინოვაციური გზებით შექმნა და სხვა მსგავსი პროცესები რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ის სტრატეგიებია, რომლებიც ბიზნესებს ძალების აღდგენაში ეხმარება.

ეფექტიანი და სუფთა წარმოების პრაქტიკა, ტექნოლოგიები და ინდუსტრიული სიმბიოზი (როცა ერთი საწარმოს ნარჩენები მეორის რესურსი ხდება) ეკომეგობრული საქმიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს პროგრამა EU4Environment, რომლის მიერ განხორციელებული ეკოინდუსტრიული პარკების საპილოტე პროექტის შესახებ ინფორმაციის ხილვა აქ შეგიძლიათ.

ბარათი 2. რატომ უნდა დავნერგო რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები?

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგია მრავალგვარი მიზნით გამოიყენება: მისი მეშვეობით შესაძლებელია თავად პროდუქტის განახლება ან თუნდაც  წარმოების პროცესების მართვის და ტექნოლოგიის გაუმჯობესება. ყველა ეს ნაბიჯი ურთიერთდაკავშირებულია: მთლიანი პროცესი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ნარჩენები გადაამუშაონ და რესურსები ხელმეორედ გამოიყენონ.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საფუძველზე შესრულებული ანალიზი საწარმოს ეხმარება, განსაზღვროს ის ნაბიჯები, რომლებიც მისი საქმიანობის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. ამაში შედის:

  • ნედლეულის და ენერგიის წყაროების საგულდაგულოდ შერჩევა (განახლებადი ენერგიისთვის პრიორიტეტის მინიჭებით);
  • საწარმოო პროცესების გაუმჯობესება პასუხისმგებლობიანი მართვის, ეფექტიანი ოპერაციების და ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების საშუალებით;
  • ტოქსიკური და სახიფათო მასალათა მოსპობა ან შემცირება;
  • ნარჩენების, ჩამდინარე წყლების და ემისიის შემცირება;
  • ნარჩენების შეფასება და მათი გამოყენების მიზნით კომპანიებს შორის თანამშრომლობა.

გამოცდილებით მტკიცდება, რომ რესურსეფექტური და  სუფთაწარმოების მეთოდების 60%-ზე მეტის დანერგვა საჭიროებს მცირე ხარჯებს ან უკუგების შედარებით მოკლე პერიოდს (რამდენიმე თვიდან სამ წლამდე). ამ მეთოდთა დახმარებით კომპანიები დამატებითი ხარჯების გარეშე ახერხებენ მოგების სწრაფად მიღებას და დანაზოგის დაგროვებას.

ეკონომიკური სარგებლის გარდა, ამ პრაქტიკის შედეგები კომპანიების საქმიანობის ეკოლოგიურ და სოციალურ მაჩვენებლებს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე მათ იმიჯს აუმჯობესებს. მისი მეშვეობით კომპანიებს ეროვნული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეთავაზებულ იმ „მწვანე“ კრედიტებზე წვდომაც უადვილდებათ, რომლებსაც მაღალხარჯიანი სამეწარმეო მეთოდების დასანერგად გასცემენ. ამასთან, რესურსეფექტური და სუფთა წარმოება კომპანიებს იმ ფინანსურ მექანიზმებთან აკავშირებს, რომელთა მიზანიც სათბური აირების ემისიის შემცირებაა. ეს კი, თავის მხრივ, საწარმოებს ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების და განახლებად ენერგიაზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

ბარათი 3. როგორ ამცირებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ხარჯებს?

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საერთაშორისოდაა აღიარებული რესურსების ოპტიმიზაციის საშუალებად  ყველა ტიპის საქმიანობისას:

  • საწარმოო პროცესებში რესურსეფექტურიდასუფთაწარმოების გამოყენება, ერთი მხრივ, ნედლეულის, წყლის და ენერგიის დაზოგვას უდრის. მეორე მხრივ კი, მისი მეშვეობით ისპობა ტოქსიკური და სახიფათო მასალები, ხოლო ემისია და ნარჩენები უშუალოდ მათი წარმოქმნის ადგილას მცირდება.
  • პროდუქტების წარმოებისას რესურსეფექტურიდასუფთაწარმოებაიმ რესურსებზე მოთხოვნას აანალიზებს, რომლებიც ღირებულებათა ჯაჭვის შექმნისას და ნაწარმის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაშია საჭირო. ის ხელს უწყობს ეკო-დიზაინის იმ პრინციპების დამკვიდრებას, რომლებიც ზრდის პროდუქტის გამოყენების ხანგრძლივობას და აუმჯობესებს მის გამძლეობას და/ან განახლების უნარს. ეს კი, თავის მხრივ, პროდუქტის გარემოზე უარყოფით გავლენას ამცირებს.
  • სამომხმარებლო სექტორში რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ნერგავს მართვის იმ პრაქტიკასა და ტექნოლოგიებს, რომლებიც შენობებსა და სატრანსპორტო საშუალებებში ენერგიაზე მოთხოვნას ამცირებს. ამის შედეგად, კომპანია შესყიდვებს მეტი პასუხისმგებლობით წარმართავს, ნარჩენებს მინიმუმამდე ამცირებს და გადამუშავების პროგრამებს ნერგავს. მართვის, ტექნოლოგიის და ლოგისტიკის ამ მეთოდებით გაუმჯობესება ის გზაა, რომელიც  სამომხმარებლო ბიზნესებს ეკომეგობრულ საქმიანობაში რთავს და უნარჩენო წარმოების პრაქტიკას ამკვიდრებინებს.

მაგალითად, იმის დადგენით, თუ საიდან და რატომ წარმოიქმნება ნარჩენები, საკვების წარმოების კომპანიამ ვაფლის წარმოების ხაზში იმ დანაკარგების განსაზღვრა შეძლო, რომელიც 15%-ის ოდენობის წუნიანი პროდუქციის  ტოლი იყო. კომპანიამ პროდუქტის რეცეპტურა და ოპერაციების კონტროლი გააუმჯობესა და ახალი აპარატურა დაამონტაჟა. ამის შედეგად კი არა მარტო ვაფლი გახდა უფრო გემრიელი, არამედ წუნიანი პროდუქციის წილიც 5%-მდე შემცირდა.

ბარათი 4. როგორ დავნერგო რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები?

რესურსეფექტური და  სუფთა წარმოება ამ სქემით ხორციელდება: „დაგეგმე — გააკეთე — შეამოწმე — იმოქმედე“.

„დაგეგმე“ ვალდებულების აღება: ყველაფერი კომპანიის მიერ იმ ვალდებულების აღებით იწყება, რომ ის მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება პროდუქტის შემუშავებას, შესყიდვას, წარმოებას, გაყიდვას და მომსახურებას. ამის შემდეგ ყალიბდება რესურსეფექტურდასუფთაწარმოებაზე მომუშავე გუნდი, რომელიც შეფასების პროცესს უხელმძღვანელებს. ის ეფექტიანობის ხარვეზებს და დანაკარგების მიზეზებს განსაზღვრავს  და პრიორიტეტებს გამოავლენს.

გააკეთე“ შეფასება: ამ ეტაპზე იმ რესურსების ნაკადების აუდიტი ტარდება, რომლებიც ხარჯის და ეკოლოგიური ზემოქმედების კუთხით ყველაზე დიდი მნიშვნელობისაა. ეკოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული გეგმარება კომპანიას ეხმარება, განსაზღვროს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ოპტიმალური ვარიანტები (მასალების შერჩევა, კომპანიის შიდა მეურნეობის სათანადო მართვა, გაუმჯობესებული კონტროლი, შესაბამისი ტექნოლოგია, შიდა გადამუშავება, გარეგა დამუშავება). შემდეგ კი დგინდება ტექნიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური კუთხით რესურსეფექტურიდასუფთაწარმოების რა მეთოდების განხორციელებაა შესაძლებელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც კომპანიამ უნდა შეასრულოს.

„შეამოწმე“ — მონიტორინგი: რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საფუძველზე შექმნილი მონიტორინგის სისტემა ეფექტიანობის და იმ სხვა მაჩვენებლებს აკონტროლებს, რომლებიც შეფასების ეტაპზე განისაზღვრა. ამ გზით რესურსების გამოყენების პროცესიც გამჭვირვალედ წარიმართება და ნარჩენების ნამდვილი ღირებულებაც ფასდება. ეს კომპანიას ახალ-ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას აძლევს. 

„იმოქმედე“ — მართვის სისტემასთან მდგრადი ინტეგრაცია: ეს უკანასკნელი ეტაპი სამოქმედო გეგმის, შეფასების პროცედურის და კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადებას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების პრაქტიკაში განხორციელებას უზრუნველყოფს, თანაც ისე, რომ პროცესში კომპანიის სხვადასხვა განყოფილება იყოს ჩართული.

ბარათი 5: რა სახის მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ კომპანიებს?

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეკოლოგიურად უფრო დაბალანსებულ, ეფექტიან და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში ეხმარება. ამასთან, ევროკავშირი გარემო პირობებისა და მოქალაქეთა ეკოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზეც ზრუნავს, რაც ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიიღწევა.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება პროგრამის, EU4Environment, ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. პროგრამის ფარგლებში და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერით, ეროვნული პარტნიორები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების დანერგვაში ეხმარებიან. ეროვნული პარტნიორები საწარმოებს სთავაზობენ საკონსულტაციო სერვისებს, ატარებენ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების აუდიტებს და მართავენ ექსპერტების ტრენინგებს. გარდა ამისა, ისინი კომპანიებს „მწვანე“ დაფინანსების მოპოვებაშიც ეხმარებიან.

ევროკავშირი, ამასთან, „მწვანე“ ინვესტიციებისთვის დაფინანსებას ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად უზრუნველყოფს, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და გერმანიის განვითარების ბანკი KfW. ეს მხარდაჭერა EU4Business-ის, მწვანე ზრდის ფონდის და EU4Climate-ის ფარგლებში მოქმედი FINTECC-ის ინიციატივით ხორციელდება. 2020 წელს ევროკავშირმა 100 მილიონ ევრომდე ოდენობის გარანტია გასცა, რათა მხარი დაეჭირა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაახლოებით 300 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან გაღებული დამატებითი, 500 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სესხებისთვის. სხვა პრობლემების გადაჭრასთან ერთად, ეს მხარდაჭერა მიმართული იქნება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისიდან „მწვანე“ ინვესტიციების საშუალებით გამოსვლისკენ — მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიც.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საწარმოებისთვის განკუთვნილი გზამკვლევიდან რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისთვის დაფინანსების მოპოვების შესახებ.

ბარათი 6. როგორ შემიძლია „მწვანე“ ტექნოლოგიების საქართველოში გამოყენება?

საქართველოში მიმდინარე საპროექტო საქმიანობისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით ენერგოეფექტურობის ცენტრს – ინიციატივის, EU4Environment, ეროვნულ პარტნიორს საქართველოში (https://recp.ge). კახეთის და მცხეთის რეგიონებში არსებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) კლუბები მცირე და საშუალო საწარმოებს პრაქტიკული მხარდაჭერით, საქმიანობის შეფასებით და მენტორინგით უზრუნველყოფენ. ისინი, ამასთან, უნარჩენო ეკონომიკის განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც მართავენ.

გარდა ამისა, ცენტრი მხარს უჭერს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ტრენინგები და ღონისძიებები, სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება, თემატური პუბლიკაციების მომზადება და მრავალი სხვა. ის  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტების ეროვნულ დონეზე ეფექტიან განხორციელებას ინიციატივის, EU4Environment საქმიანობის ფარგლებში უჭერს მხარს. ამ მიზნით ცენტრი კომპანიებს მთავრობის, ბიზნესის სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ წევრებთან უწევს შუამავლობას.

იმის დეტალურად გასაგებად, თუ როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოებს რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებაში ინვესტირებით რესურსების და თანხების დაზოგვა, წაიკითხეთ ქართული კომპანიის, EcOil, ისტორია. კომპანიამ რესურსეფექტური და  სუფთა წარმოების  მეთოდების გამოყენებით დაგროვებული დანაზოგით მხოლოდ ერთ წელიწადში შეძლო ინვესტიციის გამოსყიდვა.  

მცირე ბიზნესისთვის „მწვანე“ დაფინანსების მოპოვების გზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შეგიძლიათ სიტყვა-პასუხის ფორმატში მომზადებული დოკუმენტიდან, რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მწვანე ინვესტიციებმა მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში?

