პაკისტანში სარკინიგზო ავარიას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 ივნისი 2021 13:56

პაკისტანის სამხრეთ ნაწილში ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. უბედური შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით დაიღუპა მინიმუმ 38 ადამიანი, დაშავდა 64. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" იუწყება.

კატასტროფული შემთხვევა სინდის პროვინციაში შემავალ ქალაქ გოტკში მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა რა, მეორე მატარებელს შეეჯახა და ამობრუნდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწო.

პაკისტანში არასაკმარისი სასიგნალო სისტემის და ძველი რელსების გამო მსგავსი უბედური შემთხვევები ხშირად ხდება.

წაკითხულია 252 ჯერ

Related items

  • აგვისტოში ჩინეთი-ევროპის მარშრუტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა

    პეკინი, 12 სექტემბერი (სინხუა) - მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთ-ევროპის საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლა 18 პროცენტით გაიზარდა. ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის განცხადებით, ყოველწლიურად, ამ ციფრმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1,585-მდე მიაღწია.

    ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წ. აგვისტოში ჩინეთი-ევროპის სატვირთო მატარებლებმა 154,000 სტანდარტული კონტეინერი /20 ფუტის ექვივალენტი/ ტვირთით გადაიტანეს, რაც 19%-ით მეტია წლიური თვალსაზრისით.

    მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ჩინეთიდან ევროპის სატვირთო მატარებლების გამგზავრების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა, წლიურად 10575. ამ მატარებლებმა სულ 1.02 მილიონი სტანდარტული კონტეინერი გადაიტანეს, რაც 6 პროცენტით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი.

  • აღმოაჩინეთ ჩინეთის პირველი საზღვაო, მაღალსიჩქარიანი რკინიგზა (ვიდეო)

    იქნებ ადრე გიმოგზაურიათ იახტით ან გემით, მაგრამ ოდესმე ხომ არ გიმგზავრიათ ზღვაზე ჩქაროსნული მატარებლით?

    Xinhua's Hong Yan უფრო ახლოს დაგათვალიერებინებთ ჩინეთის პირველ საზღვაო, მაღალსიჩქარიანი რკინიგზის მშენებლობას ქ. ფუჯიანში, ჩინეთი.

    ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

  • პაკისტანში მუსონურ წვიმებს 777 ადამიანი ემსხვერპლა

    პაკისტანში 14 ივნისის შემდეგ გაგრძელებულ მუსონურ წვიმებს 777 ადამიანი შეეწირა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    პაკისტანის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს (NDMA) მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობით 1,8 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ამავე ინფორმაციით, 14 ივნისის შემდეგ გაგრძელებულ მუსონურ წვიმებს 777 ადამიანი შეეწირა. სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად ევაკუირებული 317 ათას 678 ადამიანი  ბანაკებში აგრძელებს ცხოვრებას.

    მუსონური წვიმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ჩამონგრეული ხიდებისა და დატბორილი გზების გარდა, 60 ათასზე მეტი სახლი დაზიანდა.

    ცნობისათვის, ივნის-სექტემბერში სამხრეთ აზიაში მუსონური წვიმები ყოველწლიურად დიდ სტიქიურ უბედურებებს იწვევს.

     

  • სეულში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ 'ტრტ-ქართული" წერს.

    სააგენტო Yonhap-ის თანახმად, ძლიერი წვიმები დედაქალაქ სეულში და მის შემოგარენში დაფიქსირდა. ძლიერი წვიმების გამო შესაძლო მეწყერის და წყალდიდობის გამო მრავალი საავტომობილო გზაც გადაიკეტა.

    ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეულსა და მიმდებარე ქალაქებში 800-მდე შენობა დაზიანდა და სულ მცირე 790 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამინისტრომ წყალდიდობის მონიტორინგის დონე „სერიოზულად“ გაზარდა.

    მეორეს მხრივ, სატყეო სამსახურმა ქვეყნის 47 ქალაქსა და რეგიონში მეწყერის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.

  • მოსკოვის ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

    რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ერთ-ერთ ჰოსტელში  გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩნდა.

    საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსტელში ხანძრის სიგნალიზაცია იყო, მაგრამ ის არ მუშაობდა.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური