შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრე ღვთისიაშვილთან
კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ბატონ დაესუ ჩანგმა შეხვერდა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბატონ ალექსანდრე ღვთისიაშვილთან. როოოგორც "ნიუს დეი საქართველოს" კორეის საელჩოში განუცხადეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და ასევე დღის წესრიგის აქტუალური თემა გახლდათ კორეასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი რომელიც შემდეგ წელს აღინიშნება, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ მჭიდრო მრავალმხრივი თანამშრომლობა.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაესუ ჩანგს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კორეის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც COVID-19 პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გადაჭრას მოხმარდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოსა და კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით ბოლო პერიოდში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ 2021 წლის თებერვალში გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება მნიშვნელოვანი საფუძველია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის, ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ტურიზმის გააქტიურებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოსა და კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული ტენდენციებს განხილვას. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ორ ქვეყანის პოტენციალის ათვისების, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მიზანშეწონილობის კვლევის წარმატებით დასრულებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.