მასალა მომზადებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

წაკითხულია 405 ჯერ

Related items

  • კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკა - ჯანმრთელობის თანამედროვე კერა თბილისში

    ჩვენი კლინიკის საქმიანობის ძირითადი მიზანია უმაღლესი ხარისხის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდება ყველასთვის, ვისაც ეს რეაბილიტაცია სჭირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკის დირექტორმა ირაკლი ნატროშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, დღეისათვის არსებულმა კოვიდ ეპიდემოლოგიურმა ვითარებამ გარკვეული გავლენა იქონია კლინიკის მუშაობაზე, თუმცა კლინიკა აღჭურვილია ამერიკული, თანამედროვე აპარატურით, სადაც მუშაობენ უმაღლესი კლასის სპეციალისტები და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ  კლინიკამ წარმატებით გაართვას თავი მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

    „რეაბილიტაცია ეს არის კომპლექსური დარგი და იგი სპეციალურ მიდგომას საჭიროებს, რაც გამოიხატება გუნდურ მუშაობაში. შესაბამისად ეს ყველაფერი გვაძლევს იმ შედეგს, რაც ესაჭიროება პაციენტს გამოსაჯანმრთელებლად“, - აღნიშნა ი. ნატროშვილმა.

    რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მუდმივად ხორციელდება უახლესი სერვისების გაუმჯობესება, დანერგვა და მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.

    „ჩვენ გვაქვს ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და ადაპტაციური საშუალებები, კომპიუტერული, დამხმარე ტექნოლოგიები და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანების ცხოვრების ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს“, - დასძინა კლინიკის დირექტორმა.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღესვე, კომპანია "ჯეპრას" მიერ ორგანიზებულ მედია-ტურის ფარგლებში ქართული მასმედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკაში, სადაც ადგილზე დაათვალიერეს კლინიკაში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრები, სპეციალური, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ოთახები, ადაპტირებული საცურაო აუზები და ციფრული, კომიპიუტიზირებული სასწავლო კლასები. 

    აღსანიშნავია, რომ პროფესორი კენეტ ვოლკერი საქართველოს პირველად 1992 წელს USAID-ის პროგრამის („Georgia to Georgia“) ფარგლებში ეწვია.  ამერიკული კორპორაციის („პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ - PfiD) აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლკერმა უხელმძღვანელა ატლანტა-თბილისის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებათა პარტნიორობას. მისი ძალისხმევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის ამოქმედდა გაცვლითი პროგრამები სტუდენტების, კლინიკური და აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის. კენ ვოლკერმა ხელი შეუწყო ბევრი ქართველი ახალგაზრდის კარიერულ წინსვლას ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოსა და ატლანტის პარტნიორობის ფარგლებში ამ დრომდე არაერთი პროექტი განხორციელებულა. თანამშრომლობა ამჟამადაც აქტიურია და მომავალშიც შეუწყობს ხელს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ხარისხის გაუმჯობესებას.

    როგორც ჟურნალისტებს კლინიკის წარმომადგენლებმა განუცხადეს, კენ ვოლკერის ძალისხმევით დაიწყო საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განათლების მენეჯმენტის შემუშავება საშუალო დონის საავადმყოფოს ადმინისტრატორებისათვის: შეიქმნა თანამედროვე სასწრაფო დახმარების ოთახი; გადამზადდნენ პრაქტიკოსი ექთნები და ფუნქციონირება დაიწყო საექთნო სკოლამ (რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ექთნების დიპლომისშემდგომ განათლებასა და სერტიფიცირებას). მოგვიანებით, 2018 წელს კი დაარსდა კენ ვოლკერის ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი; ქართველ მეცნიერებსა და ექიმებთან ერთად დაიწყო მუშაობა ქვეყანაში შიდსსა და ტუბერკულოზთან დაკავშირებულ საკითხებზე. კენ ვოლკერი იყო საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების როგორც სპეციალობის, ისე საექთნო პროფესიის გაუმჯობესების ინიციატორი და მთავარი გულშემატკივარი.

    2005 წელს პროფესორ ვოლკერს გადაეცა თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქის სტატუსი. 2016 წელს ჯორჯიის საავადმყოფოების ასოციაციამ მას უმაღლესი ჯილდო გადასცა სიცოცხლის განმავლობაში მიღწეული გმირობისათვის. 

    ცხოვრების მანძილზე დოქტორი ვოლკერი საკუთარ კარიერას უძღვნიდა მედიცინის სტუდენტების განათლებასა და მომზადებას. იგი ორიენტირებული იყო Emory-ს უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის რეზიდენტურის პროგრამებზე, კლინიკურ სწავლებაზე, ე.წ. კლერკშიპებსა და უახლესი კლინიკური მეთოდების კურსებზე. პირადად მან აღზარდა და გაწვრთნა ყველაზე მეტი შინაგანი მედიცინის რეზიდენტი, ვიდრე Emory-ს რომელიმე სხვა პროფესორმა. ძლიერი მენტორული უნარ-ჩვევების საშუალებით ბევრმა სამედიცინო რეზიდენტმა, სტუდენტმა და კოლეგამ შეიძინა ღირებული ცოდნა ერთგულების, პროფესიონალიზმისა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების შესახებ.

    2012 წელს პროფესორ კენეტ ვოლკერის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (ESOM) წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე დასავლური სტილის სამედიცინო განათლების მოდელს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებზე (USMLE).

    კენ ვოლკერის ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტია „ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარება საქართველოში“. 2017 წლის სექტემბრიდან სწორედ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს Emory-ს უნივერსიტეტი საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ (PfiD) და ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ (CIL). პროექტი დღემდე წარმატებით მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტის მისიაა საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესება, ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებსა და დამხმარე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, გაუმჯობესდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხი, რათა მათ შეძლონ თავისუფლად ჩართვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. 

    ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული განვითარების პროგრამებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა პარტნიორობს კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკასთან. სამწუხაროდ, ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარების პროექტი პროფესორ ვოლკერის ბოლო პროექტი აღმოჩნდა საქართველოსათვის. 2018 წელს, აშშ-ში დაგეგმილ ღონისძიებაზე მას უნდა მინიჭებოდა „Emory-ს კურსდამთავრებულთა უმაღლესი ჯილდო“, თუმცა ცერემონიამდე ერთი კვირით ადრე იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. მის ნაცვლად საპატიო მედალი გადაეცა Emory-ს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორს, არჩილ უნდილაშვილს, რომელიც 14 წლის განმავლობაში მუშაობდა პროფესორ ვოლკერთან, ამჟამად კი წარმოადგენს ატლანტა-თბილისის პარტნიორობის პროექტებს.

    ჰენრი კენეტ ვოლკერი 2018 წლის 22 თებერვალს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ატლანტაში მიმდინარე გამოსამშვიდობებელი დღის პარალელურად თბილისში პროფესორ ვოლკერის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მისი კოლეგები და სტუდენტები შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე, რომლის დასრულების შემდეგაც კენ ვოლკერის ფოტო ყვავილებით შეამკეს და მონაწილეობა მიიღეს სანთლების სიმბოლურ ცერემონიალში. 

    საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ უდიდესი დანაკარგი განიცადა კენ ვოლკერის გარდაცვალების გამო. ქართველებზე და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ამერიკელი პროფესორი დაკრძალეს ჯორჯიის შტატში მდებარე ოლქის (ვაშინგტონში) პატარა პატრიმონიულ სასაფლაოზე დედის გვერდით.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • EU4Culture საქართველოში კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 3 ქალაქს გრანტს გადასცემს

    1 დეკემბერს 11:00 საათზე ქ.თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით პრეს-კონფერენციას და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონიას გამართავს, რომლებიც მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

    კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, საქართველოდან შერჩეულ იქნა შემდეგი 3 ქალაქი: ზუგდიდი, ფოთი და ქუთაისი.

    შერჩეული ქალაქები  მიიღებენ მაქსიმუმ 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად. დოკუმენტზე მუშაობის 6 თვიანი პერიოდი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყება. საბოლოოდ კი, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

    ღონისძიებას დაესწრებიან: ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე - ბ-ნი კატალინ გერმანი; შერჩეული ქალაქის მერები; პროექტის პარტნიორები და EU4Culture პროექტის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიხსნება მისასალმებელი გამოსვლებით და დაჯილდოების ცერემონიით, სადაც შერჩეული ქალაქების მერები ოფიციალურად მიიღებენ საგრანტო სერტიფიკატებს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია მედიის წარმომადგენლებთან.

    EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არადედაქალაქ ქალაქებში. პროექტის მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

  • ევროკავშირი საქართველოს და მოლდოვის COVID-სერტიფიკატებს აღიარებს

    16 ნოემბრიდან ევროკავშირი აღიარებს COVID-სერტიფიკატებს, რომლებიც საქართველოს და მოლდოვის მიერ ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების ანალოგიური პირობებით გაიცემა. ევროკომისიის მიერ 15 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სერტიფიკატების ორმხრივი აღიარება ასევე ახალ ზელანდიას და სერბეთს ეხება.

    ამ გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოთხი ქვეყანა ევროკავშირის სისტემას დაუკავშირდება. ამავე დროს, ოთხივე სახელმწიფო ევროკავშირიდან მათ ქვეყნებში შესულ პირებზე გაცემულ ევროკავშირის ციფრულ COVID-სერტიფიკატებს აღიარებს. 

    „დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთი კონტინენტის ახლა უკვე 49 ქვეყანა და ტერიტორიული ერთეული არის ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატის სისტემასთან დაკავშირებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის დროს ადამიანებმა თავი კვლავ უსაფრთხოდ იგრძნონ“, —  აღნიშნა ევროკომისარმა იურიდიულ საკითხებში, დიდიე რეინდერსმა.

    უკრაინა და სომხეთი ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების სისტემასთან უკვე დაკავშირებულები არიან.

    „ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მხარს ვუჭერდით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას პანდემიური შეზღუდვების უსაფრთხოდ მოსახსნელადაც“, — განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ. 

    ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ვებსაიტზე და კითხვა-პასუხის ფორმატში.

  • „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საქართველოსა და ევროპის სამსახურში

    „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას დიდი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირის მხრიდან და ჩვენ გვინდა ეს მხარდაჭერა გამოვიყენოთ აქტიურად, რათა საქართველოს და ევროკავშირის ღირებულებები დავაახლოვოთ ერთმანეთს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა“, მენტორმა ქეთევან მურღულიამ განუცხადა.

    ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east) მხარდაჭერით დაარსდა. მისი დამფუძნებელია ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ნიკა გურინი, რომელმაც თავის მშობლიურ ქალაქში მოქალაქეთა გაძლიერების სურვილით, ახალგაზრდული სადისკუსიო სივრცე გახსნა დევიზით - ილიას გზით ევროპისკენ. დღეს ევროკლუბი ასევე აერთიანებს ფრანგულ კუთხეს და ამერიკულ წიგნების თაროს, რომელიც ამერიკული კუთხეების ქსელის ნაწილია.

    ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც თელავში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები: ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთის და ნორვეგიის ელჩები და ესპანეთის საელჩოს ატაშე საქართველოში. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობდა, მისი უშუალო მხარდამჭერი, კორპორაცია "ქინძმარაულის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი.

    „ჩვენი ძირითადი მიზანი, რის გამოც გადავწყვიტეთ, საქართველოს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივასთან მიერთება, არის ის, რომ აქტიურად მოვახდინოთ ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია, გავაცნოთ ადგილობრივ მოსახლეობას ევროკავშირის პროექტები, და დავაახლოვოთ ევროკავშირს ქართული საზოგადოება. რაღა თქმა უნდა ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო, თუმცა ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს ნათელი მომავალი და ჩემს 90 კოლეგასთან ერთად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მყარი გავხადოთ ჩვენი ევროპული მომავალი“, - ამბობს ქეთევან მურღულია. 

    მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და უკვე ხუთი წლის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა ინფორმაცია, სწორედ აი ამ ახალგაზრდების გამორჩეული მონდომებით და შრომით. ისინი მომზადებას გადიან, როგორც ტრენერები, თავად იღებენ ყველა ინფორმაციას რაც მათ აინტერესებთ ევროინტეგრაციის შესახებ და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციას რაიონებში ავრცელებენ. „ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით  რუსული პროპაგანდის ფონზე, როდესაც ათასი მითი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რაიმე საფრთხეს უქმნის ან ჩვენს იდენტობას ან კულტურას და ასე შემდეგ, რაც არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად მცდარი და ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ არაკეთილგანწყობა გამოიწვიოს მოსახლეობაში და შეამციროს ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ამ კურსს საბედნიეროდ აქვს წლების განმავლობაში. საბოლოო ჯამში ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობა და უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი“ - ქეთევან მურღულიამ.

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქსელის მიზანია მოსახლეობის უკეთ ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისათვის.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიება, ყვარელში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა. ღონისძიება საიბილეო ტორტის გაჭრით დასრულდა, რომელსაც თან ახლდა კორპორაცია "ქინძმარაულის" საუკეთესო ღვინის ჯიშებისგან დამზადებული არაჩვეულებრივი არომატის მქონე სასმელები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    ფოტოების ავტორი: თორნიკე ზიზიაშვილი / ევროკავშირი

  • Team Europe: ევროკავშირი და საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები საქართველოში სოციალური დაცვის ხელშესაწყობად ახალ პროექტს იწყებენ

    ევროკავშირი და საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები ერთობლივი ძალებით შეიტანენ წვლილს საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებაში. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საფრანგეთის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, მონაწილე მხარეებმა ხელმოწერის ღონისძიებით აღნიშნეს პროექტის დაწყება და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საერთო ძალისხმევა საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და სოციალური უფლებების გაფართოებისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის.
    2021 წლის 10 ნოემბერს, დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ხელმოწერის ცერემონიალით აღინიშნა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების შესახებ პროექტის დაწყება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ექსპერტიზ ფრანსის(Expertise France HYPERLINK "https://afd.fr/"- HYPERLINK "https://afd.fr/"Agence Française de Développement HYPERLINK "https://afd.fr/"Group − AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ (CzDA), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბატონმა პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში და ბატონმა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ. სამინისტროს პოზიციის შესახებ ისაუბრა ქალბატონმა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ხოლო პროექტის გუნდმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ წარუდგინა პროექტი.
    „სოციალური დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების ნაწილია. დემოკრატიულ საზოგადოებაში, თითოელი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ვიზრუნოთ საზოგადოების მოწყვლად წევრებზე და უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს სოციალურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ19-ის რეალობის გათვალისწინებით, რადგან უამრავი ადამიანი საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას. ამის გათვალისწინებით, მოხარულნი ვართ, დავიწყოთ ახალი პროექტი Team Europe პარტნიორებთან ერთად, რომელიც იმედი გვაქვს, უახლოეს წლებში პოზიტიურ ცვლილებებში აისახება“, განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ.
    საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა დიეგო კოლასმა განაცხადა: “საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებს შორის უკვე არსებობს გლობალური ალიანსი და მოხარული ვარ, რომ ამ თანამშრომლობამ განვითარება ჰპოვა საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხისა და შესაბამისი მთავრობების არჩევანს, განავითარონ ძლიერი, დინამიური ევროპული მოდელის დემოკრატიული სისტემა საქართველოში, რაც ლოგიკურია, განხორციელდეს ისეთ წარმატებულ და დინამიურ აღმოსავლეთ ევროპულ დემოკრატიულ სისტემასთან თანამშრომლობით, როგორიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა. ამ ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სერვისების გაუმჯობესებასა და სოციალური კოდექსის შემუშავებას, წარმოადგენს უფრო ფართო ინსტიტიტუციური და დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს“.
    „სოციალური კოდექსის შემუშავება ის საკვანძო რეფორმაა, რომელიც მიმართულია საქართველოში ეფექტიანი სოციალური კეთილდღეობის სისტემის დასაფუძნებლად, რაც ასევე ითვალისწინებს სოციალური დაცვის სერვისების დეცენტრალიზაციას. ჩეხეთის განვითარების სააგენტო მოხარულია ექსპერტიზ ფრანსთან გაერთიანებული ძალებით გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა“, განაცხადა ბატონმა პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში.
    „სოციალური კოდექსის შემუშავებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ სოციალური კეთილდღეობის უფრო ფართო პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სოციალური რისკებისგან დაცული იყოს ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. ამ მიზნის მისაღწევად კი, უნდა ჩამოყალიბდეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის შესაბამისი სისტემები და მექანიზმები. ეს იქნება საქართველოს მიერ გადადგმული დიდი ნაბიჯი წინ, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისკენ“, განაცხადა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

    პროექტის შესახებ
    პროექტი „სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს
    საქარტველოს მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუბის მხარდაჭერას სოციალური სერვისების განვითარების, მტიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და სოციალური უფლებების გაძლიერების კუთხით. პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე, ხოლო ძირითადი განმახორციელებელი პარტნიორები Expertise France და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.
    პროექტი განხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი დონეზე ხელმისაწვდომი სოციალური სერვისებისა და სოციალური დახმარების (შემწეობის) remittances გაუმჯობესებას. მეორე კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაუმჯობესებულ ანალიზსა და ფართომასშტაბიან კომუნიკაციას. მესამე კომპონენტის ფარლებში კი დაგეგმილია სამინისტროსთვის მხარდაჭერის გაწევა სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური უფლებების განვრცობას. კოდექსის შემუშავების პროცესი იქნება ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, რასაც შედეგად მოჰყვება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკს შემუშავება და საკანონმდებლო პროცესი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური